“ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი და “კონსერვატორი” კახა კუკავა დღეს მოსკოვში გაემგზავრნენ.
როგორც კობა დავითაშვილმა გუშინ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მათთან ერთად რუსეთში გიორგი ცანავაც გაემგზავრა. დავითაშვილის განცხადებით, უკვე დაგეგმილია შეხვედრები როგორც ქართულ დიასპორასთან, ისე საზოგადოების წარმომადგენლებთან.
“დაგეგმილია შეხვედრები დუმაში, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურ ფრაქციებთან. ასევე, ვაპირებთ ერთ ან რამდენიმე თოქშოუში მონაწილეობას. მინიმუმ ერთში მაინც მინდა მივიღო მონაწილეობა, რადგან დროში საკმაოდ შეზღუდული ვარ”, – განაცხადა დავითაშვილმა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან და პრემიერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრები არ იგეგმება.