<<<პირველი ნაწილი | <<<მეორე ნაწილი
ვერ ვითანამშრომლებ ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებასა და კავშირში არიან და მისი ინსტრუქციებით და მითითებებით მოქმედებენ.
ჩემი აზრით, სწორედ ფსევდოოპოზიციური პარტიებია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე დამაბრკოლებელი და ხელისშემშლელი ძალა, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ხელისუფლების ყველაზე საიმედო მოკავშირედ და პარტნიორად გვევლინება.
სინამდვილეში სააკაშვილ.ის ხელისუფლება ამ ფსევდოოპოზიციური ძალების მხრებზე დგას – ეს ძალები უქმნიან სააკაშვილის რეჟიმს დემოკრატიულობის ფონს დანარჩენი მსოფლიოს წინაშე და ფაქტობრივად ერთპარტიულ ქართულ პარლამენტს თავიანთი ფსევდოოპოზიციური მოღვაწეობით მრავალპარტიული პარლამენტის იმიჯს უქმნიან.
სწორედ მათ შეაქვთ განხეთქილება და არეულობა ჭეშმარიტად ოპოზიციური ძალების ნებისმიერ წამოწყებაში, ისინი ახშობენ, ანეიტრალებენ და კალაპოტს უცვლიან ხალხის საპროტესტო განწყობას.
მე არ მოვერიდები მათ დასახელებას და ღიად ვაცხადებ: ვერ ვითანამშრომლებ "ქრისტიან-დემოკრატებთან", "ლეიბორისტებთან", "ახალ მემარჯვენეებთან", "ედპ"-სთან, "ქართულ პარტიასთან", თორთლაძის, დავითაიას პარტიებთან.
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის გიორგი თარგამაძის პოლიტიკური საქმიანობა უამრავ საეჭვო მომენტს შეიცავს, დაწყებული ასლან აბაშიძესთან მისი თანამშრომლობით, გაგრძელებული ბადრი პატარკაციშვილის მიმართ მის მიერ ჩადენილი ღალატით და დამთავრებული იმით, რომ ღალატის საფასურად ხელისიფლებამ თარგამაძეს პარტია შეუქმნა, დაუფინანსა და გაყალბების გზით პარლამენტში შეიყვანა.
ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ ზემოთნახსენები პარტიების ლიდერები შალვა ნათელაშვილი, დავით გამყრელიძე, ეროსი კიწმარიშვილი, ბაჩუკი ქარდავა.
დიახ, მე ვერ ვითანამშრომლებ ამ ადამიანებთან, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ ფსევდოოპოზიციური პარტიების ზოგიერთ წევრთან ურთიერთობაზე დავთანხმდე, თუ ისინი საკუთარი პოლიტიკური წარსულის რევიზიას შეძლებენ.
არ შემიძლია ორიოდე სიტყვა არ ვთქვა სოზარ სუბარზე, ადამიანზე, რომელსაც ომბუდსმენის საპასუხისმგებლო პოსტზე ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და რომელსაც არაერთხელ დაუფიქსირებია მტკიცე პოზიცია ხელისუფლების თავნებობის წინააღმდეგ.
დიდი გულისტკივილით და სინანულით ვამბობ, რომ სოზარ სუბარი აღმოჩნდა იქ, სადაც მისი ადგილი არ იყო.
თუ ბატონ სოზარს სურვილი ექნება ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას შემოუერთდეს, მე ამას მხოლოდ მივესალმები.
კიდევ ვიმეორებ, თანამშრომლობაზე უარს ვაცხადებ ზემოთ დასახელებულ ოპოზიციურ პარტიებთან და არა ამ პარტიების ცალკეულ კეთილსინდისიერ წევრებთან.

მასმედია
გამომდინარე იქედან, რომ ქართულ მედიასთან მიმართებაში ჩემს მიერ გაკეთებულმა განცხადებამ განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია, საჭიროდ ჩავთვალე აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე განმარტების გაკეთება.
სიმართლე მწარეა, მაგრამ თუ ჩვენ არ მივეჩვიეთ მისთვის თვალის გასწორებას, ეს ქვეყანა განწირულია მუდმივ შიშსა და სიცრუეში არსებობისათვის.
მე ვეკითხები `მაესტროს~ ჟურნალისტებს და თუნდაც მის ადმინისტრაციასა თუ დამფუძნებლებს _ როდესაც ტელევიზიას მართავს ფსევდოოპოზიციონერის ეროსი კიწმარიშვილის კომპანია, ადამიანის, რომელმაც სხვას რომ თავი დავანებოთ, მისივე აღიარებით 2008 წელს დღევანდელ ხელისუფლებასთან ერთად დაასამარა ხალხის რეალური არჩევანი, შეიძლება თუ არა რომ ვიღაცას ჰქონდეს ილუზია, რომ ასეთი ტიპის ადამიანი გახდება თავისუფალი სიტყვის გარანტი?
მე კიდევ ერთხელ ვთავაზობ მათ:
მზად ვარ თქვენს წინაშე ავიღო ყველა ის ფინანსური ვალდებულება, რომელსაც ზემოთ აღნიშნული პირი, კაცმა არ იცის საიდან მოტანილი დაფინანსებით, ასრულებს (ან არ ასრულებს) თქვენს წინაშე.
გავაფორმო სარედაქციო დამოუკიდებლობის საგარანტიო ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჟურნალისტის თავისუფლება, თუნდაც კრიტიკული დამოკიდებულება ჩემს პირად მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
დასაქმებული იქნება ყველა ქართველი ჟურნალისტი, რომლისთვისაც ძვირფასია თავისუფალი სიტყვა და პროფესიული ღირსება. ჩვენ ერთად შევუქმნათ მათ საშუალება, გათავისუფლდნენ ფსევდო-კეთილდღეობის მარწუხებიდან.
ერთად უნდა დავუბრუნოთ ხელისუფლება ხალხს და დავიწყოთ ეს მეოთხე ხელისუფლებით, ანუ თქვენით.
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო "მაესტროს" წამყვან ჟურნალისტს შალვა რამიშვილს.
შალვა, შენ როდესაც "დარდუბალას" აკეთებდი, მე ჩემი ოჯახით პარიზში ვცხოვრობდი.
"დარდუბალა"-ს ყოველი გასვლა ეკრანზე ჩვენთვის იყო ნამდვილი დღესასწაული, ნიჭიერების, ტალანტის ნამდვილი ფეიერვერკი. შენ, მაშინ როგორც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის კუმირი იყავი, რომელმაც გასაოცარი ნიჭიერებით წარმოაჩინე ქვეყანაში არსებული დამყაყებულ-დაჭაობებული გარემო და ადამიანებს პირდაპირ უთხარი, რომ ამ ჭაობში ცხოვრება შეურაცხმყოფელია ადამიანის ღირსებისათვის.
დღეს რა მოგივიდა, დღეს რა დაგემართა, შალვა? შენ, ასეთი ელვარე ნიჭით დაჯილდოვებული კაცი უნიჭოს როგორ ემსახურები? ნიჭი ღვთისაგან ბოძებული მადლია და შენ ამ მადლს უღირსთა და უკეთურთა სამსახურში როგორ ფლანგავ?
შალვა, როგორ ვერ ხვდები, რომ შენს მიერ შექმნილი "დარდუბალა"-ს პერსონაჟებს დაემსგავსე თანდათან?
შენ ახლა ახალ "დარდუბალა"-ს უნდა ქმნიდე და ამ დროს სააკაშვილთან გარიგებული "მაესტროს" მეპატრონეები დაგარბენინებენ აღმა-დაღმა ხელისბიჭივით.
წამოდი შალვა და ახალი "დარდუბალა"-ს გადაღება დაიწყე, რომლის გამზადებული სიუჟეტი, ძვბელი "დარდუბალა"-ს სიუჟეტზე გაცილებით მძაფრი სიუჟეტი, ახალი ოდიოზური პერსონაჟებით, ცხოვრებამ მაგიდაზე დაგიდო, შენ კი მისი აღება გეზარება.
სახალხოდ გაძლევ სიტყვას, შენ დაიწყე ახალი "დარდუბალა"-ს გადაღება და მე დავაფინანსებ!
და ბოლოს: ჟურნალისტთა შესანიშნავი კორპუსი მუშაობს "მაესტროში", შესანიშნავი ახალგაზრდები არიან, ნიჭიერები, ლამაზები, განათლებულნი. მე მათ როგორც საკუთარ შვილებს ისე ვუყურებ და ძალიან განვიცდი იმ მდგომარეობას, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ.
ძალიან განვიცდი, რომ `მაესტროსთვის~ ცდება ეკა ბერიძე, ეს უაღრესად ნიჭიერი და ამასთან ერთად მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ჟურნალისტი.
გამოსავალი ერთია: ერთად წამოდით ყველანი ამ ორსახოვანი თუ სამსახოვანი ტელევიზიიდან და თქვენი პროფესიით დასაქმების გარანტიას მე გაძლევთ!
ახლა კი დავით აქუბარდიას მინდა მივმართო, როგორც მას ქართველი ხალხი სიყვარულით უწოდებს, ბატონ აქუს.
ბატონო დავით, მე მახსოვს თქვენი გადაცემა 30 ივნისს, როცა თქვენ ყური აუწიეთ და პოლიტიკურ ფარისევლობაში ამხილეთ "ქრისტიან-დემოკრატები" და მამუკა კაციტაძე.
თქვენ მაშინ ბრწყინვალე იყავით, თქვენი არგუმენტები აბსოლუტურად დამაჯერებელი იყო, თქვენი პოზოცია აბსოლუტურად სწორი.
იმავე საღამოს თქვენ ეროსი კიწმარიშვილი გყავდათ სტუმრად და თუ პირველ გადაცემაში თქვენ ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე იდექით, კიწმარიშვილთან საუბრისას საოცრად დათრგუნული, ყალბი, უნიათო ბრძანდებოდით და აშკარად გეტყობოდათ, რომ დაკვეთას ასრულებდით.
ბატონო დავით, თქვენ ერუდირებული, ანალიზის შესანიშნავი უნარის მქონე ჟურნალისტი ხართ, რომელმაც პროფესიონალურ დონეზე იცით ეკონომიკა, ისტორია, ლიტერატურა, ბრწინვალედ ერკვევით პოლიტიკური ცხოვრების ლაბირინთებში, მაგრამ ხშირად ღალატობთ საკუთარ თავს, საკუთარ პრინციპებს და სხვადასხვა მოტივით და მიზეზით ფსევდოოპოზიციურ, ფსევდოობიექტურ სუბიექტებს აძლევთ ასპარეზს.
ბატონო დავით, არ მინდა მე თქვენი "კავკასია" - ნურც მომყიდით და ნურც მაჩუქებთ, მაგრამ თქვენ იყავით ობიექტური, მართალი და ობიექტური ოღონდ არა დღეგამოშვებით, არა ხანდახან, არამედ მთლიანად, მთელი 24 საათის განმავლობაში.
ფინანსური პრობლემები გიშლით ხელს? არაფერი არ მინდა თქვენგან, ისე დაგეხმარებით, ოღონდ თქვენს თავისუფლებას და საკუთარ მრწამსს ნაძირლებზე ნუ გაყიდით.
ჩემი ამასწინანდელი განცხადება "კავკასიის" თუ "მაესტროს" ყიდვასთან დაკავშირებით ზოგმა არასწორად გაიგო.
მე ჟურნალისტების ყიდვა კი არა მათი გათავისუფლება მინდა იმ შეურაცხმყოფელი და შემოქმედებითი დამოუკიდებლობის შემზღუდველი ატმოსფეროსგან, რომელშიც დღეს მათ უწევთ მუშაობა.
მასმედიის მისამართით გაკეთებული ჩემი განცხადების მიზანი იყო, საზოგადოებისთვის დამემტკიცებინა, რომ ამ ვითომ ოპოზიციურ ტელეარხებს სინამდვილეში სააკაშვილი აკონტროლებს და მისი დასტურის და ნებართვის გარეშე, ამ ტელეკომპანიის მესვეურებს რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ.
მე მიზანს მივაღწიე - ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თავიანთი კომენტარებით ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ მათი ორგანიზაციების ნამდვილი მეპატრონე სააკაშვილია.