ილორში მე-11 საუკუნის ქართულ ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს. გადაღებეს ფასადი, შეათეთრეს შიდა კედლები, გაანადგურეს ქართული წარწერები. საფრთხე დაეუმუქრა უნიკალურ ფრესკებს, ეკლესიაში დააყენეს კონდიციონერები. წმინდა გიორგის ეკლესია ილორში წარმოადგენს აფხაზეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს.
გაზიარება
[17:54 22-11-2010]
საუკუნეების განმავლობაში ტაძარში ტარდებოდა წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე. ეს არქიტექტურული ძეგლი რამდენჯერმე განადგურდა სხვადასხვა დროს მტრების შემოსევისას. დღეს კი იგი რუსული ტანკებით არის გარშემორტმული. ღვთისმსახურება ტაძარში საბჭოთა დროსაც კი არ შემწყდარა. ეს მხოლოდ 90-იან წლებში რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ მოხდა. იმ დროიდან ტაძარში არ აღსრულებულა ღვთისმსახურება. ბოლო დროს აფხაზეთში ჩადიან გაურკვეველი წარმომავლობის სამშენებლო ბრიგადები, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით, ატარებენ სხვადასხვა სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებს, მათ არავინ აკონტროლებს, არავინ ხელმძღვანელობს, რადგან ისინი აფხაზეთის ხელისუფლების მფარველობით სარგებლობენ. ეს ბრიგადები დაუბრკოლებლად შლიან ქართულ კვალს აფხაზეთის ქართული ძეგლებიდან. ეს უკვე პოლიტიკაა, რუსეთის დამპყრობლური გეგმის ნაწილი.
ოფოციალურ თბილისს განზრახული აქვს მიმართოს ძეგლთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს და ითხოვოს დახმარება ილორში წმინდა გიორგის ეკლესიის გადასარჩენად. ქართული მხარე იუნესკოსგან დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს. წმინდა გიორგის ტაძრის გარდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 1100 ქართლი არქიტექტურული ძეგლია. დღესდღეობით ყველა ამ ძეგლს განადგურების საფრთხე ემუქრება.
"ახალი 7 დღე"