სამნი პოლიტიკაში ოპოზიცია მთავარი შეცდომებით

მოიგებენ – ჩხუბობენ, წააგებენ – ჩხუბობენ, გაერთიანდებიან – ჩხუბობენ, დაიშლებიან – ჩხუბობენ, მარჯვნივ წავლენ – ჩხუბობენ, მარცხნივ წავლენ – ჩხუბობენ... მოკლედ, ქართული ოპოზიცია ასეთია. თუმცა, ჯერ არასოდეს მოუგიათ, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაშიც აუცილებლად დაკაწრავენ ერთმანეთს. ეს ხომ უკვე ჩვევად ექცათ.

გაზიარება
[ptpress.ge. 21:31 08-101-2011]

ისე, მათი მუდმივად გაბრაზებული გადაძახილ-გადმოძახილები ერთ ანეკდოტს მახსენებს. გემახსოვრებათ: ჯოჯოხეთის დიდ ქვაბებში სულები იტანჯებიან. თითოეულ ქვაბთან ეშმაკი დგას და ყველას, ვინც ამოძრომას დააპირებს, სამკაპა ჯოხით, ისევ იმ ცეცხლმოკიდებულ ქვაბში აბრუნებს. მხოლოდ ერთი ქვაბია უპატრონოდ, მას ეშმაკები არ დარაჯობენ. ერთი ეკითხება ეშმაკს: კი მაგრამ, იმ ქვაბს რატომ არ იცავთო. ისიც პასუხობს: ა, იქ ხომ ქართველები არიან და ერთმანეთს თავად უშლიან ხელს ამოსვლაშიო... შეიძლება ამითაც დაგვემთავრებინა, ამ ანეკდოტით ხომ, ფაქტობრივად, ყველაფერია ნათქვამი, თუმცა, მაინც გადავავლოთ თვალი გასულ კვირას.

ქართული "ვიკილიკსი"

როგორც ჩანს, ქართული „ვიკილიკსის“ როლი საქართველოში ნინო ბურჯანაძემ იკისრა. ჯერ გამოაცხადა: მე ბევრი რამ ვიცი და არ ამალაპარაკოთო, ახლა კი „გრეჩიხას“ დააცხრა. ჯერ ლევან გაჩეჩილაძემ გააკეთა მასზე მინიშნება: „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული წერილი, თითქოს მე ხელისუფლებისგან მილიონები ავიღე კონკურენტი ოპოზიციონერის გაკეთებულიაო.

იმ შეხვედრას კი, სადაც ლევანმა მილიონები მოითხოვა, ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ. დავითი – ვერა და ნინო კი შეიძლება ნამდვილად ჩაითვალოს „გრეჩიხას“, შესაბამისად კი, ირაკლი ოქრუაშვილის კონკურენტად. ამასთანავე, უსუფაშვილმა ამ თემაზე კომენტარები მეორე დღესვე გააკეთა, მოგვიანებით, „გრეჩიხასგან“ განსხვავებით, ბურჯანაძე პირდაპირ დაასახელა: ნინო ბურჯანაძე ხარ თუ ვიღაც პეტრე, თუ რამე გაქვს, გამოაქვეყნე, ასეთი პროვოკაციები არ მესმის და არ ვამართლებო – დაახლოებით ასეთი იყო მისი პათოსი. ნინო ბურჯანაძე კი ჟურნალისტებს დაემალა და არავითარი კომენტარი არ გააკეთა. მხოლოდ „მესიჯი“ გაავრცელა: კიდევ გავშიფრავ რაღაცებს, არავის ეგონოს, ამით ამოიწურა სკანდალიო. მოკლედ, რაღა „ვიკილიკსი“ და რაღა ნინო ბურჯანაძე.

მართლაც, რამდენი ხანია, ქართველი ასანჟი იმუქრება, მე რაღაც საიდუმლო ინფორმაციები მაქვს და ვიტყვიო და აქამდე არ თქვა. რატომ? რა მოხდა ისეთი, რომ ბურჯანაძეს გაჩეჩილაძის გაფუჭება დასჭირდა?
როგორც ჩანს, ბურჯანაძის პოზიციები მოსკოვში შესუსტდა. პუტინი, განსაკუთრებით ამ ბოლო საშემოდგომო მარცხის შემდეგ, მას სერიოზულად აღარ განიხილავს. ირაკლი ოქრუაშვილი კი პოზიციებს იმყარებს. სანამ გაზაფხული დადგება, არ არის გამორიცხული, მოსკოვს მისი იმედი უფრო ჰქონდეს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ბურჯანაძემ მაინცდამაინც ახლა ეთქვა, ვინ იყო ლევან გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, სანამ ბურჯანაძე გამოაცხადებდა: ამ შემოდგომას სააკაშვილს ნამდვილად გადავაყენებო, პარლამენტის წინ კი 10 ათასამდე ადამიანიც არ მივიდა, ირაკლი ოქრუაშვილი დაესხა ნინოს თავს. როგორც ჩანს, ისინი პუტინის კარზე ერთმანეთს ფეხს უდებენ.

წესით, ნინო ძალიან უნდა იყოს გაბრაზებული. თავის დროზე სწორედ ნინოს ქმარმა, ბადრი ბიწაძემ, გაიყვანა ირაკლი რუსულ არხებზე და ოქროს ფასად „გაყიდა“. ახლა ოქრუაშვილმა ხურდა დაუბრუნა. და ეს ნინო ბურჯანაძის ბიოგრაფიაში პირველი შემთხვევა არ არის, თავის დროზე მას ირაკლი ალასანიაც გადაეღობა გზაზე და სერიოზული კონკურენცია გაუწია. ამაზე ბურჯანაძე გაბრაზებული იყო. ეს მაშინ მოხდა, როცა აპრილში კარვების აქციები იწყებოდა. ნინო დარწმუნებული გახლდათ, რომ ალასანია მასთან ერთად იქნებოდა. ამის რწმენას კი წარსული აძლევდა – თავის დროზე „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სწორედ ბურჯანაძემ მოითხოვა ალასანიას მთავრობაში მობრუნება.

ალასანიას შემდეგ ის უკვე ოქრუაშვილს ეხმარება და კრემლის კარს უხსნის. ახლა მას აღარც ოქრუაშვილი ინდობს.

მოკლედ, ნინომ დროც კარგად შეარჩია. რამდენიმე ხანში ის, ზურაბ ნოღაიდელთან ერთად, პუტინთან შეხვედრაზე გაემგზავრება. ასე რომ, აწყობს მას ოქრუაშვილის „სასტავის“ გაშავება. არ არის გამორიცხული, მორიგი სკანდალი ეროსი კიწმარიშვილზე ან თავად ირაკლი ოქრუაშვილზე აგორდეს.

ასე რომ, იმ ქვაბში, სადაც პუტინის პოლიტიკური ფანები იხარშებიან, სამკაპაჯოხმომარჯვებულ ეშმაკებს მორიგეობა არ სჭირდებათ. ისინი ერთმანეთის ჩაძირვაზე თავადაც ჩინებულად ზრუნავენ. ეს უკვე ხასიათია. ოპოზიციის 2 უბედურება ქუჩის ოპოზიციას კიდევ ერთი განსაკუთრებული ჩვევა აქვს – სურს, დაგვარწმუნოს, თითქოს გუნდური თამაში შეუძლია. თანაც იმდენად დამაჯერებლები არიან, რომ ეჭვსაც ვერ შეიტან. უნდა იცნობდე, რომ მიხვდე, რამხელა ბლეფი დგას მათი რიტორიკის უკან.

ეს ისედაც ვიცოდით, თუმცა, ლევან გაჩეჩილაძემ მხოლოდ ახლა აღიარა, რომ თავის დროზე, ნოემბრის მოვლენების დროს, ოპოზიციას მართლაც შესთავაზეს თანამდებობები დახურულ შეხვედრაზე. უფრო სწორად აქცენტი დავით უსუფაშვილზე გაკეთდა.
დავით ზურაბიშვილის განმარტებით:

– საუბარი იმაზე არ იყო, რომ სააკაშვილი რამეს დაგვპირდებოდა და მერე „გადაგვაგდებდა“ – ამ მოლაპარაკებებში სერიოზული გარანტიები იდებოდა, თუნდაც უცხოელებისა და პატრიარქის მხრიდან, რომ ის პირობას შეასრულებდა. ის თმობდა ძალაუფლების ნაწილს, ამბობდა, რასაც გინდათ ხელი დაადეთო, დაწყებული კულტურის მინისტრობიდან, დასრულებული განათლების მინისტრობით. ასევე, რეალური იყო საარჩევნო კანონის შეცვლა, ცესკო-ს თავმჯდომარედ ნორმალური კანდიდატის დანიშვნა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტება. გაჩეჩილაძემ მაშინ დათანხმება ვერ გაბედა!“

როგორც ჩანს, ოპოზიცია ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის მზად, აღიაროს სიმართლე. თქვას, რომ მათ მაშინ იმიტომ კი არ წააგეს, რომ ვიღაცამ ვერ გაბედა და სხვები ყველანი გაბედულები იყვნენ. მათ მაშინდელ მარცხს ორი მთავარი მიზეზი აქვს.

პირველი: ოპოზიციას აქვს კომპლექსი. მათ ერთმანეთის ეშინიათ. ეშინიათ იმის, რომ, თუ ვინმე პროგრესის გზას დაადგება, სხვები ქვებს კი არა, ლოდებს აიღებენ მის ჩასაქოლად. მათ კი ამ ჩაქოლვის ეშინიათ. ხომ გახსოვთ, როგორი ეპითეტებით არ ამკობდნენ მათ, ვინც გაბედა და პარლამენტში შევიდა. ყველაზე მეტად მაშინ ქრისტიან-დემოკრატები დაზარალდნენ. გიორგი თარგამაძე ყველა ბრუნვაში აბრუნეს. თუმცა, ახლა თითოეული ხვდება, რომ პარლამენტის დატოვება შეცდომა იყო.

მეორე: მათ არ შეუძლიათ გუნდური თამაში. ისინი ვერ აიტანდნენ უსუფაშვილის წარმატებას, ვერ გადაიტანდნენ, თუკი ვინმე ვერტიკალზე ავიდოდა. ეს ხომ ჩვევაა უკვე. მათ მხოლოდ ზემოდან ქვემოთ შეუძლიათ ყურებაც, ფიქრიც და აზროვნებაც.

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...