რეპორტაჟი მამა იონათამის სასამართლო პროცესიდან (ექსკლუზივი)

ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:23 19.12.2013
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული სასულიერო პირის - მამა იონათამის (ერისკაცობაში ირაკლი ბასილაია) და სამი საერო პირის: ბექა სალუქვაძის, გიორგი ბასიაშვილის და ტიტალ დავრიშიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პირველი პროცესი 18 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს N2 დარბაზში საათი და ათი წუთი გრძელდებოდა. ამ საქმეზე დაკვირვებას აგრძელებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სასამართლოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომლის წარმომადგენელი 18 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა.

ბრალდების მხარეს წარმოადგენდნენ პროკურორები - გოჩა ქორაია და სალომე ადეიშვილი. ეს უკანასკნელი ახალბედა პროკურორი ჩანდა და მთელი პროცესის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, გოჩა ქორაიასგან განსხვავებით, რომელიც შესავალი სიტყვის წარმოთქმისას ომახიანად ცდილობდა იმის მტკიცებას, რომ 100 ათასიანი აქციის ორგანიზატორი იყო მამა იონათამი, რომ მან, ბექა სალუქვაძემ, გიორგი ბასიაშვილმა და ტიტალ დავრიშიანმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი და რომ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით ისინი აგრესიას გამოხატავდნენ, იმათ მიმართ, ვისაც პუშკინის სახელობის სკვერში უნდოდათ “ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ აქციის გამართვა“.

ანუ, პროკურორ ქორაიას შესავალი სიტყვიდან ჩანდა, რომ პროკურატურა თავდაპირველი პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

თავისი კოლეგების მსგავსად (რომლებიც ამ საქმეში ქორაიას და მგელიაშვილის მოსვლამდე იყვნენ ჩართულნი) პროკურორი გოჩა ქორაია და მოსამართლე დავით მგელიაშვილი მამა იონათამს ისე მოიხსენიებდნენ, როგორც საერო პირს - საერო სახელითა და გვარით. მოსამართლე და პროკურორი მამაოს ბატონობით მიმართავდნენ.

ბრალდებულების ინტერესებს იცავდნენ ადვოკატები: გია ტაბლიაშვილი, გელა ნიკოლაიშვილი, გიორგი ჭალიძე, ლევან გორხელაშვილი, გელა შავიძე, ლია ედიშერაშვილი, ლელა შავიძე.

სხდომა 50-კაციან დარბაზში გაიმართა, სადაც მოსამართლესთან, სხდომის მდივანთან, ორ პროკურორთან, ოთხ ბრალდებულთან და მათი უფლებების დამცველ ადვოკატებთან ერთად 19 ადამიანი ვისხედით. მათგან სამი სასულიერო პირი, ბრალდებულების გულშემატკივარი საერო პირები, ორი ახალგაზრდა, რომლებიც სტაჟირებას თბილისის საქალაქო სასამართლოში გადიან, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი და გადაგვარებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირების ორი დამცველი.

საქმის არსებითი განხილვა მოსამართლემ ბრალდებულების ვინაობის დადგენით დაიწყო. მამა იონათამმა თქვა, რომ მიღებული აქვს ტექნიკური და სასულიერო განათლება და რომ ცხოვრობს ფერისცვალების მონასტერში. მოსამართლემ მამაოს ოჯახური მდგომარეობის შესახებ ჰკითხა. ბერი ვარო, - მიუგო მამა იონათამმა. ესე იგი დასაოჯახებელიო?! - კითხვა შეუბრუნა მოსამართლემ. მამაომ გაიმეორა, ბერი ვარო და მოსამართლემაც დააზუსტა - ოჯახური მდგომარეობის გასწვრივ ჩავწერთ, რომ ხართ ბერიო.

ცნობისათვის - მამა იონათამი ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც უწმიდესთან და უნეტარესთან ერთად 2008 წლის აგვისტოში სოფელ შინდისიდან თავისი ხელით გამოასვენა გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ცხედრები.

მეორე ბრალდებულის, გიორგი ბასიაშვილის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ასეთია - 1972 წელს დაიბადა. საშუალო განათლება აქვს მიღებული. არის ორი ქალიშვილის მამა და ელოდება მესამე შვილს. ამავდროულად, ქალაქ რუსთავში ბოდიბილდინგის და ფიტნესის ფედერაციის პრეზიდენტია. ამავე სპორტის სახეობებში მწვრთნელად მუშაობს. ნასამართლევი არასდროს ყოფილა.

ბექა სალუქვაძე - 1991 წელს დაიბადა. ამჟამად სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველ კურსზე. ნასამართლევი არასდროს ყოფილა, დასაოჯახებელია.

ტიტალ დავრიშიანი - 1982 წელს დაიბადა. ამჟამად უმუშევარია. არის ნასამართლევი. დაოჯახებული არ გახლავთ.

მამა იონათამს (ერისკაცობაში ირაკლი ბასილაიას), გიორგი ბასიაშვილს, ბექა სალუქვაძეს და ტიტალ დავრიშიანს ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით. ეს ნიშნავს, რომ პროკურატურა მათ ბრალად სდებს “შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მოსამართლემ ბრალდებულებს შეიძლება დააკისროს ჯარიმა, ან ერთი წლის განმავლობაში გამასწორებელი სამუშაო, ანდა ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. წარდგენილ ბრალს, არც ერთი ბრალდებული არ აღიარებს.

ბრალდებულების ვინაობის დადგენის შემდეგ პროკურორმა გოჩა ქორაიამ შესავალი სიტყვა თქვა, რომელსაც გარკვევით და გამოთქმით 11 წუთი კითხულობდა. ამ სიტყვის მოკლე შინაარსი ასეთი გალხავთ:

ბრალდებულებმა გადალახეს პოლიციის კორდონი და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით “იდენტობას“ არ მისცეს საშუალება პუშკინის სკვერში გაემართათ აქცია. მამა იონათამი ლესელიძეზე წინ გადაეღობა იმ სამარშრუტო მიკროავტობუსს (რომელშიც ისხდნენ პუშკინის სკვერში აქციის ჩატარების მოსურნეები), იგი თურმე ძალადობდა და მიკროავტობუსს გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა. ბექა სალუქვაძეს მიკროავტობუსის მინა ჩაუმსხვრევია, ტიტალ დავრიშიანს კი აგრესია გამოუხატავს და ცდილობდა მიკროავტობუსში მსხდომებს ფიზიკურად გასწორებოდა. გიორგი ბასიაშვილი თურმე აგრესიულად გადაადგილდებოდა, რაც ვიდეოკამერებს დაუფიქსირებიათ.

პროკურორმა რამდენჯერმა გაიმეორა, რომ ბრალდებულებმა ხელი შეუშალეს “ “ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ აქციის გამართვას“. გოჩა ქორაია დაგვპირდა, რომ: სასამართლოზე დაიკითხებიან დაზარალებულები, მოწმეები, პოლიციის თანამშრომლები; ბრალდება წარმოადგენს ვიდეოჩანაწერებს, დაზიანებულ მიკროავტობუსებზე ჩატარებულ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს და იმათი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსხველ ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებმაც 17 მაისს დაზიანებები მიიღეს.

ბექა სალუქვაძის უფლებების დამცველის, ადვოკატ გიორგი ჭალიძის თქმით, საქმის მასალებში, არც ერთი მტკიცებულება არ დევს, რომლითაც დადასტურდება, რომ ბექა სალუქვაძემ მიკროავტობუსის მინა ჩაამტვრია. ადვოკატის განმარტებით, პროკურატურას ვერ აზუსტებს სალუქვაძემ აგრესია ვის მიმართ გამოხატა.

გიორგი ჭალიძის განცხადებით, 17 მაისს ქუჩაში დაახლოებით ასი ათასი ადამიანი გამოვიდა გარყვნილების დემონსტრირების წინააღმდეგ, ტრადიციული რელიგიური ფასეულობების დასაცავად და პროკურატურამ ამ 100 ათასი ადამიანიდან 5 აქცია განტევების ვაცად, ლოგიკით - ვინმე ხომ უნდა დაგვესაჯაო?!

აქვე შეგახსენებთ, რომ მეხუთე ბრალდებულის, მამა ანთიმოზის (თამაზ ბიჩინაშვილის) წინააღმდეგ სათანადო მტკიცებულებების არქონის გამო მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ სისხლის სამართლებრივი დევნა 1 აგვისტოს შეწყვიტა.

ადვოკატ გია ტაბლიაშვილის თქმით, პროკურატურის მხრიდან აბსურდია იმის მტკიცება, რომ 17 მაისს მოწყობილ რამდენიმე ათეულ ათასიანი შეკრების ორგანიზატორი იყო მამა იონათამი. ტაბლიაშვილი ამბობს, რომ ამ კუთხით მამაოსთან მიმართებაში არა თუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც არ არსებობს და რომ ძიების დროს დაკითხული, არც ერთი მოწმის ჩვენება არ არის მამა იონათამის წინააღმდეგ მიცემული. გია ტაბლიაშვილის თქმით, მამა იონათამის და სხვა სასულიერო პირების მოქმედება სიკეთისკენ და ძალიან დიდი უბედურების თავიდან აცილებისკენ იყო მიმართული.

მამაოს უფლებების დამცველი, კიდევ ერთი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ საქმის მასალებში წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი ერთი ფურცელიც კი არ დევს.

ბრალდებულ ტიტალ დავრიშიანის და გიორგი ბასილაშვილის უფლებების დამცველი ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი უსაფუძვლოდ აქვთ წარდგენილი, რაც მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ყველასათვის ცხადი გახდება და რაზე დაყრდნობითაც მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

17 მაისის მოვლენებზე ბრალდებულების საქმის არსებითი განიხლვა 9 იანვარს გაგრძელდება და ამ დღეს მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება.

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...