ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის გადაწყვეტილებით, ბათუმის ტელეკომპანია "ტელეარხ 25"-ის საბანკო ანგარიშებს ყადაღა მოეხსნა, ამასთან, სამინისტრო მზადაა სახელმწიფოს მიმართ ტელეკომპანიის დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხი განიხილოს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ირაკლი ღვალაძის, განაცხადებით, ყადაღის მოხსნის შედეგად, "ტელეარხ 25"-ს ფინანსური ოპერციების განახორციელების საშუალება მიეცა.
„ტელეარხი 25"-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 9 ოქტომბერს სადავო თანხის - 277 247 ლარის გადახდა დააკისრა. აჭარის შემოსავლების სამსახური „ტელეარხ 25"-ს აჭარის ავტონომიის ყოფილი ლიდერის, ასლან აბაშიძის, მმართველობის დროს დაგროვილი დავალიანების გადახდას თხოვს. ტელეარხი ამ დავალიანებას არ აღიარებს და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
ტელეკომპანია მხოლოდ 70 ათას ლარს აღიარებს, რომელიც ტელეკომპანიის თანადამფუძნებლის, მერაბ მერკვილაძის თქმით, 2006-2009 წლებში დაგროვდა.
„ყადაღის გამო იძულებულნი ვიყავით ფინანსური საქმიანობა ნაღდი ანგარიშსწორებით გვეწარმოებინა, მიმდინარე გადასახადების შეტანას საბანკო გადარიცხვებით ვერ ვახორციელებდით", თქვა მერაბ მერკვილაძემ.
მისი განცხადებით, ის აპირებს 3 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდეს, რათა ტელეკომპანიის ფინანსური ვალდებულებების საკითხი განიხილოს.
მერკვილაძემ დასძინა, რომ ის ასევე აპირებს შეხვდეს ოპოზიციურ პარლამენტარებს, მათ შორის, გია თორთლაძეს.
"ხვალ ჩამოვალთ თბილისში და შევხვდებით ფინანსთა მინისტრს ან მის მოადგილეს. ყადაღის მოხსნით საზოგადოება შეყვანილია შეცდომაში და ბევრს გონია, რომ დავალიანებაც მოგვეხსნა. პრობლემა მოუგვარებელი რჩება და თანხა, რასაც სახელმწიფო გევდავება, აბსურდულია. ფინანსთა სამინისტროს სურვილის შემთხვევაში, სადავო თანხა ჩამოგვეჭრება", განაცხადა მერაბ მერკვილაძემ.

[media.ge]