ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცება.
გაზიარება
[03:41 16-10-2010]
როგორც "ინტერპრესნიუსს" წარმომადგენლობითი სახალხო კრებიდან აცნობეს, ჭაბუა ამირეჯიბი, ძველი ქართული ტრადიციების თანახმად, სასულიერო წოდებას მიიღებს.
ბერად აღკვეცის ცერემონიას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ხვალ, მისივე სახლში, გურამიშვილის გამზ. #8-ში შეასრულებენ.
ჟაბუა ამირეჯიბი 1921 წლის 18 ნოემბერს დაიბადა. მწერლის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია "დათა თუთაშხია", "გორა მბორგალი", გიორგი ბრწყინვალე". ჭაბუა ამირეჯიბი არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.
ჭაბუა ამირეჯიბის ინიციატივით უკანასკნელ პერიოდში წარმომადგენლობითი სახალხო კრება ჩამოყალიბდა, რომელიც ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი
"ინტერპრესნიუსი"