კომერციული ბანკების უმეტესობა კომუნალურ გადასახადების მომსახურების საკომისიოს გაუქმებაზე უარს აცხადებს. საკომისიოს პირველი ოქტომბრიდან მხოლოდ ლადო გურგენიძის „ლიბერთი ბანკი“ და ისიც მხოლოდ სპეციალურად ამისთვის შექმნილ ობიექტებში გააუქმებს. თბილისში 25 ცენტრი ამოქმედდება, სადაც მოსახლეობას კომუნალური გადასახადების გადახდა ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეეძლებათ.
გაზიარება
[13:32 17-09-2010]
ლადო გურნეგიძის განცხადებით, მისთვის გასაგებია, რომ ზოგიერთი მოქალაქისთვის 50 თეთრი მნიშვნელოვანი თანხაა და ასეთი გადაწყვეტილება მისი ბანკის კეთილი ნებაა. კომუნალური გადასახადების სპეციალური ცენტრების შესახებ ინფორმაცია ქვითრებზე იქნება მითითებული. შეგახსენებთ: კომუნალური გადასახადების მომსახურება უფასოა „პროკრედიტ ბანკის“ ყველა ფილიალში. საკომისიოს გაუქმება კი პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ კვირის დასაწყისში მოითხოვა. დღეს ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, რომ საკითხი გადაჭრილია.
რადიო "კომერტანტი"