მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" გამგეობის წევრი ვახატანგ (ლოთი) ქობალია ხელისუფლებას პედაგოგების და პენსიონერების „დახარისხებაში“ ადანაშაულებს. როგორც ქობალიამ, დღეს მოძრაობის სამეგრელოს ფილიალში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ყოვლად მიუღებელია ფულადი დანამატი მხოლოდ თბილისში მცხოვრებ პედაგოგებს და პენსიონერებს შეეხოთ. მისი თქმით საჭიროა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებიც სარგებლობდნენ იმ პრივილეგიებით, რომელიც დედაქალაქში გააჩნიათ.
ლოთი ქობალიამ თბილისის მერია და ცენტრალური ხელისუფლება სეპარატიზმში დაადანაშაულა და დასძინა, რომ სააკაშვილი ცდილობს თბილისი გამოჰყოს საქართველოს და მოქლაქეები დააშოროს ერთმანეთს...