ავტორი დიტო გელოვანი
14:22 21.09.2011
ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში
- არ გეგონოთ, რომ ამით მთავრდება, ამით იწყება...
გია კი ქვედა ტუჩმოსველებული ეუბნებოდა:
- იცი, რა? რაც თქვენ არ გინდათ, ჩვენ იმას ვაკეთებთ. ჩვენ საქართველოს ვათავისუფლებთ!
პარტკომი ბლუკუნებდა:
- მე მიყვარს ახალგაზრდობა... ეკონომიკური დამოუკიდებლობა...
მერე საამქროებში დავრბოდით და ვყვიროდით:
- ეთნოკონფლიქტებს ვერ მოგვიწყობენ! სრული დამოუკიდებლობა! დაუმორჩილებლობა!
ალბათ, მაგიტომ, მაგრამ ხელი ვინ დამადო? ვინ, ვინ, იქ კაგებე არ იქნებოდა? ახლა ყველანი იციან და გვიჭერენ. არც უნდათ დაჭერა, პირდაპირ გესვრიან და მორჩა. კომენდანტის საათიც ამიტომ გამოიგონეს. რაც მეტს გვესვრიან, მით მეტ ორდენს მიიღებენ.
(აკა მორჩილაძე, „შენი თავგადასავალი“)
“მე ველოდები იმ დროს, რომ საქართველოდან არავინ წავა სხვაგან სამკურნალოდ. ტურიზმის ერთ-ერთი წყარო უნდა იყოს სამედიცინო ტურიზმი საქართველოში, როგორც ეს ევროპის წამყვან ქვეყნებშია…”
“თავად უნდა გამოვკვებოთ ჩვენი თავი და შევქმნათ ჩვენი ქვეყანა. დავიღალეთ იმით, რომ მცირე ტექნოლოგიისთვისაც კი სხვა ქვეყანაში – გერმანიაში, ჩინეთში, უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც კი გვიხდება სირბილი, რადგან თავად ვერ ვაკეთებთ ამას...”
"საქართველოს მოდერნიზაციის დასახული პროგრამის განხორციელების შემდეგ, 2015 წელს, თავს დავდებ, რომ სვანეთში იქნება მინიმუმ, ნახევარი მილიონი დამსვენებელი, 35-ჯერ მეტი, ვიდრე არის მოსახლეობა მესტიაში…”
“ის გახდება ყველაზე თანამედროვე აეროპორტი საქართველოსა და კავკასიაში და მუდმივად დატვირთული იქნება - ჩამოიყვანს ტურისტებს, ბიზნესმენებს და თითოეული ჩვენგანის ოჯახს წარმოუდგენლად მეტ შემოსავალს მოუტანს…”
“ბოლო რამდენიმე თვე, როცა თბილისში ზოგიერთი პოლიტიკოსი ძალიან აქტიურად, სხვა სიტყვა ამას არ ჰქვია, ლაყბობდა და ყიყინებდა იმის თაობაზე, თუ როგორ ებრძვის ეკლესიას საქართველოს მთავრობა, ჩვენ ამასობაში ვაშენებთ ეკლესიებს…”
“სკოლებში ასეთი კლასები ვიღაცისთვის არის წარმოუდგენელი ფუფუნება, თუმცა ამერიკისთვის, იაპონიისთვის, ჩვენთვის არის ყოველდღიური აუცილებლობა. რატომ ვიყავით ვარდების რევოლუციამდელი ბავშვები უფრო ჩამორჩენილები? იმიტომ, რომ არ გვქონდა კომპიუტერი…”
“ბუნებრივად მოგვცა ღმერთმა ეს საზღვრები, რომელიც დახატულია ისტორიისა და ბუნების მიერ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ კუთხეში…”
“დათვს რაც არ უნდა ბაბა ეძახო, შეგჭამს, ჯობია ჯოხით ან თოფით მოიგერიო. უკეთესია აერიდო, მაგრამ თუ გადაგეყარა, დათვის ერთი ადგილის ლოკვა ამ საქმეს არ შველის. მე ამ დათვში დათვს ვგულისხმობ და არა რომელიმე სახელმწიფოს…”
ეს სულ სააკაშვილის ნალაპარაკებია! სულ! უბრალოდ, შეგახსენეთ და, ვგონებ, დაიღალეთ კიდეც, მაგრამ როდესაც სააკაშვილის მარგალიტებს ხელმეორედ ვკითხულობ, ვხვდები, რომ გამეორება ცოდნის დედა კი არის, მაგრამ, ამავე დროს, არის გაღიზიანების მამაც. ასე რომ, ვუსმინოთ და ვიკითხოთ ხშირად, გავიმეოროთ ხშირ-ხშირად და გავღიზიანდეთ. ოღონდ, „არ გეგონოთ, რომ ამით მთავრდება, ამით იწყება...“
არავინ იფიქროს, რომ ეს მარგალიტები მხოლოდ მკითხველის გასაღიზიანებლად (აქედან გამომდინარე შედეგებით) გამოვფინე. უბრალოდ, ამ ყველაფრის მოსმენისა და წაკითხვის შემდეგ საშინლად გამაღიზიანა ერთმა ნიუსმა, რომელსაც აქვე შემოკლებით გთავაზობთ:
„მსოფლიოში ყველაზე გრძელი ენისა და დიდი მკერდის მფლობელები გამოვლინდნენ. გინესის რეკორდების წიგნს ახალი სახელები შეემატა. უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი ენა კალიფორნიელ ფერადკანიან სტუდენტ შანელ ტეპერს აღმოაჩნდა, მისი ენა 9.75 სანტიმეტრი სიგრძისაა...“
ვინ-ვინ და, ჩვენ, ქართველებმა, ვიცით, ვინ არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ენის პატრონი, მაგრამ დღევანდელი სამყარო უსამართლობაზეა აგებული. რაგბში მსაჯობისა არ იყოს, ბობოლა ქვეყნების წვრილმანი მოქალაქე უფრო მნიშვნელოვანი პერსონაა, ვიდრე წვრილმანი ქვეყნის ბობოლა პრეზიდენტი.
ვიღაც, კალიფორნიელ ფერადკანიან სტუდენტ შანელ ტეპერი... ვინ ოხერია? ისე, დარწმუნებით მაინც ვერ ვიტყვი, მაგრამ არა მგონია, შანელ ტეპერი ენის ტლიკინში ჩვენს შანელ N5-ს, რომ გაუტოლდეს. ტეპერი და სააკაშვილი რომ შევაჯიბროთ, ტეპერი იტყვის, მე ფალავნებს ვეპაექრები, გოლიათებთან საქმეს არ ვიჭერო.
“ვინ ოხერია” ეძახე და, სააკაშვილთან საქმის დაჭერაზე უარს კი აცხადებს. თავის დროზე ჩვენც რომ ეგეთი „ვინ ოხრები“ ვყოფილიყავით...
სააკაშვილმა საქართველოს ელჩებსა და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა - „ვინ ოხრებზე“ გამახსენდა. გასულ კვირაში „ვინ ოხრებმა“ თბილისში მოიყარეს თავი და ამ თავშეყრას ამბასადორიალი უწოდეს, თუმცა „ოხრობა“ რომ დაერქმიათ, არსობრივად უფრო შესატყვისი იქნებოდა. ამბასადორიალი „რედისონში“ გაიმართა, დიდი ხნის უანახავი მეგობრები ჩაეხუტენ ერთმანეთს, როგორ ხარო - ერთმანეთს ეკითხებოდნენ და არც ერთს არ უკითხავს, რას შვრებიო. რას უნდა შვრებოდნენ? რას შვრებოდნენ ზაზა ბეგაშვილი ჩინეთში და ლადო ჭიპაშვილი ჩეხეთში? რას და, რუსეთს ნიღაბს ხსნიდნენ.
იმის თქმაც არ მინდა, რომ თითქოს ამბასადორიალი უბრალოდ უსაქმურთა მორიგი თავშეყრა იყო. იყო საქმიანი საუბრებიც, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. გამოითქვა რამდენიმე მეტად საინტერესო მოსაზრებაც. მათი ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ საგარეო მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია სოხუმში დაგეგმილ დომინოს მსოფლიო ჩემპიონატს გამოეხმაურა: „სოხუმში 17 ოქტომბერს დაგეგმილი დომინოს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნები საქართველოს კანონმდებლობას დაარღვევენ“.
ძალიან მკვეთრი განცხადებაა, მაგრამ პროფესიონალმა დიპლომატებმა თავისი საქმე იციან, მით უმეტეს, რომ ბევრი მათგანი ვარდების რევოლუციამდე დომინოს ქარხანაში მუშაობდა - ქვებზე წერტილების დასმით იყვნენ დაკავებულები. სხვათა შორის, ის ქარხანა მხოლოდ პუსტა-პუსტებს ამზადებდა, ეგეთი სპეციალიზაცია ჰქონდა.
საინტერესო რამ თქვა თემურ იაკობაშვილმაც: „აშშ საქართველოს რუსეთს ლანგარზე არ მიართმევს“. ასეთ სიტყვებს ჰაერზე არ ისვრიან, იაკობაშვილი ელჩია აშშ-ში და იცის, რასაც ამბობს. ამის თქმა იყო და, ატყდა ყაყანი: „არც საფრანგეთი მიართმევს“, „არც გერმანია...“, „არც თურქეთი...“, „არც გვატემალა, შრი-ლანკა და ბურუნდი“ (ეს თქვა საქართველოს ელჩმა გვატემალაში, შრი-ლანკაში და ბურუნდიში)“...
„მტერს არ შეუძლება, გაუწვე და ფეხები აულოკო“ - თქვა რამდენიმე დღის შემდეგ სააკაშვილმა. ნუ, გმირია, გმირი და ამ სამი წლის წინ გორში ისე მოიქცა, როგორც გმირს შეეფერება - როდესაც რუსების თვითმფრინავმა გადაიფრინა, მიწაზე გაწვა და მტრის ჯინაზე მშობლიურ მიწას ემთხვია, აქაოდა, ვარ საქართველოს გულდამწვარი ჭირისუფალიო.
სხვათა-შორის, მაშინ სააკაშვილმა მეორე პატრიოტული აქტიც ჩაიდინა და ამ ფაქტმა გასულ კვირაში მოულოდნელი გაგრძელება ჰპოვა - გაიმართა რეფორმატორული საკვები „ჰალსტუხის“ პრეზენტაცია ეს არის ვაშლის პიურესგან დამზადებული ტყლაპი, რომელსაც აქვს ჰალსტუხის ფორმა.
„ჰალსტუხი“ 5 ლარი ღირს, ხოლო შეფუთვაზე არის შემდეგი წარწერა: „რეფორმატორული საკვები ჰალსტუხი. ჰალსტუხის მიღება ხელს უწყობს ცხოვრების დონის ამაღლებას, რეკომენდირებულია მცირე ულუფებით, სამჯერ დღეში. აღძრავს მადას თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. უკუჩვენება: ავტორიტარიზმი, საბჭოთა მენტალიტეტი, სიმხდალე, უგუნურება, აგრესიულობა, მწუხარება მეზობლისა სიკეთისა ზედა“.
ცოტა არ იყოს, გაუგებარი წარწერაა, უკუჩვენების ამბავს ვერ ჩავხვდი. ანუ, ავტორიტარიზმი, საბჭოთა მენტალიტეტი, სიმხდალე, უგუნურება და აგრესიულობა მიშას ჰალსტუხის ჭამამდეც ახასიათებდა და ჰალსტუხის ჭამის შემდეგ ხომ სულ გადაირია!
„ჩემი მეუღლე აგარაკზე ამზადებდა ტყლაპს, ოლეგმა (პანფილოვმა. დ.გ.) გამოჭრა ტყლაპისგან ჰალსტუხი და ასე დაიბადა ეს იდეა“, - განაცხადა ლევან ჩოლოყაშვილმა და იდეა მეც მაქვს - ჰკითხოს ლევან ჩოლოყაშვილს ვინმემ: სანამ იგი ტყლაპის ჰალსტუხებით ვაჭრობს, რას აკეთებს ამ დროს საფლავში ქაქუცა ჩოლოყაშვილი?
არავის არაფერს არ ვაბრალებ, მხოლოდ იდეა დამებადა. საერთოდ კი, დაბრალება და ეგეთი რამეები, როგორც რუსები იტყვიან, ჩრევატა პასლედსტვიამი. რუსები და დაბრალება. ასეთი ნიუსი იყო: „დიმიტრი შაშკინს ექსპერტების მიერ „სატანისტობის“ ბრალდება კვლავ ახსოვს“. დიმიტრი შაშკინი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა და დეპუტატებს თხოვა, არ დაუჯერონ ე.წ. ექსპერტებს, რომლებიც მას სატანისტობაში ადანაშაულებენ, რადგან წილადები არ მოსწონთ.
რა წილადები, რის წილადები?! არ მახსოვს, მაგრამ არა მგონია შაშკინს გამოეგონოს. არა იმიტომ, რომ შაშკინის გამომგონებლურ ნიჭს ვაკნინებ, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენი ექსპერტები ცოტა არ იყოს... თუმცა, დავანებოთ თავი წილადებს და სკოლების დირექტორები გავიხსენოთ. „თქვენ სისხლს დავლევ“ - უთხრა ერთხელ დირექტორებს შაშკინმა და, სად სატანისტი და სად ვამპირი?
ამბობენ, შაშკინი პახმელიაზე დირექტორების სისხლით გამოდისო...
შაშკინი მანდატურებს შეხვდა და სკოლაში მათი მუშაობის განვლილი ერთი წელი შეაჯამა - უკვე დამკვიდრდა დისციპლინა, გაიზარდა მოსწავლეთა დასწრება, აღმოიფხვრა დანაშაულის ფაქტები. შაშკინმა მანდატურებს მადლობა გადაუხადა და აღუთქვა, რომ სამინისტრო მომავალშიც იზრუნებს მათ პროფესიულ ზრდაზე.
მანდატურების ყველაზე წარმატებული ნაწილი უკვე სკოლის დირექტორია და ალბათ უნივერსიტეტის რექტორობაზეც ოცნებობენ, თუმცა ამ მანდატურ-დირექტორებს ვურჩევ, პახმელიაზე მყოფ შაშკინს მოერიდონ. რევოლუცია თავის შვილებს რომ ჭამს, ეს საყოველთაოდ არის ცნობილი, მაგრამ ბევრმა არ იცის, რეფორმა (თუნდაც - განათლების რეფორმა) სკოლის დირექტორების სისხლს რომ მოითხოვს.
გასულ კვირაში ქდმ-მ სოფელ გულგულაში ნაგავსაყრელის ლიკვიდაცია მოითხოვა. როგორც იცით, თელავში შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს და რა დღესაც არჩევნები დაინიშნა, იმ დღიდან მოყოლებული ნიკოლოზ ლალიაშვილს და ნიკოლოზ ლაშხს გულგულას მოსახლეობაზე გული შესტკივათ, გულგულას ნაგავსაყრელზე კი - ცხვირი. ორი ნიკოლოზი, ორივე გიორგი-ძე და ორივე თარგამაძე. „კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, ყურადღება მიაქციოს აღნიშნულ პრობლემას და ნუ აიძულებს ხალხს ნაგავში და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში ცხოვრებას“, - განაცხადეს თარგამაძე-დემოკრატებმა.
ჩაივლის არჩევნები და ორივენი გულში შეუკურთხებენ სოფელ გულგულას მაცხოვრებლებს - ამ ნაგავში რატომ ჩამოგვიყვანეთო.
მძიმე სურათია, მაგრამ ჯერ სად ვართ!
2012 წელი ძალიან მძიმე იქნება ქართული დიპლომატიისთვის. დიპლომატებს ბევრი ამოცანა აქვთ გადასაწყვეტი და ამ ამოცანებს გაორმაგებული ძალისხმევა სჭირდება. - ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ იმ თავ(?)ყრილობაზე განაცხადა, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ.
ეჰ... ვაშაძისთვის მთავარი სიძნელე უკან დარჩა - რუსული პასპორტი რომ დათმო. სხვათა შორის, ბევრი ამბობდა, ვერ გადაიტანსო, მაგრამ გადაიტანა.
გასულ კვირაში პასპორტის თემა კიდევ ერთხელ წამოტივტივდა. რუსმა დირიჟორმა მიხაილ არკადიევმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოში დასაქმების შესახებ წერილი მისწერა, განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას არ აპირებს. ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც სააკაშვილმა მას პასპორტი უბოძა. „ეს საქართველოს პრეზიდენტისგან საჩუქრის მაგვარია“, – აღნიშნა არკადიევმა და დასძინა, რომ მზადაა ეს საჩუქარი მიიღოს და, ასევე, საქართველოში დარჩეს, თუ იქ სამუშაოს მისცემენ.
მისცემენ, სამუშაოსაც მისცემენ, ლენინზე ლექსებსაც იტყვიან, ქსენოფობიურ განცხადებებსაც აპატიებენ, თუ იგი ქართველების წინააღმდეგ იქნება მიმართული. საჩუქრისმაგვარიო... როდესაც სახელმწიფოსმაგვარის პრეზიდენტისმაგვარი პასპორტს გაძლევს ეს, რა თქმა უნდა, აუცილებლად საჩუქრისმაგვარი იქნება. დირიჟორისმაგვარი აუცილებლად მიიღებს სამუშაოს, კულტურის მინისტრისმაგვარი პირადად იზრუნებს.
ლეიბორისტები კვლავ აგრძელებენ პენსიონერებზე ზრუნვას (ვაღიარებ, დიდი რუდუნებით გამოსდით) და პარლამენტის ბოიკოტირებას. ”ლეიბორისტები” პენსიონერებს მანიფესტაციების გამართვისკენ მოუწოდებენ. ლეიბორისტების პოლიტიკური საბჭოს (აუფ!!!) წარმომადგენელმა, ლეილა გაფრინდაშვილმა განაცხადა, ეს ხალხი ცოდოაო და ამიტომ თავიანთი უფლებების დასაცავად მანიფესტაციები უნდა გამართონო. ეს თქვა და ატირდა - არ გვაქვს იმდენი ფინანსები, რომ გადავიღოთ სატელევიზიო სიუჟეტები, სადაც ხალხი სიმართლეს იტყვის და პენსიონერები პრობლემებზე ისაუბრებენო.
ცრემლი დიაცის ლოდსატყორცნიაო - წერდა კონსტანტინე გამსახურდია. დამიჯერეთ - ცრემლი ლეიბორისტი დიაცის ბალისტიკური რაკეტაა.
ფული არ გვაქვსო... გააჩნია რისთვის. მაგრამ, ფული აქვთ და მთავარია - საიდან. საიდან და, ხელისუფლების უკანალიდან, ოღონდ, ეჭვი მაქვს, რომ ხახაში კი არ ჩაუყვეს ხელი, არამედ... და, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ხელით მოხდა ეს ამბავი.
ლეიბორისტები აგრძელებენ პარლამენტის ბოიკოტირებას. გასულ კვირაში პარლამენტს შესაბამისი განცხადებითაც კი მიმართეს - ჩვენ არ წავიკითხავთ, და თუ რატომ არ წავიკითხავთ, ძალიან კარგად იცის თვითონ სოსომო... სოსო რა იყო - მიშამო. მიშამ მართლაც იცის, სხვებმაც იციან და ვიყოთ გულახდილნი - ყველამ იცის.
ბოიკოტი ქუთაისელმა მეტალურგებმაც გამოაცხადეს, მაგრამ რა - ზოგი დაიჭირეს, ზოგი სამსახურიდან გააგდეს, დარბევით კი ყველანი დაარბიეს და ყველას ასე მოუვა, ლეიბორისტების გარდა. მიშა არის კრიშა და კოჭებზე ეყრდნობა. კოჭები არიან... კოჭებშივე ეტყობათ, ვინც არიან.
კოჭების ამბავში. გასულ კვირაში აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, რომან ბჟალავა აბაშის მოსახლეობას შეხვდა და, როგორც ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახური იუწყება, „ბჟალავა მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა“.
კოჭებშივე ეტყობოდა, რომ ასე მოხდებოდა, ანუ პრობლემებს გაეცნობოდა, გადაჭრის გზებზე ისაუბრებდა. როგორ ეტყობოდა? რამდენიმე დღით ადრე ხმა გავრცელდა, რომანოზ ბჟალავა ხე-ტყის აფერაში მონაწილეობდა და საქართველოს დატოვაო. შემდეგ, მიხელ მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია რომანოზ ბჟალავას მიერ საქართველოს დატოვების შესახებ, გუშინწინ გადავამოწმე და არაფერი ცუდი მასზე არ გამიგიაო. „ბჟალავას თავს ცუდი არაფერი ხდება და შევუთვალე, რომ უახლოეს სხდომაზე მოვიდეს“ - თქვა მაჭავარიანმა.
აეგ საკენკი ბებიათქვენებს დაუყარეთ, ბიჭებო, ჭაობის ჩიტებო.
თბილისის მერიამ კი, მორიგი საკენკი გადმოყარა - თბილისის მერია იწყებს ახალ ტელე-პროექტს - „დასაქმდი და დაასაქმე“. როგორც მეგობარ სააგენტოს თბილისის მერიიდან აცნობეს, ახალი პროექტი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ოქტომბრიდან გავა. პროექტი „დასაქმდი და დაასაქმე“ მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და ქალაქში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
აი, თქვე ეშმაკის ფეხებო, ვის ატყუებთ?! მეგრელმა რაჭველს შეთავაზა, კუკუდამალობანა ვითამაშოთო. ეგ როგორო - რაჭველმა კითხა და მეგრელმა - მე მოვკუკავ და შენ დამალეო.
აი, თქვე კუკუზნაკებო!
ბოლოსკენ გავდივარ... ისევ მიშა. „ჩვენ ვერავიზე დამოკიდებული ვერ ვიქნებით. ხეზე ასვლას ვერავინ ვერ გვასწავლის, იქნებ, ჩვენ თვითონ ვისწავლოთ ეს. ვისწავლით კიდეც, მაგრამ ამას უნდა დრო და დიდი განათლება” - თქვა მელია-ენაგრძელიამ.
ჯერ, ხიდან ჩამოდი, ბიჭო!!!
თ.კ.ჩ. (თუნდაც, კალბასის ჩეკივით) ...ზრდილობის დრო არ არის, ჯორჯია. ახლა სითამამის დროა, ოღონდ, გახსოვდეს, სითამამეს ტვინის განძრევა უხდება... ჩვენ ეგ ტიპი უნდა წამოვიხიოთ?..
- ხინკლის ჩეკივით, პატივცემულო მასწავლებელო, - სიმწრით გავიღიმე და გაცივებული ხელებით ჩავეჭიდე მუხლისთავებს.
(აკა მორჩილაძე, „შენი თავგადასავალი“)
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
რამდენიმე ხნის წინ სოროსის ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, ის აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი ქვეშევრდომები მხოლოდ მ...
-
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თანხის გამოძალვის ბრალდებით სვანეთში დაკავებულ სახელმწიფო მოხელეთა საქმის განხილვა დაასრულა. განსასჯელთა უმრა...
-
საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად მოთხოვნა მედიკამენტებსა და პირბადეებზე დღითიდღე იზრდება. დაავადებათა კო...
-
გაზიარება დღეს საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი 1 000 000 უახლოვდება. რეკლამა ინტერნეტში ხდება სულ უფრო ეფექტური და მიმზი...
-
უთავბოლო, დაძაბული ბედი, საეჭვო რეპუტაცია და სისტემატური ხმა გაკოტრებაზე. მარტო ეს არ იყო ერთადერთი ტვირთი, რითაც მაიკლ ჯექსონი ემზადებოდა, ...
-
ავტორი შოთა ხინჩაგაშვილი 15:26 26.07.2011 ნიუ იორკში მწყერი ხეზე შეჯდა – პირველმა გეი წყვილმა დაამტკიცა, რომ შეუძლიათ სთრეითებივით მოიქცნენ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
მერია-კუდაგრძელია: „მოისაქმე და დაასაქმე“
რედაქტორის რჩევით
-
20:49 25.06.2011 გვიყვარს და ვზასაობთ? ყველანი ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ პარკებში კოცნის თვითნებურად აკრძალვას...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
თუ ხელისუფლება ჩემს დაპატიმრებას გადაწყვეტს, ეს ძვირად დაუჯდება , _ ამის შესახებ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლი...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
23:55 21.02.2019 მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ. პარკირებაზე გადასახადის ...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:28 23.09.2011 ევროპის საბჭოს ოფისში “თავისუფალმა დემოკრატებმა“ 1 000–ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს – ხელ...
-
19:43 20.09.2011 2011 წლის 19–25 სექტემბრის ნომერში პოეტ ვახტანგ ხარჩილავას სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი&quo...
-
ავტორი b2p.ge 02:06 03.12.2011 "გაბრიელ გარსია მარკესი - 14 ფრაზა ცხოვრების შესახებ" 1. მე შენ მიყვარხარ არა იმის გამო, თუ ვინ ხა...