სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის გაშარჟებული ვიდეორგოლების დამზადებისა და ინტერნეტით გავრცელების ფაქტზე დაკავებული ორი ახალგაზრდა გაათავისუფლეს. როგორც “ჯეოტოპნიუსს” “თავისუფლების ინსტიტუსტის” წევრმა, თეა თუთბერიძემ აცნობა, მათ ”მამა –ბუასილობა” არ დაუმტკიცდათ. აქვე თუთბერიძემ, ერთერთი ახალგაზრდის მამის მონაყოლიც მოგვაწოდა, რომელიც პროკურატურამ და შსს-მ ე.წ. “მამა ბუასილის” საქმეზე დაკითხა.
–”ჯერ დარეკეს, იკითხეს გიორგი, მე ვუთხარი, რომ მეზობელთან იყო გასული და მალემოვიდოდა. ერთი საათის შემდეგ კიდევ დარეკეს, ისევ გიორგი იკითხეს, გიორგი უკვე სახლში იყო, არ უთქვამთ ვინ იყვნენ. 5 წუთში ამოვიდნენ, ექვსი კაცი შემოვიდა სახლში თითქმის ძალით. არაფერი არ აუხსნიათ, მოგვიანებით გაგარკვევთ რაშია საქმე, უნდა წამოვიდესო! არ უთქვამთ რატომ უნდა წასულიყო გიორგი. ბუნებრივია წინააღმდეგობა გავუწიე, არც იმას ამბობდნენ ვინ იყვნენ. ერთ-ერთი, ვისაც ნომერი ჰქონდა მიმაგრებული, ( ნომერი 08223) ვინმე ზურაბ პავლიაშვილი იყო. ზოგი უშიშროებიდან, ზოგიც მთაწმინდის პოლიციიდან, ზოგიც კი პროკურატურიდან იყვნენ. მივედით ძველი თბილისის პროკურატურაში, რკინიგზის სამამართველოს პირდაპირ. მე გამომკითხეს ჩემი სარწმუნოება, რა მწამს, დავდივარ თუ არა ეკლესიაში, სად დავდივარ და როგორ დავდივარ, ერთი სიტყვით ყველაფერი. რატომ მეკითხებითმეთქი, –”სატანისტებთან აქვს თქვენს შვილს კავშირი, მერე გაიგებთო. ბევრი აბდა–უბდა ლაპარაკის შემდეგ, გიორგი დაკითხვაზე შეიყვანეს. ნაცნობ ადვოკატს დავურეკე, ვთხოვე მოსულიყო. მალევე მოვიდა, მაგრამ ის არ შეუშვეს დაკითხვაზე. დაკითხვის დროს გიორგის უთქვამს, რომ კომპიუტერი ჰქონდა სახლში. ჩემი შვილი კომპიუტერულ ფირმაში მუშაობს, პროგრამისტია. რომ გაიგეს პროგრამისტი იყო, გამოვიდნენ და მითხრეს, სახლში უნდა წამოვიდეთ თქვენთან და კომპიუტერი ამოვიღოთო. არ წამოვყევი, იმიტომ რომ ბავშვი არ მინდოდა დამეტოვებინა. შვიდი კაცი შემოსულა სახლში, მეუღლე მარტო იყო, მთელი სახლი გაუჩხრეკიათ, ბოლოს დისკები და კომპიუტერი წამოიღეს”.
– პოლიციას ჰქონდა ჩხრეკის ორდერი?
–”არანაირი სანქცია, არაფერი არ წარმოუდგენიათ ჩემი მეუღლისთვის. ჩემი სამუშაო ნოუთბუქი და ციფრული ფოტო აპარატიც წაიღეს, არაფერი არ დაუტოვებიათ. ორი ძველი ვინჩესტერი წამოიღეს, , ძველი კომპიუტერები ჰქონდა ჩემს შვილს, რაც ნახეს ყველაფერი მოკრიბეს და აღარაფერი აღარ დაუტოვებიათ. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაგვაწიოკეს, როგორც ბანდიტური დაჯგუფება ისე დაგვესხნენ თავს, წაიღეს ეს კომპიუტერები, წავიდნენ და დაიკარგნენ. ვის მივმართოთ? ისიც ვიფიქრე შინაგან საქმეთა მინისტრისთვის მიმემართა, რადგან იქ იყო სოდიც, უშიშროებაც, მთაწმინდის პოლიციაც და პროკურატურაც. ყველანი გაქრნენ, ეხლა როგორ მოვიქცე არ ვიცი უკვე”,–ამბობს გირგის მამა.