19:39 26.06.2014
საქართველოს მთავარი პროკურატურის და აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ერთობლივი ღონისძიებებისა და თანამშრომლობის შედეგად, კახეთის რეგიონის "მხედრიონის" ყოფილი უფროსი, 1949 წელს დაბადებული მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი დააკავეს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი ბანდიტიზმისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 4 პირის განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის იძებნებოდა (დანაშაულით გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ძველი რედაქცია) და 78-ე მუხლით. ძველი რედაქცია).
2014 წლის 25 ივნისს, საქართველოში ექსტრადიციის შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილს წარედგინა ბრალდება.
”გამოძიებით დადგინდა, რომ 1993 წელს მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილმა ა.როშჩინთან, ე.ფოკინთან, ვ.ვერკეტისთან, ვ.კისილოვთან და სხვა პირებთან ერთად, სხვისი ქონების დაუფლების მიზნით გურჯაანის რაიონში შეიარაღებული ბანდიტური ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელიც კახეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა.
მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილის მიერ ჯგუფის წევრებისათვის შეძენილი იქნა ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღები, ყალბი მართვის მოწმობები, საქართველოს შინაგან საქმეთა, უშიშროების, თავდაცვის სამინისტროებისა და მაშველთა კორპუსის მოწმობები, რომელთა საშუალებითაც ჯგუფის წევრები დანაშაულებრივი მიზნების განსახორციელებლად თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოს ტერიოტორიაზე.
1993 წლის 8-9 აგვისტოს, მოსკოვში გიორგი იმერლიშვილისა და მიხეილ ყანჩაშვილის მკვლელობის კვალის დაფარვისა და მათი ქონების ხელში ჩასაგდებად, მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილის მითითებით გურჯაანის საავტომობილო გზაზე, ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ა. როშჩინის, ა. ფოკინის, ა. კისილოვისა და სხვა პირების მიერ "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლულ იქნა გიორგი იმერლიშვილის ძმა, შს სამინისტროს თანამშრომელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ იმერლიშვილი, რის შემდეგაც ისინი დაეუფლნენ მოკლულის ავტომანქანა "ნივას", რომელიც შემდგომში ყალბი საბუთების გამოყენებით გაასხვისეს.
იმავე საღამოს, ბანდიტური ჯგუფის წევრები დაბრუნდნენ გიორგი და ვასილ იმერლიშვილის სახლში და დანაშაულის კვალის დამალვისა და მათი ოჯახის ქონების დაუფლების მიზნით, ღამის საათებში, თოკით დაახრჩვეს ოჯახის უფროსი გივი იმერლიშვილი, დიასახლისი ლამარა ხუნდაძე და ანეტა იმერლიშვილი, რის შემდეგაც გაიტაცეს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, სანადირო თოფები და ცეცხლსასროლი იარაღი.
აღნიშნული დანაშაულისთვის გუშინ მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა საქმეზე აგრძელებს გამოძიებას, საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ძველი რედაქცია) და 78-ე მუხლით (ძველი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 8-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს”,-ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.