H1N1 ვირუსით დაინფიცირებული 7 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა დ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ აცნობა.
მისივე თქმით, პაციენტები ინფექციურისა და ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოებში მკურნალობენ. ერთი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ასევე მკურნალობას ქუთაისში გადის. მძიმე ავადმყოფებს შორის ამჯერად ორსულები არ არიან.
საქართველოში ლაბორატოტიულად დადასტურებული სულ H1N1 გრიპის ვირუსის 1072 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 10 გარდაიცვალა. ლაბორატორიულად დადასტურდა 27 დეკემბერს ქუთაისში 35 წლის მამაკაცის გრიპის ვირუსით გარდაცვალების მიზეზი.