პუტინსა და მედვედევს შორის დაპირისპირებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

ბლოგერმა მედვედევმა თავის ბლოგში განათავსა ვიდეომასალა სახელწოდებით: ”ეროვნული ტრაგედიების ხსოვნა ისეთივე წმინდათა წმინდაა, როგორც ხსოვნა გამარჯვებების შესახებ”. პრეზიდენტმა მასში მწუხარება გამოთქვა იმის შესახებ, რომ ”რუსეთში ბევრმა დაივიწყა სტალინური ”წმენდების” საშინელება. აქვე, იგი გამოვიდა ინიციატივით იმის შესახებ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდეს იმ პერიოდის მსხვერპლთა მასობრივი სამარხების ძებნა. პარალელურად კი, შეიქმნას სამუზეუმო–მემორიალური ცენტრები რომლებიც იმ პერიოდში ხელისუფლების მიერ ჩადენილი სიმხეცეების მოძიება – გამოაშკარავებაზე იმუშავებენ.

- ”დღემდე, შეიძლება მოისმინოთ, რომ ეს მსხვერპლი გამართლებული იყო რაღაც მითიური, სახელმწიფოს კეთილდღეობის დიადი მიზნებისთვის. მაგრამ არაფერი შეიძლება იყოს იმაზე უფრო დიადი და მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანის სიცოცხლეა”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ეს ვიდეომასალა მედვედევის ბლოგში, რუსეთში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს გაჩნდა. თუ გავიხსენებთ, რომ პუტინისა და მისი ხელისუფლების მხრიდან სტალინის მიმართ დამოკიდებულება აშკარად ბევრად უფრო ლოიალური იყო ვიდრე ელცინის პერიოდში, ნათელი გახდება, რომ მედვედევის მხრიდან ეს ვიდეობლოგი და მასში გაკეთებული განცხადებები სხვა არაფერი თუ არა: ერთის მხრივ პუტინისგან დისტანცირების მცდელობა, ხოლო მეორე მხრივ – მესიჯი დასავლეთისთვის იმის შესახებ, რომ ის მართლაც თანამედროვე მმართველია და ლიბერალების მოლოდინები ბოლომდე გაცრუებული არ არის.

29 ოქტომბერს, ”თაიმსში” გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით: ”ლიბერალები მედვედევის იმედს კარგავენ, რადგან პუტინის დაბრუნების მოლოდინი გაჩნდა” . მედვედევის ბლოგში ეს მასალა სწორედ იმედგაცრუებული ლიბერალების გამხნევების მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს.

ბოლო პერიოდში, მედვედევის მხრიდან პუტინისგან დისტანცირებისა და მისგან რადიკალურად განსხვავებულ ლიდერად წარმოჩენის მცდელობები იმდენად ხშირია, რომ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მთლიანობაში, რუსულ დუმვირატში ვითარება უკვე იმდენად დაძაბულია, რომ ამის დანახვისთვის ღრმა ანალიზიც აღარ არის საჭირო. მხოლოდ მოვლენათა ქრონოლოგიას უნდა მივადევნოთ თვალი.
დაძაბულობის კიდევ ერთი, ხილული ეტაპი მევედევის საპროგრამო სტატიით დაიწყო.

10 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ ინტერნეტ–გამოცემებში სტატია გამოაქვეყნა სათაურით ”რუსეთო, წინ!” ეს, მისი საპროგრამო ხედვა გახლდათ. პრეზიდენტის თქმით, ნოემბერში, სახელმწიფო სათათბიროში სიტყვით გამოსვლისას, ის სწორედ ამ პრობლემებზე გააკეთებს განსაკუთრებულ აქცენტს. მანამდე კი, ნებისმიერ მსურველს შეეძლო თავისი შესწორება შეეტანა დოკუმენტში –უფრო ზუსტად, თავისი წინადადებები მიეწოდებინა ქვეყნის პირველი პირისთვის. იქვე, მითითებული გახლდათ ინტერნეტ საფოსტო ყუთის მისამართი, რომელზეც მოსახლეობას თავისი მოსაზრებების თუ შენიშვნების გაგზავნა შეეძლო. სანამ თავად სტატიაზე ვისაუბრებთ, ერთი საინტერესო დეტალი უნდა აღინიშნოს.

ექს–პრეზიდენტი პუტინი თითქმის არ ეკარება კომპიუტერს; ინტერნეტის კი, ლამის ცრუმორწმუნესავით ეშინია. მისთვის თანამედროვე ტექნიკაცა და ტექნოლოგიებიც ე.წ. ნანოტექნოლოგიებით იწყება და მთავრდება. სხვათაშორის, ამ ტერმინის არსი როგორც თავად რუსეთში, ასევე მსოფლიოშიც, ცოტას თუ ესმის. რაც შეეხება მედვედევს...ის ინტერნეტის აქტიური მომხმარებელია: მისი დილა პირადი საფოტო ყუთის შემოწმებით იწყება; როგორც ვთქვით, არის ბლოგერიც – ამ რამდენიმე დღის წინ, მის ბლოგს უკვე ერთი წელი შეუსრულდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჯერ კიდევ სტატიის შინაარსის გააზრებამდე შეიძლება ითქვას, რომ მედვედევის მხრიდან, ნაშრომის ინტერნეტში განთავსებაც კი ნათლად მეტყველებს პუტინისგან დისტანცირების მცდელობაზე.

ახლა რაც შეეხება სტატიას...
შემთხვევითი არ იყო, რომ დასავლურმა მედიამ მას ასეთი შეფასება მისცა: -”მედვედევი ღიად აკრიტიკებს მმართველობის რუსულ სისტემას”. ასეთი სახელწოდებით გამოქვეყნდა სტატია ”უოლ სთრით ჯორნალში”.

- ”თავისი საპროგრამო სტატიით, პრეზიდენტმა მედვედევმა ნათლად გამოხატა პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინისგან დისტანცირების სურვილი. მის წერილში ჩამოთვლილია რუსეთისთვის აუცილებელი ცვლილებები და მკვეთრად არის გაკრიტიკებული პუტინის მიერ შექმნილი სისტემა” – ნათქვამი იყო სტატიაში.

მართლაც, მედვედევის საპროგრამო წერილში გარკვევით იკითხებოდა სამი მიმართულება.
პირველი – პუტინის მიერ შექმნილი მმართველობის სტილის საკმაოდ გამჭვირვალე კრიტიკა და ამის საშუალებით, მისგან დისტანცირების სურვილი.

მეორე – ხმამაღალი განაცხადი დამოუკიდებლობაზე: მედვედევმა ჩამოთვალა დღევანდელი რუსეთის პრობლემები, დასვა კითხვები და იქვე თქვა: ”მე მაქვს პასუხები ამ კითხვებზე!” ეს უკვე აშკარა პრეტენზიაა მოქმედების თავისუფლებაზე.

მესამე – სამწუხაროდ, მედვედევმა ვერც ამჯერად გაბედა პუტინის მიერ წლების განმავლობაში წარმატებით აპრობირებულ რიტორიკაზე უარი ეთქვა და წინამორბედისგან თვისობრივად განსხვავებულ პოლიტიკურ მოთამაშედ წარმოჩენილიყო. მაგალითად, სტატიაში იყო ასეთი მონაკვეთი:

- ”რუსეთს არაერთხელ გაუწევია მფარველობა მცირე ერებისთვის როდესაც ისინი დაპყრობის ან საერთოდაც, ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე იყვნენ. ასე იყო სულ ახლახანს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთზე დანაშაულებრივი თავდასხმა განახორციელა. რუსეთს არაერთხელ გაუცამტვერებია მსოფლიო ბატონობაზე პრეტენზიების მქონეთა ავანტურისტული გეგმები”.

ამ სტატიით მედვედევმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. პუტინმა ამას ვერ გაუძლო. უკვე მეორე დღეს, 11 სექტემბერს, ცნობილ ”ვალდაის კლუბში”, ექსპერტებთან შეხვედრისას, რუსეთის პრემიერმა იმისთანა განცხადება გააკეთა, რომ მედვედევი ყველას დაავიწყდა.

– ”2007–2008 წ.წ. ხლისუფლების გადაცემა უმტკივნეულოდ გახორციელდა. 2012 წელს ჩემსა და მედვედევს შორის კონკურენცია არ იქნება – ჩვენ ერთნაირი პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს; ერთი სისხლის ვართ და 2012 წელს ერთად ვიფიქრებთ. გავიტვალისწინებთ იმ დროისთვის სექმნილ რეალობას, ჩვენს პირად გეგმებს, პოლიტიკურ ლანდშაფტს... და მივიღებთ გადაწყვეტილებას” – განაცხადა პუტინმა.

გარდა მისი ღია, პირდაპირი შინაარსისა, რუსეთის პრემიერის ამ განცხადებაში კიდევ ერთი, თითქოს ფარული დეტალია ძალიან საინტერესო: ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დუუმვირატის ერთობას, მათ ”ერთ სისხლს” ხაზი პუტინმა გაუსვა. აქამდე ამას მედვედევი აკეთებდა ხოლმე. ამით ის, თითქოს, ერთი მხრივ ერთგულებას უმტკიცებდა პუტინს, ხოლო მეორე მხრივ წინამორბედის საქმის გამგრძელებლობას უსვამდა ხაზს.

მთლიანობაში, 10 სექტემბერს დაწყებული რუსული პოლიტიკური ”პინგ–პონგი” ძალიან სახალისო საყურებელია: ჩაწოდება მედვედევისგან – პასუხი პუტინისგან...ჩაწოდება პუტინისგან – მედვედევის საპასუხო სვლა და ა.შ.

პუტინის ”საკლუბო გამოხტომაზე” მედვედევის პასუხმაც არ დაახანა. პრემიერის განცხადებიდან ზუსტად მეორე დღეს, 12 სექტემბერს, დასავლელ ექსპერტებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა:

– ”არასოდეს მიფიქრია პრეზიდენტობაზე, მაგრამ ბედმა ასე განსაზღვრა. თუ კარგი პრეზიდენტი ვიქნები, რატომაც არა? მე არაფერს გამოვრიცხავ” – მედვედევის მხრიდან ასეთი განცხადება უკვე პუტინის წინააღმდეგ მიმართულ ღია ბუნტს ჰგავს. ასეთი გამოსვლა კონკრეტული უპირატესობების – ძალოვან უწყებებში, ეკონომიკურ ბლოკში და ა.შ – გარეშე, წარმოუდგენელია. არადა, ღიად და გაცხადებულად, მთავრობაში მედვედევის მხოლოდ ერთი კადრია: ვიცე–პრემიერი იგორ შუვალოვი. საინტერესოა, რომ ცვლილებებს მოწყურებული დამოუკიდებელი რუსული მედია ამ შუვალოვს ხან პრემიერ–მინისტრ პუტინის შემცვლელად ასახელებს ხანაც, მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის...”

მიუხედავად დამოუკიდებელი მედიის ამ ლამის, კეთილი სურვილებისა, ჯერ–ჯერობით ქვეყნის შიგნით გავლენებისა და ძალაუფლების ბერკეტების ფლობის თვალსაზრისით, მედვედევს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა აქვს.

– ”თქვენ ვიცე–პრემიერი შუვალოვი ახსენეთ...დღეს მე მგონი ის ერთადერთი შუვალოვიც აღარ ჰყავს. გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტის გარდა, რუსეთში სერიოზული გავლენა აქვს ეროვნულ უშიშროების საბჭოს და იქაც საკმაოდ სუსტია მედვედევის პოზიციები” – ამბობს პოლიტიკური ექსპერტი კახა კაციტაძე.

ოქტომბრის დასაწყისში, რუსეთში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ჩატარდა. მათი შედეგებით, პუტინის პარტიამ ”ედინაია რასსიამ” ხმათა 80% მიიღო. აღშოთებულ ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციას –”ლიბერალ–დემოკრატიული პარტია”, ”სპრავედლივაია რასსია” და ”კომუნისტები” – ოპოზიციონერის სტატუსი გაახსენდა. ერთობლივად, ერთდღიანი დემარში მოაწყეს, სათათბიროს სხდომათა დარბაზი დატოვეს და მედვედევთან შეხვედრა მოითხოვს.

– ”რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, მედვედევის მხარდამჭერებად გამოდიან არა იმდენად ”ედინაია რასია” რამდენადაც ოპოზიციონერები. გავიხსენოთ ზუგანოვის ბოლო ინიციატივა, როდესაც საპარლამენტო ოპოზიციამ მედვედევთან შეხვედრა მოითხოვა... ეს თავისთავად, ძალიან საინტერესო ფაქტი იყო. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ამბობენ, ოპოზიციის ამ დემარშში მედვედევის ადმინისტრაციის ერთ–ერთი უმაღლესი პირის, სურკოვის ხელი ერია. რაც შეეხება ”ედინაია რასსიას”, თუ ისინი თავისუფალი არჩევანის წინაშე დადგნენ, უმრავლესობა აირჩევს პუტინს, უმცირესობა – მედვედევს” – ამბობს კაციტაძე.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ნოემბერში პრეზიდენტში სახელმწიფო სათათბიროში ტრადიციულად ყოველწლიური სიტყვით უნდა გამოვიდეს, ეს ”ოპოზიციური ბუნტი” ძალიან ჰგავდა მედვედევთან ვაჭრობის მცდელობას. ექსპერტი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

– ”იმდენად ვაჭრობას ვერ ვიტყვით რამდენადაც იმას, რომ დუმაში მედვედევის პოზიციების გამყარების მცდელობა იყო. ვაჭრობის დასაწყებად საჭიროა, რომ მედვედევს რაღაცის მიცემა შეეძლოს... დღეს კი, ჯერ კიდევ გასარკვევია რისი მიცემა შეუძლია მედვედევს”– ამბობს კახა კაციტაძე.

პუტინსა და მედვედევს შორის დაპირისპირება ყველაზე თვალშისაცემი მაინც, ამერიკასთან ირანის ბირთვული განიარაღების საკითხში ურთიერთობისას ხდება ხოლმე. ასე მაგალითად, 23 სექტემბერს ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით განაცხადა:
– ”სანქციები რეალური შედეგების მომტანი არ არის ხოლმე, მაგრამ ხანდახან ისინი აუცილებელია”.

პუტინის პასუხმა ცოტა დააგვიანა, მაგრამ ისეთ დროს გაისმა როცა ყველაზე უფრო მტკივნეული იქნებოდა არამარტო ამერიკისთვის, არამედ, მედვედევისთვისაც.

13–14 ოქტომბერს მოსკოვს ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი ქლინთონი სტუმრობდა. ამ დროს პუტინი ე.წ. ”შოს”–ის ხელშეკრულების (შანხაის ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაცია) ქვეყნების მორიგ შეხვედრაზე იმყოფებოდა პეკინში. სწორედ იქ განაცხადა მან, რომ ”ირანის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება ნაადრევია”.

ეს ერთის მხრივ თითქოს, პუტინსა და მედვედევს შორის არსებულ დაპირისპირებაზე მიუთითებს ხოლო მეორე მხრივ, რიგ სერიოზულ საკითხებთან დაკავშირებით, რუსეთის საბოლოო პოზიციის გარკვევას თითქმის შეუძლებელს ხდის და ქვეყანას ლავირების შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომაც გაჩნდა დასავლურ მედიაში მოსაზრება, რომ შესაძლოა სინამდვილეში დაპირისპირება არც არსებობს და მედვედევ–პუტინი უბრალოდ ძალიან კარგად დადგმულ ”ბოროტი–კეთილი პოლიციელის” პიესას ასრულებენ. ქართველი ექსპერტი ამ მოსაზრებას არასერიოზულად მიიჩნევს.

– ”არა, ეს სისულელეა. ასე ამბობდნენ, გორბაჩოვისა და ელცინის შესახებაც, დაპირისპირება არ არის, როლებს თამაშობენო. დრომ აჩვენა, რომ მათ შორის მართლაც იყო სერიოზული წინააღმდეგობა. ასე რომ ეს ”ბოროტი–კეთილი პოლიციელის როლების” თამაშის თეორია ყურით მოთრეულად მეჩვენება”– აცხადებს კაციტაძე.

მართლაც, მთელი რიგი ფაქტორებისა და მოვლენათა გათვალისწინებით, პუტინ–მედვედევის დაპირისპირება აშკარად რეალურად გამოიყურება. ამის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მასში ძალიან სერიოზულ ცვლილებებს შეიტანს და მნიშვნელოვან აქცენტებს გააჩენს ნოემბერ–დეკემბრისთვის დაგეგმილი ორი ღონისძიება. პირველი უკვე ვახსენეთ: პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა სახელმწიფო სათათბიროში. მალევე, დეკემბერში პუტინის პარტიის ”ედინაია რასსიას” ყრილობაც გაიმართება. ეს ორი მოვლენა და მათი შედეგები ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. მაგალითად ასეთებს: როგორ აპირებს რეალური ძალაუფლების ანუ დამოუკიდებლობის მოპოვებას მედვედევი? როგორ აპირებს რეალური ძალაუფლების ბერკეტების ანუ 2012 წელს პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შესაძლებლობის შენარჩუნებას პუტინი? და ასევე: ვინ ლიდერობს დუუმვირატში მოცემული მომენტისთვის? ეს, სამომავლოდ. დღეისათვის კი ექსპერტის თქმით, უპირატესობა პუტინის მხარესაა.

- ”მოდით ასე ვთქვათ: ჯერ–ჯერობით, მიუხედავად იმისა რაც უკვე ვთქვი, ტენდენცია ნელია, მაგრამ მედვედევის სასარგებლო, მაგრამ მთლიანობაში სერიოზული გარდატეხა ჯერ არ მომხდარა. უპირველეს ყოვლისა კი საკადრო სფეროში. მოცემულ მომენტში პუტინის გავლენა აღემატება მედვედევისას. პრაქტიკულად, მედვედევი ვერც ძალოვან ბლოკს აკონტროლებს და ვერც ეკონომიკურს” – მიიჩნევს კახა კაციტაძე.

[მანანა აბაშიძე, presa.ge]

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...