აკადემიკოს ვახანიას სიცოცხლე საფრთხეშია

გაზიარება
[ილია ჩაჩიბაია, "ახალი 7 დღე" 17:05 29-06-2010]

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პოლიტპატიმარად ცნობილ ვლადიმერ ვახანიას საქმის სასამართლო განხილვები გრძელდება. 21 და 25 ივნისის პროცესები აქციების ფონზე გაიმართა. დაცვის მხარემ სახელმწიფო ბრალმდებელი დიმიტრი ხვიტია და მოსამართლეები: მარინა სირაძე, მარინა იმერლიშვილი და მურთაზ კაპანაძე, პროცესის გაჭიანურებით, გულით ავადმყოფი განსასჯელის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს.

შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2008 წლის 12 ოქტომბერს, ზუგდიდში, იარაღის უკანონოდ შენახვის და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს. განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკის“ ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, საკუთარი ნებით გადასცა ვლადიმერ ვახანიას. დევნილი აკადემიკოსის დამცველების, ოჯახის წევრებისა და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს და ის ვახანიას საკუთრებად გაასაღეს.

2009 წლის 11 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვახანიას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო პროცესები 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლემ და ბრალდების მხარემ დაკავებულის ადვოკატების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. პროკურორი დიმიტრი ხვიტია და მოსამართლე დავით კეკენაძე ვახანიას ოჯახის წევრთა კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, განსასჯელის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ დასთანხმდნენ.

საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.

21 – 25 ივნისს დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე ის მოწმეები დაიკითხნენ, რომლებიც ვლადიმერ ვახანიას დაკავების პროცესს უშუალოდ ესწრებოდნენ. ადვოკატ ლალი აფციაურის თქმით, კახა ბასილიამ, კახა ქარდავამ, ლაშა ღურწკაიამ, ილია ვახანიამ იური ჭითანავამ და ალექსი ღურწკაიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას უდანაშაულობა.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ რუსი უფლებადამცველები და დარბაზს გარეთ იყვნენ განსასჯელის ოჯახის წევრები, მათ შორის, ნანული ვახანია, რომელმაც 14 ივნისს ძმის გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში, ევროსაბჭოს მისიის შენობასთან, შიმშილობის აქცია დაიწყო. 21 ივნისს ქალბატონმა ნანულიმ პროტესტი სწორედ მაშინ გამოთქვა, როდესაც სასამართლოს დარბაზში დაუძლურებული აკადემიკოსი ვლადიმერ ვახანია კბილებამდე შეარაღებული და ნიღბიანი ბადრაგის თანხლებით შემოიყვანეს. შიმშილობისგან ძალადაკარგულ და შოკირებულ ქალბატონს, უსამართლობის გაპროტესტების გამო, ბადრაგმა სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალებაც არ მისცა.

ნანული ვახანია: “ადვოკატები შედიან ჩემს ძმასთან და ხედავენ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს ვლადიმერის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. პროცესზე ვლადიმერი ნიღბიანი და კბილებამდე შეიარაღებული ბადრაგის თანხლებით მოიყვანეს ამ ფაქტმა და მისი ჯანმრთელობის ცუდმა მდგომარებამ, რომელიც ყველასთვის შესამჩნევი იყო, ჩემი მწვავე რეაქცია გამოიწვია. მიკლავენ ძმას! დღემდე ვითხოვ ჩაუტარდეს სამედიცინო დახმარება, მაგრამ ამაოდ. ვლადიმერის მოწამლვა კვლავ გრძელდება. ექიმებს ავალებენ, რომ არ გამოკვლიონ პატიმარი და ამას თვითონაც აღიარებენ”.

ნანული ვახანია მოგვიანებით სასამართლომ მოწმის სტატუსით დაკითხა ძმის მდგომარეობით აღშფოთებული ქალბატონი მოსამართლეებს ძმის გათავისუფლებას კიდევ ერთხელ სთხოვდა:

“თქვენ შეგიძლიათ ჩემი ძმა დღესვე გაუშვათ სახლში. ხომ იცით, რომ ის უდანაშაულოა?! თუ შეგრჩათ სინდისის ნიშანწყალი მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება. მე ვიცი, რომ თქვენზე ხორცილდება ძალიან დიდი ზეწოლა, მაგრამ ნუ დაკარგავთ ადამიანობას!”

განსასჯელის ადვოკატებმა ქუთაისში, პროცესზე რამოდენიმე შუამდგომლობაც დააყენეს, თუმცა ცივსისხლიანმა პროკურორმა და მოსამართლეებმა არცერთი არ დააკმაყოფილეს. დაცვის მხარე უშედეგოდ მოითხოვდა ცინიზმით გამორჩეული მოსამართლეების აცილებას, დაკავებულის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას და აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას.

ლალი აფციაური, ადვოკატი: “დაცვის მხარის პოზიცია კიდევ უფრო გამყარდა რადგან მოწმეებმა დაადასტურეს, ვლადიმერ ვახანიას მონაყოლი. თუმცაღა ჩვენი პოზიცია ვახანიას უდანაშაულობასთან დაკავშირებით ყოველთვის მყარი იყო.

მინდა გაცნობოთ, რომ ჩემთვის ცნობილი გახდა ერთი აღმაშფოებელი ფაქტის შესახებ. ვლადიმერ ვახანიამ განმიცხადა, რომ იგი ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით გადაიყვანეს განმარტოვებულ საკანში. იმ დროს, როდესაც პატიმრებს ცუდ პირობებში უწევთ ყოფნა, რა თქმა უნდა, კარგია განსასჯელის განმარტოვება, მაგრამ ჩვენ არ ვცხოვრობთ ნორმალურ ქვეყანაში. არსებობს საფრთხე, რომ ვახანიას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. რაც ამ ხელისუფლების ხელწერაა, არაერთი ფაქტზე გვსმენია, როდესაც სხვადასხვა საპყრობილეებში განმარტოებით მყოფმა პატიმარმა ქამრით, შნურით ან თეთრეულის ნაჭრით თავი ჩამოიხრჩო. ასე ის პატიმრები კვდებიან, რომლებიც ხელისუფლებას ყელში ეჩხირებიან.

ვლადიმერ ვახანიამ ჩემთან საუბრისას აღნიშნა. რომ ბოლომდე აპირებს იბრძოლოს გამართლებისთვის და სიკვდილს არ აპირებს. მივმართავ ხელისუფლებას, თუ ვახანიას რამე დაემართება, პასუხისმგებლობა სწორედ მას დაეკისრება.

აქვე მინდა გითხრათ, რომ სასამაღთლო არ არის დაინტერესებული დამტკიცდეს განსასჯელის უდანაშაულობა. პროცესზე მარინა სირაძე, მარინა იმერლიშვილი და მურთაზ კაპანაძე ხშირად არც კი გვისმენენ და ერთმანეთში ჭორაობენ.

დაცვის მხარის მიერ ჩატარებული იქნა სასამართლო სამედიცინო კომისიური ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც მტკიცებულების სახით მოგვეცა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვლადიმერის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება.

ის გახლავთ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფი. რაც შეეხება დაკავებულის მოწამლვის ფაქტებს, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვეცა ციხეში ექპერტების შეყვანის საშუალება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ჯიუტად გვეუბნებოდა უარს ვახანიას გამოკვლევაზე. საქმეში ჩავრიეთ ევროპული სასამართლო, მათ 39-ე მუხლისა და რეგლამენტის მიხედვით სახელმწიფოს დაავალეს შეეშვათ სამედიცინო ექსპერტები პატიმართან. ნაწილობრივ დადასტურდა, რომ ვახანიას წამლავდნენ.“

პროფესიით იურისტი ვლადიმერ ვახანიამ, რომელიც სასამართლომ დაკითხა ყურადღებას ამახვილებდა მასზე განხორციელებულ კანონდარღვევებზე, მან პოლიცია და პროკურატურა ჩხრეკის დროს მის გაძარცვაში დაადანაშაულა. ვახანიას თქმით ნაღდი ფული და რამოდენიმე ძვირადღირებული ნივთი სამართალდამცავებმა და პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ მიითვისეს.

ვახანიებს თანადგომა უკვე გამოუცხადეს კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებმაც.

ზვიად ძიძიგური: „ეს პროცესი იყო უსამართლობის ზეიმი. პირადად მე არ მაქვს იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, თუმცა საბოლოო ჯამში ბატონი ვახანია აუცილებლად გამართლდება, რადგან სამეგრელო–ზემო სვანეთის პროკურორის როლანდ ახალაიას მიერ ეს საქმე ძალიან ცუდად გახლავთ „შეკერილი“. გაყალბებულია მოწმეთა ხელმოწერები, ვახანიასთვის „ჩაგდებულია“ იარაღი გვხვდება ბევრი არაკვალიფიციურად შექმნილი მტკიცებულება.

ამ საქმით უნდა დაინტერესდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები. დარწმუნებული ვართ, რომ ისისნი სიმართლეს იტყვიან საქართველოში არსებული მართლმსაჯულების შესახებ.

საჭიროა საზოგადოების აქტიურობა. ეს პოლიტიკური პროცესია, და საქართველოში არსებული რეპრესიების ბრწყინვალე მაგალითი. მოვუწოდებ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს და რიგით მოქალაქეებს აქტიურად ჩაერთონ პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას დაცვის საქმეში“.

კახა კუკავა: „ეს არის იშვიათი საქმე, აკადემიკოს ვახანიას ბრალად ედება ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა ტარება – ასეთივე ბრალდება ხელისუფლების უამრავ პოლიტიკურ ოპონენტს აქვს წაყენებული. ეს საქმე უნიკალურია იმით, რომ დაცვის მხარეს აქვს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ამტკიცებს ბრალდებულის უდანაშაულობას. ზუგდიდის პროკურატურა აღმოჩნდა ისეთივე უნიჭო მტკიცებულებების განადგურებაში როგორც მათ შექმნაში.

როდესაც სამართალდამცავებმა ჩხრეკის დროს დააზიანეს ვახანიას სახლში არსებული დაცვის კამერები, ვერ წაშალეს ის კადრები, რომელიც იქ არსებულ რეალურ სიტუაციას ასახავდა. ვიდეოში ჩანს, რომ ჩხრეკა ჩაატარა 100 მდე ფორმიანმა სპეცრაზმელმა და არა 5-მა გამომძიებელმა, როგორც ამას როლანდ ახალაიას პროკურატურა ამტკიცებს. დღეს ადვოკატებმა სწორედ ეს ჩანაწერი წარადგინეს პროცესზე.

მომდევნო განხილვას ჩვენი თხოვნით დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ვახანიას საქმე შეიძენს საერთაშორისო რეზონანსს. ვიმეორებ, რომ არსებობს უნიკალური ჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ ახორციელებენ ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლები იარაღის "ჩადებას" და ნორმალური სასამართლოს პირობებში უნდა დადგეს ვლადიმერ ვახანიას გამამართლებელი გადაწყვეტილება“.

საქმის განხილვა 30 ივნისის 14:30 საათამდე გადაიდო.

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...