შსსს თანამშრომლის მამა, ვანოს შვილის მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებს

თბილისში, 15 თვის წინ მოკლული ლევან ოდიკაძის მამა, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მკვლელის მფარველობაში ბრალს სდებს და აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობის ბურუსით მოცულ საქმეში, ”სანამ ესენი იქნებიან, არაფერი გაირკვევა”.

25 წლის ლევან ოდიკაძის განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრულ საქმეში, ოფიციალური ვერსია ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ მოკლულის მამას, ნოდარ ოდიკაძეს აქვს თავის ვერსია, რომელიც მან პრესა.გე-სთან შეხვედრისას ასე ჩამოაყალიბა:

- ”2008 წლის 7 აგვისტოს ღამეს დედას მობილური ტელეფონით ელაპარაკა. მოგეხსენებათ 7-ში საქართველოში რა ხდებოდა. შიდა ტელეფონით რატომ არ მირეკავო, - ჰკითხა დედამ და აქ ისეთი ამბავია, ზოგი მკვდარი მოჰყავთ, ზოგი დაჭრილიო, - მიუგო. არანაირი შანსი არ არსებობს, გარდა ერთისა, რომ ჩემი შვილი ზემდგომის მითითებით მოკლეს. ე.წ. მოდულში დაინახა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა დაენახა და მოკლეს. აბა სხვა რა უნდა ვიფიქრო?!”

ლევან ოდიკაძე შსს-ს გარე პერიმეტრის დაცვის სამმართველოში მსახურობდა - ე.წ. მოდულის შენობას იცავდა. 2008 წლის 8 აგვისტოს დილას, სამსახურიდან სახლისკენ გაემართა, მაგრამ ვერ მიაღწია, 11 აგვისტოს, თბილისის პატარა და დიდი ზღვის შესართავთან, თემქის ტერიტორიაზე არსებულ მთის ძირში, ნაძვნარში, მწყემსებმა ლევან ოდიკაძის ცხედარი იპოვეს, რომელიც მისივე კუთვნილ ”ჟიგულის” მარკის ავტომანქანაში ესვენა.

განზრახ მკვლელობის (108-ე) მუხლით აღძრულ საქმეს, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო იძიებს. საქმის მასალებს მოკლულის მშობლებსა და მათი უფლებების დამცველ ადვოკატს, გელა ნიკოლაიშვილს, მათივე განმარტებით, არ აცნობენ.

საქმის ვითარების ირგვლივ, მათ ხელთ არსებული ერთადერთი დოკუმენტია, დეტექტივების სამმართველოდან, 2009 წლის 7 აგვისტოს, სახალხო დამცველის ოფისში გაგზავნილი სს №001083577-ზე საქმეზე შედგენილი ცნობა, რომელშიც აღწერილია მოკლულის მეგობრების, თანამშრომლების, თვითმხილველების დაკითხვის დეტალები, ჩატარებული ექსპერტიზების შედეგები, მოკლულის კუთვნილი მობილური ტელეფონის სიმბარათზე დაფიქსირებული შემავალი და გამავალი ზარები…

როგორც რვაგვერდიანი ცნობიდან ჩანს, თბილისის ზღვაზე, 8 აგვისტოს, დაახლოებით 15 საათზე, გაშლილ სუფრასთან და იქვე დანთებულ ცეცხლთან, 7 მამაკაცი ქეიფობდა, რომელთაგან ერთ-ერთი ლევან ოდიკაძე იყო. სუფრაზე საუბრის დაძაბვის შემდეგ, სუფრის ერთ-ერთ წევრს მოშორებით გაუყვანია ის პიროვნება, რომელსაც ქამარში იარაღი ჰქონია ჩადებული.

რამდენიმე წუთში, ჩხუბის და 2 გასროლის ხმის შემდეგ, სუფრის დანარჩენი წევრებიც იქ მისულან, ჩხუბი რამდენიმე წუთს გაგრძელებულა. გ. ადეიშვილს, რომელიც თბილისის ზღვაზე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს მწყემსავდა, დაუნახია თავში ქვის ჩარტყმით როგორ მოკლა ლევან ოდიკაძე ვინმე ლადომ.

- ”მათ სავარაუდოდ გვამი მანქანის უკანა სავარძელზე დაუსვამთ და თავისივე ავტომანქანით წაუყვანიათ თემქის მიმართულებით. მანამდის კი, სიკვდილით დამუქრებიან შემსწრე გ. ადეიშვილს და მიწაზეც წაუქცევიათ. ადეიშვილი აცხადებს, რომ ვინმე გიორგის და იარაღიანი მამაკაცის ამოცნობა შეუძლია”, - წერია შსს-დან სახალხო დამცველის აპარატში გაგზავნილ 8-გვერდიან ცნობაში.

მკვლელობიდან 4 თვის შემდეგ, ადეიშვილი დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით (376-ე) დააკავეს, გაასამართლეს და 7 თვის შემდეგ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებულ, 2008 წლის 4 სექტემბრით დათარიღებულ დასკვნაში, ლევან ოდიკაძის სიკვდილის მიზეზად მითითებულია: ”ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა, სახისა და ქალის ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობით… აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და განეკუთვნება დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი”.

ნოდარ ოდიკაძე: - ”შსს-ში მუშაობა 2008 წლის იანვარში დაიწყო და 8 თვე ვერ გაძლო. ხშირად იმეორებდა - მამა, ეს სად მოვედიო, მაგრამ არაფერს აკონკრეტებდა. მოდულის შენობას 80 ჯარისკაცი იცავდა. ლევანი ცვლის უფროსი იყო, სამ დღეში ერთხელ მორიგეობდა. 2008 წლის 7 აგვისტოს, ომი რომ დაიწყო, მორიგე იყო. გვაინტერესებდა ომში ხომ არ წაიყვანეს და ჩემი მეუღლე ელაპარაკა.

-”არ მივდივართ, ყაზარმულზე გადაგვიყვანეს და ყოველ მეორე დღეს სახლში მოვალ, დავიბან და უკან დავბრუნდებიო”, - უთხრა დედას. 8-ში შეიცვალა. მეუღლემ დამირეკა - გაიგე როგორ არის, მოდის თუ არა სახლშიო.

დილით დავურეკე და ”რა მოგივიდათ?! მოვდივარ, სახლთან ვარო”, - მითხრა, მაგრამ აღარ მოვიდა.

ეს ზარი ამოშლილია და რატომღაც აღარ ფიგურირებს, ისევე, როგორც მის ტელეფონში შემავალი კიდევ ერთი ზარი - ვიდეოთვალიდან ამოღებულ კადრებში ჩანს, ე.წ. თათრების ბაზრობასთან, გაჩერებულ მანქანაში, 10 წამის განმავლობაში როგორ ელაპარაკება ვიღაცას, ვინც სავარაუდოდ იქიდან წაიყვანა.

მეორე დღეს, ანუ 9 აგვისტოს გზებზე დაყენებული ვიდეოთვალის მეშვეობით გავარკვიეთ, რომ ისან-სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩამდეა მოსული, თათრების ბაზრობას, რომ ეძახიან, აი, იმ ადგილამდე. ჩვენ ვაზისუბნის დასახლებაში ვცხოვრობთ. ჯავახეთის ქუჩიდან მანქანის კვალი იკარგება”.

მოკლულის მამა ამბობს, რომ არ სჯერა იმ ვერსიების, რომელსაც სამართალდამცავები მასთან საუბრის დროს ახმოვანებდნენ, რომ ვითომ თბილისის ზღვაზე, ტოტალიზატორში მომხდარი გაუგებრობის გასარჩევად ავიდა.

- ”მგონია რომ ეს საქმე შეკერილია. ტოტალიზატორში ერთი ლარი არ დაუდევს, არასდროს და ამ ვერსიას გამოვრიცხავ. თავიდან ადვოკატი ჩემი შვილის სამსახურმა დამინიშნა. ის მეუბნებოდა, ”აქ ქალის ამბავიაო” და 5 თვე გამაცდინა. შემდეგ გელა ნიკოლაიშვილი ავიყვანეთ და ახლა ის იცავს ჩვენს უფლებებს. მერაბიშვილმა ჭიანჭველა სად დადის, ეს იცის და ჩემი შვილი ვინ და რატომ მოკლა, ეს ვერ დაადგინეს?! მით უმეტეს, მისი უწყების თანამშრომელი იყო, მაგრამ ჩემი აზრით, ამის დადგენას, არც არავინ აპირებს.

ერთხელ შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი ჩამატარებინა, გელა ნიკოლაიშვილი ტელევიზიით გამოვიდა და ამ საქმეზე ილაპარაკა, მაგრამ მაინც არავინ მაქცევს ყურადღებას. შემდეგ იური ვაზაგაშვილის ოფისში მივედი და ღმერთი უშველის, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დამეხმარა - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დარეკა და შეიძლება ამ საქმეში ისინიც ჩაერთნონ.

ბატონ იურის ჩემი შვილის ფოტო მივუტანე, დიდ პლაკატს აკეთებს. ყოპველ აბათ-კვირას შვილმკვდარი მშობლები ვიკრიბებით. ”გადაარჩინე სიცოცხლეში” გაერთიანებას ვაპირებ, მეტი აღარაფერი დამრჩენია, ერთადერთი ბიჭი ხელიდან წამგლიჯეს.

- ”იმიტომ კი არა, რომ ჩემი შვილია?! მტერი ვერ უპოვეს, უპატიოსნესი კაცი იყო. რისთვის, რატომ მომიკლეს? ამაზე გამცენ პასუხი, სხვა არაფერი მინდა. ფიზკულტურის ინსტიტუტი დაამთავრა, მანამდე სპეციალური საფეხბურთო სკოლა. ნაკრებში თამაშობდა. მინისტრ მერაბიშვილისგან მადლობაც აქვს მიღებული. მიხეილ სააკაშვილი ხშირად ამბობს, ჩვენს თანამშრომელს რამე რომ მოუვიდეს, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთო და რატომ არ აკეთებენ არაფერს? დაინტერესება ხომ უნდა იყოს?! ჩემი შვილის მკვლელობიდან წელიწადი და 3 თვე გავიდა. ბოლო 6 თვე არავინ შემხმიანებია.

28 ოქტომბერს გამომძიებელმა - დამირეკა მობრძანდითო. მივედი და მეკითხებიან: ”რამე ვერსია ხომ არ გაქვთ? ეზოში მეზობლები, მეგობრები ხომ არ ჭორაობენ რაიმესო?” წარმოგიდგენიათ, რა კითხვებს მისვამენ?! ეს საქმე პროკურატურიდან კონტროლზეა აყვანილი და იმის გამო შემეხმიანნენ, რომ საბუთებს მტვერი არ ადევს. ეგ იყო და ეგ, მეტი არაფერი”.

ნოდარ ოდიკაძემ სამ მეგობარ პარლამენტარს დახმარება სთხოვა. სამივე მათგანი ”ნაცმოძრაობის” წევრია. მათგან ერთ-ერთი შს მინისტრს შეხვდა. ამ უკანასკნელის დაპირება ასეთი ყოფილა - ”მკვლელს მიწიდან ამოვიღებთო”, მაგრამ, მოკლულის მამა ამბობს, რომ შს მინისტრი მკვლელს მიწის ზემოდანაც არ ეძებს, რადგან, ალბათ, ის არის, რომლის მხილებაც ამ უწყებას ხელს არ აძლევს, ან მისი 25 წლის შვილი ”ზემოდან” წამოსული დავალებით მოკლეს, რადგან, მისივე განმარტებით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის დაინახა, რაც არ უნდა დაენახა. ნოდარ ოდიკაძის სატელეფონო ზარებს პარლამენტარი მეგობრები აღარ პასუხობენ; მოკლულის მამა ფიქრობს, რომ ალბათ სიმართლე გაიგეს, არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ და მასთან საუბარს თავს არიდებენ.

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განმარტებით, სამართალდამცავები საქმის მასალების გაცნობაზე უარს იმ მოტივით ეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს და კანონში არ წერია, რომ მასალები დაზარალებულ მხარეს, ანუ მოკლულის მშობლებსა და მათი უფლებების დამცველ ადვოკატს უნდა გააცნონ.

გელა ნიკოლაიშვილი: ”წერია რომ საქმის მასალებს მხარე უნდა გაეცნოს, მაგრამ დაზარალებულიც, რომ მხარეა, ესენი ასე არ თვლიან. პოლიციელი რომ იყო ამ მკვლელობაში ჩარეული, ეს აშკარაა, რადგან შეუძლებელია სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი იარაღს გამოსაჩენად ატარებდეს, თუ პოლიციელი არ არის. მწყემსის გადმოცემით, ერთ-ერთს იარაღი ჰქონდა.

ამოცნობაც შეუძლია, მაგრამ ვეჭვობთ რომ მას უთხრეს არ უნდა ამოეცნო ის თანამშრომელი, რომელსაც იარაღი ჰქონდა. ამ მკვლელობაში ვიღაც ისეთია ჩარეული, რომლის გამოჩენაც ხელს არ აძლევთ, მალავენ. ანდა, თავის შეწუხება და სიმართლის დადგენა არ უნდათ”.


[ნინო მიქიაშვილი, presa.ge]

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...