14:400 22.02.2019
"პატრიოტთა ალიანსი" 7 მარტიდან პერმანენტულ საპროტესტო აქციებს იწყებს, - ამის შესახებ "ობიექტივის" პირდაპირ ეთერში დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა განაცხადეს.
პირველი აქცია-მსვლელობა 7 მარტს, დღის 3 საათზე, დიდუბის მეტროსთან არსებულ ხიდთან, წმინდა გიორგის ეკლესიის სიახლოვეს დაიწყება. საზოგადოების წევრები სააპელაციო სასამართლოთან შემდეგი მოთხოვნით გადაინაცვლებენ: გათავისუფლდეს სასამართლო მურუსიძეებისგან.
7 მარტიდან იწყება აქციების უწყვეტი ციკლი, რომელთა ძირითადი მოთხოვნებია: გაუქმდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა; გაუქმდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მისი ფუნქციები გადაეცეს პარლამენტს; ხელისუფლებას ჩამოშორდნენ კობახიძე-მდინარაძეები; გამოსწორდეს განათლების სისტემაში არსებული მძიმე ვითარბა.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების თქმით, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სოციალური ვითარების მოგვარება და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება იქნება.