"მიაკარით მაგიდაზე და ვიხმაროთ" – დატუსაღებული ბიჭუნა შველას ითხოვს

ავტორი ილია ჩაჩიბაია
04:45 01.10.2011
24 ივნისს ზუგდიდის რაიონულ პოლიციაში მომხდარი ინციდენტი სამეგრელოში კვლავ ადგილობრივების ყურადღების ცენტრში რჩება. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომლებმა, დაკავეებული არასრულწოლოვანი, სოფელ ურთის მკვიდრი ნიკა დაგარგულია სასტიკად აწამეს და მისი გაუპატიურება სცადეს რა დროსაც 17 წლის ბიჭმა ხელბორკილების მოხსნა მოახერხა და განყოფილების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს კოხტა კოდუას ცხვირ-პირში მუშტი ძლიერად დრუზა. კომაში ჩავარდნილი კოდუა მკურნალობის კურსს რაიონულ საავადმყოფოში დღესაც გადის.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძარცვისთვის და პოლიციელის სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძარცვის ჩადენა ბრალდებულმა დაკავებისთანავე აღიარა, მიუხედავად ამისა იგი მაინც აწამეს. ბიჭმა ქალაქის ცენტრში მოქალაქისთვის ოქროს სამკაულის კისერიდან ჩამოგლეჯვა ოჯახში არსებული გაუსაძლისი პირობებით ახსნა: "ჩემთვის მძიმე იყო მეყურებინა როგორ შიმშილობდნენ ოჯახის მცირეწლოვანი წევრები და მშობლები. ეშმაკმა შემაცდინა. ოთხი დღის უჭმელი ვიყავი და არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, საკვების საყიდლად გადავწყვიტე ჩამედინა გამოუსწორებელი ქმედება. უფალს და ჩემს ახლობლებს ვთხოვ შენდობას" – აღნიშნა სასამართლო პროცესზე ეჭვმიტანილმა.

22 სექტემბერს ჩვენი რედაქციის ოფისთან ნიკა დაგარგულიას კლასელები, მეგობრები და თანასოფლელები შეიკრიბნენ, ისინი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისთვის ხმის მიწვდენში დახმარებას გვთხოვდნენ.

აქსანა ნინუა, დაკავებულის კლასელი: "მივმართავთ საქაპატრიარქოს და ილია მეორეს, თუ შეუძლიათ ჩაერიონ ამ საქმეში. ნიკას რეკომენდაცია გაუწიონ სასამართლოში ან პოლიციაში, რათა საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდეს. გვინდა, რომ ჩვენთან ერთად იყოს და შეძლოს სწავლის გაგრძელება.

შეცდომა დაუშვა, რაც შემდგომში გულწრფელად მოინანია. ყველას ვთხოვთ, ნუ დავუნგრევთ ახალგაზრდა ბიჭს ცხოვრებას. კლასში ყოველთვის გამოირჩეოდა კარგი სწავლით, წრმენით, ორგანიზატორული ნიჭით, ის სპორცმენია და არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. სოფელში ყველა დადებითად ახასიათებს, მთელი ურთა ითხოვს მის გათავისუფლებას”.

ნინო მალანია, ნიკა დაგარგულიას მეგობარი: "ნიკა არის ძალიან წესიერი ადამიანი, უნიკალური ბავშვი. სკოლაში ხშირად საინტერესო ღონისძიებები იმართებოდა მისი ორგანიზებით. რომელი ერთი დავასახელო, თუნდაც პოეზიის საღამოები, რომელზეც დღესაც საუბრობენ თანასკოლელები და პედაგოგები. ის მონდომებული იყო. სკოლის დამთავრებას და გამოცდების ჩაბარებას გეგმავდა. ღვთის სიყვარულით და რწმენით გამოირჩეოდა . ვიცით, არასწორი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ მართლა ძალიან ნანობს. ლექსების წერა დაიწყო, ერთ-ერთი ლექსი თქვენც გამოგიგზავნათ:

სულ რაღაც 17 წლის გავხდი,
რომ ფეხი ცხოვრებას ავუდგი,
მომავლის ნათელს ვეძებდი.
სახლში შრომასაც არ ვთაკილობდი,
ხანდახან წიგნსაც გადავფურცლავდი,
კარგი მომავლის შექმნას ვლამობდი.
ო, ეს ფიქრები ბოლოს მომიღებს,
მწარე ტკივილი ძვლებს გადამიმტვრევს,
სულის სიმშვიდეს ფიქრები არღვევს,
ქარი ობოლ ცაცხვს საშინლად არხევს.
უწყლოდ მცენარე არასდროს ხარობს,
შვილ დაკარგული მტრედი ხომ ნაღვლობს?!
ოცნების კოშკი დანგრევას ლამობს,
ტყვედ აყვანილი ჩიტი არ გალობს....


პატრიარქს ვთხოვთ, თუ შეუძლია დაგვეხმაროს, გულთან ახლოს მიიტანოს ჩვენი ტკივილი და ნიკა ამყოფოს თავის მეგობრებთან და კლასელებთან ერთად”.

ბრალდებულის დედა, ძალოვანებს რიგ კანონდარღვევებში ადანაშაულებს და შვილის მონათხრობის საფუძველზე იხსენებს როგორ უპირებდნენ ნიაკას მაგიდაზე მიბმას და ფიზიკური შეურაცყოფის მიყენებას.

ლალი ბენდელიანი: „ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ჰყავდათ გამოკეტილი და სასტიკად აწამებდნენ. იქ მისულებს ნიკა სამხარეო პოლიციაში გადაყვანილი დაგვხვდა. ბავშვის ნახვის უფლება პოლიციამ არ მომცა. მხოლოდ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შევხვდი, როცა მას პატიმრობა შეუფარდეს.

ვნახე გატანჯული შვილი და კიდევ უფრო დიდი საშინელება მოვისმინე. სასამართლო დარბაზში ნიკა ყვებოდა, თუ როგორ სცემდა მას ზუგდიდის სამმართველოში 6 პოლიციელი. განსაკუთრებული სისასტიკით კი ერთ–ერთი პოლიციელი, კოხტა კოდუა გამოირჩეოდა. რა არ აკადრეს თურმე, აფურთხებდნენ, პანღურს ჰკრავდნენ და რაც ყველაზე ამაზრზენია, ერთს უთქვამს, მიაკარით მაგიდაზე და ვიხმაროთო. ამ სიტყვების გაგონებაზე საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე და ხელი მეც ავღმართეო. ვიფიქრე, ალბათ მკლავენ და სულერთია ყველაფერიო.

მანამდე ძლიერი დარტყმები მუცლისა და თავის არეში უგრძვნია. გონება დაუკარგავს. პოლიციაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა მისულა. სამედიცინო დახმარების გაწევამდე ექიმებს ხელბორკილების ახსნა მოუთხოვიათ. ხელების გათავისუფლების შემდეგ ნიკას უკანასკნელი ძალ–ღონე მოუკრებია და კოხტა კოდუასათვის მუშტი ყბაში ჩაურტყამს. იგი წაქცეულა და თავი მაგიდის კიდეზე დაურტყამს. იმ სასწრაფოთი, რომელიც ჩემი შვილის დასახმარებლად გამოიძახეს, საავადმყოფოში კომაში მყოფი კოდუა გადაუყვანიათ.

დამოუკიდებელი ადვოკატი უსახსრობის გამო ვერ დავიქირავე, სახაზინო დაუნიშნეს. ხელმოკლე ოჯახი მაქვს, ხუთი შვილი რის ვაი–ვაგლახით გამოვზარდე.

გაჭირვების მიუხედავად ყველანი წარმატებული ბავშვები არიან. ნიკამ მძლეოსნობაში გამოიჩინა თავი და ოქროს მედლებიც მოიპოვა. ბავშვებს შიმშილი ბევრჯერ გადაუტანიათ, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ნიკა ვინმეს სამკაულს ყელიდან ააგლიჯავდა. მან ეს დანაშაული დაკავების პირველი წუთებიდან აღიარა და არ მესმის, რატომ აწამეს, რატომ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, სხვა რის აღიარებას მოითხოვდნენ მისგან?

წამებასთან ერთად ისე დაკითხეს პოლიციაში ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომ პროცესს არც მშობელი, არც მასწავლებელი, არც დირექტორი და არც ფსიქოლოგი დაასწრეს.”



READ MORE - "მიაკარით მაგიდაზე და ვიხმაროთ" – დატუსაღებული ბიჭუნა შველას ითხოვს

მამა თეოდორე გიგნაძეს თსუ-ში ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს [video]

ავტორი გიორგი ბერიძე
01:28 01.10.2011
ჯვართამაღლებისა და წმინდა ნინოს ტაძრების მოძღვარ მამა თეოდორე გიგნაძეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს მე-8 კორპუსის დარბაზში ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლების საკითხებზე ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსთან’ საუბრისას თსუ-ს დაცვის წარმოამდგენელმა განუცხადა, 3 ოქტომბერს, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით დარბაზის მოწესრიგება მიმდინარეობს, სადაც სცენისა და დარბაზის ნათურები იცვლება.

მამა თეოდორეს მრევლის განცხადებით, ლექციის ჩატარება ელექტრიკოსებს ნათურების გამოცვლაში ხელს არ შეუშლიდა და არც ელექტრიკოსები შეუშლიდნენ ხელს ლექციის მიმდინარეობას.

ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლებზე ლექციების ჩატარების იდეა ჟურნალ "კარიბჭეს" ეკუთვნის.
"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ”კარიბჭეს” რედაქტორმა თამარ მამაცაშვილმა აღნიშნა, რომ მათ წლების განმავლობაში არასდროს შექმნიათ პრობლემა უნივერსისტეტის დარბაზში ლექციები ჩაეტარებინათ, თუმცა გუშინ დაუკავშირდნენ მას და განუცხადეს, რომ ლექციების ჩატარება უნივერსისტეტის შენობაში აღარ მოხდებოდა.

”ლექციების ჩატარება უნივერსისტეტის საპატრიარქოსთან ურთიერთობის სამსახურთან შეთანხმებული იყო, თუმცა გუშუინ დამირეკეს და მითხრეს, რომ რექტორატის გადაწყვეტილებით ლექციები უნივერსიტეტის შენობაში აღარ ჩატარდებოდა”,-განაცხადა თამარ მამაცაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თსუ-ს შენობაში ლექციების აკრძალვა მამა თეოდორეს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ნეგატიურ ინფორმაციებს უკავშირდება.

თამარ მამაცაშვილის თქმით, მამა თეოდორეს რასიზმში ადანაშაულებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ცილისწამებას მამა თეოდორეც უარყოფს და მის გარშემო აგორებულ "შავი პიარის" შესახებ საპატრიარქოსაც აცნობებს.

მამა თეოდორემ და ლექციაზე მისულმა მოქალაქეებმა თსუ-ს მე-8 კორპუსში შესვლის უშედეგო მცდელობის შემდეგ ჟურნალისტთა კავშირში წავიდნენ, სადაც მათ ლექციის ჩასატარებლად დარბაზი დაუთმეს.


palitratv.ge



READ MORE - მამა თეოდორე გიგნაძეს თსუ-ში ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს [video]

ირმა ინაშვილი: “ჩემთან პირისპირ გამოვიდეს ბობოხიძე და ვინ ვის სცემს, ვაჩვენებ“

ავტორი ნინო მიქიაშვილი
22:34 27.09.2011
პარლამენტის სხდომათა დარბაზში, უმრავლესობის ერთი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის მხრიდან მეორის, უმცირესობის წარმომადგენლის, პეტრე მამრაძის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს თან ახლდა ახლადშექმნილი ფრაქციის, “ერთობა სამართლიანობისათვის“ და მისი ერთ–ერთი წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და ბრალდებები, რაშიც პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე აქტიურად იყო ჩართული.

ბობოხიძე მამრაძეს თავს მას შემდეგ დაესხა, რაც მამრაძის მიერ გაკეთებული განცხადებები, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით მიუღებლად ჩათვალა – ბობოხიძე წამოხტა, მამრაძისკენ გაცეცხლებული გავარდა, მიკროფონთან მდგომს თავში ჩაარტყა და ზედ უცენზურო სიტყვებიც დააყოლა – “შე სირო, იდიოტო, ნაძირალა...“ მანდატურთან ერთად ბობოხიძის დაშოშმინებაში აქტიურ მონაწილეობას პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე, მიხეილ მაჭავარიანიც იღებდა.

ბობოხიძე, რომ დააწყნარა, შემდეგ იმ ფრაქციის მისამართით, რომელშიც მამრაძეა გაერთიანებული და რომელსაც ხელმძღანელობს გია ცაგარეიშვილი (ალასანიას პარტიის, დასავლური მენტალიტეტის მქონე პოლიტიკურ ძალად აღიარებული ორგანიზაციის) წევრი, ასეთი განცხადება გააკეთა – “მათ საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენელი უკვე ჰყავთ და ეს არის “ედინაია რასია“.

მთელი ამ აურ–ზაურის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე სიმშვიდეს ინარჩუნებდა. “ობიექტივი“ პარლამენტის სხდომას უშუალოდ ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ბალკონიდან არ ადევნებდა თვალს, მაგრამ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გადაღებულ კადრებში ბაქრაძის აღელვება და შფოთი არ ჩანს..

ბობოხიძისგან განსხვავებით, მამრაძის წინააღმდეგ ბაქრაძეს ფიზიკური ძალა არ გამოუყენებია, მაგრამ ასე ვთქვათ, პოლიტიკურად შეუტია. ამასობაში, ფრაქცია “ერთობა სამართიანობისათვის“ წარმომადგენელს, დიმიტრი ლორთქიფანიძესაც გადაწვდა და პლუს ამას, გია თორთლაძის შექებაც მოასწრო. ეს ყველაფერი ბაქრაძემ დაახლოებით ერთ პატარა აბზაცში ჩაატია – თუ ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის“ ისევე ფიქრობს, როგორც მამრაძე, მაშინ გია თორთლაძეს კარგი უქნია, საპარლამენტო დელეგაციებიდან დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომ გაუწვევიაო.

ამ ასე ვთქვათ მსუბუქი განცხადების გაკეთებამდე ბაქრაძე “საინტერესოდ“ მოიქცა – მას შემდეგ, რაც ის ლორთქიფანიძემ იმის გამო გააკრიტიკა, რომ ბიუჯეტის ხარჯზე“ფეისბუქელი“ მეგობრები ასადილა, პარლამენტის თავმჯდომარე ადგა და თქვა – “შემიძლია გითხრათ, რა არის ცუდი მაგალითი. ცუდია, როდესაც პატიმართა ოჯახებისგან ცდილობ ფულის გამოძალვას დაპირებების სამაგიეროდ. საზოგადოებასთან შეხვედრა კი არის კარგი მაგალითი. ვინ იძლევა ცუდ მაგალითს და ვინ კარგ მაგალითს, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს".

დღეს პარლამენტში ერთი პატარა ინცინდენტიც მოხდა – უმრავლესობის ერთ–ერთმა თვალსაჩინო სახემ, ზურაბ მელიქიშვილმა, რომელიც ამავდროულად საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა და თანაპარტიელებისგან განსხვავებით აქამდე ტაქტით და ზრდილობით გამორჩეულ ადამიანად იყო ცნობილი, დიმიტრი ლორთქიფანიძეს ხმის ჩაწყვეტა მას შემდეგ უბრძანა, რაც ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის“ წევრი იმის გარკვევას ცდილობდა, თუ რატომ მოხდა საპარლამენტო დელეგაციებიდან მისი გამოწვევა – ლორთქიფანიძეს მელიქიშვილმა უთხრა – “შენ ხმა ჩაიწყვიტე!“

“ობიექტივთან“ საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტის სხდომაზე უშუალოდ მასთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებებსა და საპარლამენტო დელეგაციებიდან მისი გაწვევის ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს:

“უმრავლესობას და პარლამენტის თავმჯდომარეს ძალიან დიდი ხანია ყელზე აქვთ დადმგარი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ჩვენს შორის პოლიტიკური დაპირისპირება რომელიც პირად ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, ჯერკიდევ 2010 წლიდან დაიწყო, როდესაც მე შემიზღუდეს ციხეების მონიტორინგის უფლება. შეგახსენებთ, რომ მანამდე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებული მუდმივმოქმედი კომისიის ჯგუფის წევრი ვიყავი.

უმრავლესობაში მნიშვნელოვანი ვნებათაღელვა გამოიწვია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, მევლუდ ჩაუშოღლუსთან შეხვედრამ, რომელიც პოლიტპატიმრებსა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებს ეხებოდა. ამის შემდეგ 26 მაისის თემა გავიტანე ეუთოს საპარლამენტაშორისო ასამბლეაზე და 55 ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლებს დავურიგე დარბევის ამსახველი ვიდეო და ფოტო–მასალა. ამან ეტყობა ურთიერთობებში საბოლოო წერტილი დასვა.

ახლა ფაქტიურად, პარლამენტის თავმჯდომარე შანტაჟზეა გადასული. ჩემთვის ცნობილია, რომ მას ასევე უთქვამს, რომ თითქოს მე რაღაც თანხის გამოძალვას ვაწარმოებდი პატიმრების მშობლებისგან. ამ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე იმითაა განებრივრებული, რომ სისხლის სამართლის კოდექსში აღარ არის მუხლი – “ცილისწამება დანაშაულის დაბრალებით“. ეს მუხლი კოდექსიდან 2006–ში ამოიღეს. როგორც ჩანს, ენას ძვალი არა აქვს და ვინც რასაც ჩათვლის საჭიროდ, იმას იტყვის და მე არ ვაპირებ ამ საკითხების ასე დატოვებას. ვთვლი, რომ ჩემზე და ფრაქციის სხვა წევრებზე ხორციელდება პოლიტიკური ხასიათის ზეწოლა, რომელიც როგორ მასშტაბებს მიიღებს, ეს მხოლოდ მომავლის საკითხი. ამიტომ მე ძალიან ცოტა ხანში გავაკეთებ ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას“.

ლორთქიფანიძე თუ არ აპირებს მასთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებების უყურადღებოდ დატოვებას, მამრაძე აპირებს – როგორც “ობიექტივთან“ საუბრისას აღნიშნა, მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტისთვის სამართლებრივი მსვლელობის მიცემა არ უნდა. პარლამენტარი ამბობს, რომ ბობოხიძისთვის ყველაზე დიდი სასჯელი ის იქნება, ზემოხსენებულ ინცინდენტის ამსახველ ვიდეოკადრებს ფართო საზოგადოება, რომ ნახავს.

პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ახალი არაფერი უთქვამს, თქვა ის, რაც ტალიავინის კომისიამ დაწერა და რაც ცნობილმა დასავლელმა პოლიტოლოგებმა თქვეს:

“გამოსვლა დავიწყე იმით, რომ ეს არის ხსოვნისა და იმედის დღე (სოხუმის დაცემის შემდეგ ამ დღეს ასე დაერქვა). მაშინდელი ომი დაიწყო იმით, რომ კიტოვანი და მისი ბანდა შეიჭრნენ აფხაზეთში და დაიწყეს ძარცვა–გლეჯა. სოხუმისა და მთლიანად აფხაზეთის გმირული დაცვა 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში გრძელდებოდა–მეთქი. ამ განცხადების დროს დარბაზში უკვე გნიასი და ყვრილი იყო. რატომღაც კიტოვანის ეს ბანდიტიზმი გახდა გაღიზიანების საბაბი. შეიძლება ისინი 13 თვემ და 13–მა დღემ უფრო გააღიზიანა, რადგან ყველას ახსოვს, რომ 2008 წელს ყველაფერი დღენახევარში დამთავრდა.

ამის შემდეგ გადავედი იმაზე, რომ კიდევ ერთხელ უნდა ითქვას სიმართლე, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა განახორციელა სამხედრო–პოლიტიკური ავანტიურა, როცა დაიწყო ცხინვალის დაბომბვა. ამის შედეგად მან ლანგარზე მიართვა რუსეთის სამხედრო–პოლიტიკურ მანქანას, რომ კიდევაც წაეღო აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი“ და კიდევაც ეცნო მათი დამოუკიდებლობა–მეთქი.

ამის შემდეგ მოხდა ინცინდენტი, რომელშიც ერთ ადამიანს არ გამოვყოფდი – ბევრი ყვიროდა, შეურაცხყოფებს ისროდა, ბევრის ხმა მესმოდა, “დაჯექი და აღარ გაბედო მიკროფონთან გამოსვლა“. მათი სახეები არ დამინახავს, რადგან მთელი კონცენტრაცია ეკრანზე მქონდა მიმართული, რომ პატარა დროში სათქმელი მეთქვა. მხოლოდ მაშინ, როცა ჩემს გვერდით ხალხი დავინახე, მივიხედე და შევნიშნე, რომ ყველაზე აქტიური ბობოხიძე იყო. დარტყმა არა, მაგრამ ხელს, რომ კრავენ, ეს ვიგრძენი. ამ ინცინდენტის დროს ხელი არ გამინძრევია.

თავის დროზე კრივში ინტენსიურად ვვარჯიშობდი, ფიზიკურ ფორმას დღესაც ვინარჩუნებ და მიუხედავად ასაკისა (59 წლის შევსრულდი), მზად ვარ რინგზე ნებისმიერს შევხვდე, მაგრამ პარლამენტის დარბაზში, არც 1994–1995 წლებში და არასდროს არ გამისვრია ხელი და არც ახლა ვაპირებ ამის გაკეთებას. ეს პარლამენტის წევრს არ ეკადრება. დღევანდელი ინცინდენტისთვის სამართლებრივი მსვლელობის მიცემას არ ვაპირებ. ამას პარლამენტის რეგლამენტი უნდა არეგულირებდეს, ეს მანდატურებს არ უნდა დაეშვათ. ამათი ყველაზე კარგი დასჯა ის იქნება, რომ ინცინდენტს ხალხი ტელევიზიით ნახავს“.

ასე რომ, აკაკი ბობოხიძეს მამრაძის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი ისევე შერჩება, როგორც 6 წლის წინ, პირდაპირ ეთერში ჟურნალიტს ირაკლი იმნაიშვილის ცემა შერჩა. შეგახსენებთ, რომ 2005 წლის 1 დეკემბერს, ადგილობრივი ტელეკომპანია ”რიონის” ეთერში, აკაკი ბობოხიძემ, რომელიც მაშინ იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებული იყო, სცემა ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი, რომელმაც ტვინის შერყევა მიიღო. ამ ფაქტს სამართლებრივი მსვლელობა არ მისცემია. ახლა ბობოხიძე ღიად აცხადებს, რომ თუ უფლებამოსილებას არ მოუხსნიან და ვინმე მისი თანდასწრებით მამრაძისმაგვარი განცხადების გაკეთებას კიდევ გაბედავს, ბობოხიძე საკუთარ ქმედებებზე პასუხს არ აგებს.

“ბობოხიძე არის ნული, არარაობა, მშიშარა და თავისი გამოხტომებით ცნობილი ადამიანი. ჩემთან პირისპირ გამოვიდეს და ვინ ვის სცემს, მაგას ვაჩვენებ. უბრალოდ, ბობოხიძეს “ნაცმოძრაობის“ უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს და უმრავლესობაშია ძლიერი. ისე არავინ არ არის და ასეთი არარობებისგან შედგება დღევანდელი პარლამენტი. ეს არარაობები ებრძიან სწორედ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რადგან ის “ნაცმოძრაობის“ მონა არ გახდა“, – ამბობს მედია–კავშირ “ობიექტივის“ ხელმძღვანელი, ირმა ინაშვილი, რომელიც დღეს პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

ლორთქიფანიძე რადიო “ობიექტივის“ ერთ–ერთი წამყვანია – ადამიანის უფლებებზე, საპატიმროებში შექმნილ მდგომარეობასა და ადვოკატების დევნის ფაქტებზე გადაცემებს უძღვება. ჩვენთან საუბრისას ირმა ინაშვილი ლორთქიფანიძესთან მიმართებაში, უმრავლესობის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ასე ააფასებს:

“დიმიტრი ლორთქიფანიძე ის დეპუტატია, რომლის რეიტინგიც ძალიან მაღალია, ისევე, როგორც მისადმი საზოგადოების ნდობა. ის, როგორც დეპუტატი, მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს. ამასთან, პატიმართა მრავალათასიანი არმიისთვის, მათი ოჯახებისთვის არის ერთ–ერთი ყველაზე სანდო ადამიანი, რომელიც პატიმრებს ქმედით დახმარებას უწევდა და უწევს. ბოლო პერიოდის მანძილზე სწორედ დიმიტრი ლორთქიფანიძის დახმარებით და თანადგომით არაერთ პატიმარს შეუნარჩუნდა სიცოცხლე. ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაანალიზა დიმიტრი ლორთქიფანიძისადმი საზოგადოების ნდობა, მისი მაღალი რეიტინგი და ავტორიტეტი. ხელისუფლება ამ რეიტინგებს ითვლის. შესაბამისად, მოახლოებული საარჩევნო მარათონის ფონზე, ლორთიფანიძის წინააღმდეგ იერიშის მიტანა გადაწყვიტეს, რაც არის პოლიტიკური ნიშნით დევნა. მეტსაც გეტყვთ – ეს არის ოცდამეერთე საუკუნის ბოლშევიზმი და ბოლშევიკური სულისკვეთების გამოხატულება, რასაც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჰქონდა ადგილი.

პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა, როდესაც ის პატიმრების ოჯახებისათვის ფულის გამოძალვაზე საუბრობს, არის ბორის ძნელაძის გამოსვლა. დააკონკრეტოს ლორთქიფანიძეს სდებს ბრალს ფულის გამოძალვაში, ეს ზოგადი ფრაზა იყო, თუ რას ნიშნავს. ზუსტად ბოლშევიკები იქცეოდნენ ანალოგირურად, სწორედ ამ ბინძური მეთოდებით – ცილისწამებითა და იარლიყების მიწებებით ახდენდნენ ადამიანების დისკრედიტაციას.

ამ წუთიდან ავამოქმედებთ იმ საერთაშორისო კონტაქტებს, რაც გვაქვს და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროსტრუქტურებს მივაწვდით ინფორმაციას, საქართველოში როგორ იდევნება პარლამენტის წევრი და დეპუტატი, რომელიც არ ფიქრობს ისე, როგორც უმრავლესობა. დღევანდელი ფაქტის შესახებ ევროსტრუქტურებსა და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს ქმედით რეაგირებას მოვთხოვთ.

იმ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომელიც აგვისტოს ომის დროს გვირჩევდა დანა–ჩანგლით და სხვა საოჯახო სამზარეულო ნივთებით დაგვეცვა ჩვენი ოჯახები, მე არ მივიღებ დიმიტრი ლორთქიფანიძისადმი გავრცელებულ არანაირ ბრალდებას და ვფიქრობ, არც ჩვენი საზოგადოება არ მიიღებს. მოვუწოდებ ყველა უფლებადამცველს, ყველა მედიასაშუალებას, რომ დღევანდელი ეს ფაქტი გახდეს ღია, საჯარო მსჯელობის საგანი და ყველამ დააფიქსიროს პოზიცია იმაზე, რაც დღეს პარლამენტში მოხდა“.

"ობიექტივი"


READ MORE - ირმა ინაშვილი: “ჩემთან პირისპირ გამოვიდეს ბობოხიძე და ვინ ვის სცემს, ვაჩვენებ“

კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლმა საქართველოს პატრიარქს დახმარება სთხოვა

ავტორი ნინო მიქიაშვილი
18:36 27.09.2011
ქრიზოსტომოს II: “თურქეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე არსებული 500 ტაძარი სავალალო მდგომარეობაშია. ზოგიერთი მათგანი საერთოდ დაანგრიეს, ზოგი მეჩეთად გადააკეთეს, ზოგი გასართობ დაწესებულებად, ზოგი კი საჯინიბოებად აქციეს. შერყვნეს ჩვენი ხატები და საეკლესიო წმინდა ჭურჭელი. მათი უმეტესობა გასაყიდად გააქვთ ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე“


კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლმა, მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტს, სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, დახმარება სთხოვა – კვიპროსის ეკლესია, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე (რომელიც ახლა თურქებს აქვთ მიტაცებული) არსებული ტაძრების საკუთარი სახსრებით შეკეთების უფლებას ითხოვს.

ყოვლად წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორემ და ქრიზოსტომოს მეორემ, 25 სექტემბერს, წმინდა სინოდის მღვდელმთავართა თანამსახურებით, ერთობლივი წირვა აღასრულეს, რომლის შემდეგაც ეკლესიების მეთაურებმა ერთმანეთს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს მიმართეს.

ჩვენ გთავაზობთ კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლის მიმართვის სრულ ტექსტს, რომელშიც ქრიზოსტომოს მეორე 1974 წლიდან, ანუ მათ ქვეყანაში თურქეთის შეჭრიდან დღემდე არსებულ პრობლემებზე საუბრობს და დახმარებას საქართველოს პატრიარქს სთხოვს – “ვითხოვთ თქვენს დახმარებას, როგორც ლოცვით, ისე სიტყვიერი მხარდაჭერით, ყველა იმ ორგანიზაციათა ტრიბუნებზე, სადაც კი ამგვარი საკითხები წყდება. ეჭვი არ გვეპარება, რომ საამისოდ თქვენ ძალასა და ენერგიას არ დაიშურებთ“.

ქრიზოსტომოს მეორე: “ჩვენ თავს ღმრთისაგან კურთხეულებად ვთვლით, ვინაიდან ჩემი თანხმლებნი პირნი და მეც, ღირს გვყო ღმერთმა ფეხი დაგვედგა საქართველოს წმინდა მიწაზე, რომელიც ტრადიციის თანახმად წმინდა ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და თედეოზმა აკურთხეს. ეს მიწა გაპოხილია სინანულის ცრემლებით, ასკეტური ოფლითა და მოწამეობრივი სისხლით, წმინდა მამათა და დედათა, მორწმუნე მეფეთა და მოციქულთა, როგორიცაა წმინდა ნინო და წმინდა მეფე მირიანი.

ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, ჩვეულებრივ, ეტიკეტით გათვალისწინებული ვიზიტის ჩარჩოებს სცილდება. ღვთის წყალობით, ეს შეხვედრა დასტურია ორი მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელთა ჭეშმარიტი ერთიანობისა და იგი ჩვენი თანამწირველობით გაცხადდა.

ჩამოვედით აქ, რათა აღვფრთოვანდეთ ქართველი ხალხის არაჩვეულებრივი ღვთისმოსაობით, რათა ერთად ვილოცოთ უსამართლობის აღსაგველად ჩვენს ქვეყნებში, მშვიდობის დასამკვიდრებლად მთელს მსოფლიოში. ჩამოვედით და ჩამოგიტანეთ კურთხევა ჩვენი წმინდანებისა, ჩვენი ეკლესიის დამაარსებელი მოციქულებისა: ბარნაბასი, პავლესი და მარკოზისა; ქრისტეს მეგობრის, წმიდა ლაზარესი; წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელისა, ეპიფანე კონსტანტიელისა, იოანე მოწყალესი და წმიდა ნეოფიტესი.

კვიპროსის ეკლესიას მუდამ მჭიდრო კავშირი ჰქონდა საქართველოს ეკლესიასთან. დასტურდება, რომ ქართველი ბერები, რომლებიც იერუსალიმის სიწმინდეთა მოსალოცად მიდიოდნენ, კვიპროსზე ყოვნდებოდნენ და ჩვენს სიწმინდეებსაც მოილოცავდნენ ხოლმე. თქვენ პირადად ეწვიეთ იმ მონასტრებს, რომლებშიც ადრე ქართველი ბერები იღწვოდნენ.

გასულ საუკუნეებში საქართველოში თურქთაგან დევნილი ბევრი პონტოელი და მცირე აზიელი ბერძენი ჩამოვიდა და დამკვიდრდა. დღეს კი საკმაოდ ბევრმა ქართველმა მოაშურა კვიპროსს.

საერთო რწმენისა და მართლმადიდებლობისათვის ერთობლივი ზრუნვის გარდა, ჩვენს ორ ეკლესიას საერთო ტკივილიც აერთიანებს. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე მათ არ დაჰკლებია მტერთა შევიწროება და ეროვნული ტრაგედიები. გასულ საუკუნეში კეთილშობილმა ქართველმა ხალხმა, სხვათაგან თავსმოხვეული რეჟიმის პირობებში, არაერთი პრობლემა და განსაცდელი გადაიტანა. ასეთივე ურიცხვი და მრავალმხრივი იყო ჩვენი სატანჯველიც. კვიპროსი და მისი უძველესი ეკლესია ახლაც დიდი განსაცდელის წინაშე იმყოფება.

1974 წელს თურქეთი ბარბაროსულად შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში და ტერიტორიის 37% დაიპყრო. იგი დღესაც განაგრძობს თავის დამპყრობლურ პოლიტიკას – ცდილობს მიიერთოს დაკავებული ტერიტორია და მასთან ერთად მთელი კვიპროსიც; მოახერხა და განახორციელა კვიპროსელ ბერძენთა გენოციდი, დაკავებული ტერიტორიიდან განდევნა ყველა ბერძენი, მათ კერებზე კი ანატოლიიდან ჩამოყვანილი მუსლიმანური ოჯახები დაასახლა. ეს პროცესი ახლაც გრძელდება, რის გამოც მთლიანად შეიცვალა კუნძულის დემოგრაფიული სურათი.

დაკავებულ ტერიტორიაზე არსებული 500 ტაძარი სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. ზოგიერთი მათგანი საერთოდ დაანგრიეს, ზოგი მეჩეთად გადააკეთეს, ზოგი გასართობ დაწესებულებად, ზოგი კი საჯინიბოებად აქციეს. შერყვნეს ჩვენი ხატები და საეკლესიო წმინდა ჭურჭელი. მათი უმეტესობა გასაყიდად გააქვთ ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე.

ჩვენმა ეკლესიამ ყოველგვარი პოლიტიკური მოსაზრებებისა და განზრახვების გარეშე ითხოვა ნება მოეცათ ჩვენივე სახსრებით შეგვეკეთებინა ჩვენი ტაძრები, ვინაიდან ამ ტაძრებისთვის მათ სულაც, რომ არაფერი დაეშავებინათ, 37 წელი სავსებით საკმარისი დროა საიმისოდ, რომ უპატრონოდ მიტოვებული ტაძრები და მონასტრები თავისთავად დაზიანებულიყო. თუმცა, ამ თხოვნაზე პასუხი ჯერაც არ მიგვიღია.

თქვენო უნეტარესობავ, მძიმეა ჯვარი ჩვენი. ამიტომ ვითხოვთ თქვენს დახმარებას, როგორც ლოცვით, ისე სიტყვიერი მხარდაჭერით, ყველა იმ ორგანიზაციათა ტრიბუნებზე, სადაც კი ამგვარი საკითხები წყდება. ეჭვი არ გვეპარება, რომ საამისოდ თქვენ ძალასა და ენერგიას არ დაიშურებთ.

მოციქული პავლეც იმას გვასწავლის, რომ სხეულის ერთი ნაწილის დასნეულება სხვა ნაწილების დასნეულებას იწვევს. ანუ როდესაც რომელიმე ადგილობრივი ეკლესია განსაცდელშია, მაშინ სხვა ეკლესიებიც განსაცდელში იმყოფება. ამიტომ, წინასწარ გიხდით მადლობას, თანადგომისთვის.

ჩვენ ვალდებულნი ვართ გავუმკლავდეთ არა მხოლოდ იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც ჩვენი ეკლესიები დგას, არამედ უნდა გამოვთქვათ ჩვენი შეხედულებები იმ პრობლემებისა და შეკითხვების ირგვლივ, რომლებიც დღევანდელ სამყაროს აწუხებს.

დღეს კაცობრიობას აწუხებს არა მხოლოდ ეკონომიკური კრიზისი, არამედ, ეთიკურიც. დღეს არის კრიზისი ღირებულებათა. ხდება გადაფასება სულიერ მონაპოვართა. ბევრი ადამიანი ზედმეტად ამახვილებს ყურადღებას მატერიალურ კეთილდღეობაზე. თანამედროვე ადამიანს, თვალი და ყური მეტწილად ქონების შეძენასა და დროსტარებაზე აქვს მიპყრობილი, ავიწყდება ის ძირითადი მისია, რისთვისაც ის მოწოდებულია, ავიწყდება სული. ამიტომ, არ არის გამორიცხული ცხოვრების გზის რომელიმე მონაკვეთზე ის მას ნამსხვრევებად ექცეს.

დღეს ნათელია რომ ასეთი ადამიანები იმედგაცრუებულები დაეძებენ აზრზს ცხოვრებისას. მილიონი ადამიანი გაფაციცებული ეძებს ხელჩასაჭიდს, რომელიც გაათავისუფლებს მას სიბნელისა და შიშისაგან და ღმერთთან მიიყვანს. ჩვენი ვალია აღვადგინოთ თანამედროვე საზოგადოების ეს ნამსხვრევები, ანუ ვანუგეშოთ დაბნეული ადამიანი, აღუდგინოთ მას შერყეული ღირებულებანი და ვითარცა მართლმადიდებლებმა მივცეთ კაცობრიობას გაკვეთილად სწავლებანი ასკეტური და მისტიკური თეოლოგიიდან; ვუჩვენოთ მას ის ვიწრო ბჭე და საჭირველი გზა, რომელიც ცხონებასთან მიიყვანს.

შესანიშნავად გვესმის ის, რომ ზემოხსენებული ჩვენი მისიის შესასრულებლად მოგვიწევს სვლა გველთა და ღრიანკალთა შორის. თუმცა, ისიც ვიცით, რომ არც უფლის ამქვეყნიური გზა ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. სახარების ის საკითხავი, რომელიც ძველი სტილის მიხედვით დღევანდელ დღეს, ჯვართამაღლების წინა კვირა დღეს იკითხება, იმას გვიამბობს, რომ მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავად გაიღო საკუთარი თავი ჯვარზე გასაკვრელად და ეს იყო მისი უანგარო სიყვარულის გამოვლინება კაცობრიობისადმი.

ჩვენც მზად ვართ ამ განსაცდელებით სავსე გზის გასავლელად. ეს ჩვენი მოვალეობაცაა და მისიაც. თქვენო უნეტარესობავ, აღვსილნი მოვალეობის ამგვარი შეგნებითა და განცდით, გამსჭვალულნი პატივისცემის გრძნობით, პირადად თქვენს მიმართ და თქვენი სამწყსოს მიმართ, ვიმყოფებით აქ; შევთხოვთ ღმერთს მოგანიჭოთ ჯანმრთელობა და ძლიერება, ხოლო საქართველოს ეკლესიას სიმტკიცე, არ მოაკლოს მას კურთხევა სრულიად მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ“.

"ობიქტივი"



READ MORE - კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლმა საქართველოს პატრიარქს დახმარება სთხოვა

ღირსებაშერჩენილმა 200–მა ადვოკატმა უზენაეს სასამართლოსთან აქცია გამართა

ავტორი ნინო მიქიაშვილია
17:06 27.09.2011
უზენაეს სასამართლოსთან ღირსებაშერჩენილმა 200–მა ადვოკატმა აქცია გამართა, სამართლიანი სასამართლოსა და დაპატიმრებული ადვოკატების გათავისუფლების მოთხოვნით. აქციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ადვოკატები ალექსანდრე ჭავჭავაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების გადაკვეთასთან შეიკრიბნენ და პლაკატებითა და დაპატიმრებული ადვოკატების სურათებით ხელში უზენაესისკენ ორგანიზებულად დაიძრნენ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს და ადვოკატთა ნაწილს ხელბორკილები ედო, ზოგს ხელში დაპატიმრებული კოლეგების ფოტოები ეჭირა, ზოგს კი პლაკატები, ასეთი წარწერებით: “შეწყდეს ადვოკატებზე ნადირობა“, “სამართლიანი სასამართლო ყველას“, “თავისუფლება ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილს“, “თავისუფლება ადვოკატ მარიანა იველაშვილს“, “მოვითხოვთ კანონის უზენაესობას“, “თავისუფლება უკანონოდ დაპატიმრებულ ადვოკატებს“, “მოვითხოვთ სამართლიან მართლმსაჯულებას“, “თავისუფლება ადვოკატ თამილა ქუთათელაძეს“, “შეწყდეს ადვოკატთა დევნა სააკაშვილის რეჟიმისაგან“, “შეწყვიტეთ გივი ექვთიმიშვილის დევნა“.

უზენაესი სასამართლოს წინ ადვოკატების აქცია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის ინიციატივით გაიმართა. ამ აქციას შემდეგი ორგანიზაციები და უფლებადამცველები შეუერთდნენ: “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ და მისი ლიდერი ეკა ბესელია; “ქართული აკადემიიდან“ თემურ ნანეიშვილი; უფლებადამცველები: ლაშა ჩხარტიშვილი და ალექსანდრე შალამბერიძე; “სამოქალაქო ფრონტიდან“ ჯაბა ჯიშკარიანი, “გადაარჩინე სიცოცხლედან“ ჯამბულ გამცემლიძე, “საზოგადოებრივი დამცველიდან“ ირინა ფუტკარაძე, “ექიმთა დაცვის ლიგიდან“ გოგი ხუციშვილი , “სახალხო კრებიდან“ შალვა ობგაიძე.

“დღეს ადვოკატთა კორპუსი აქ პროტესტის დასაფიქსირებლად მოვიდა. სააკაშვილის რეჟიმი, ასეთი ბინძური, ასეთი ძალადობრივი და არაადამიანური ვერ იქნება, თუ არა ეს ფეოდალური დაწესებულება, რომელსაც ჰქვია სასამართლო და რომელსაც სააკაშვილის კარის ფეოდალი, ბატონი კუბლაშვილი მართავს. პატარა ფეოდალები, მოსამართლეები სჩადიან უკანონობას, უნამუსობას. რამდენიმე ათეულ ათასობით ადამიანია ციხეში გამომწყვდეული. მათ შორის რამდენიმე ათეული ადვოკატია, რომელთა მიმართ ბოლო 7 წელში გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ იმიტომ დადგა, რომ ისინი ადამიანის უფლებებს იცავდნენ.

საბჭოთა რეჟიმის დროს, 73 წლის განმავლობაში 80–მდე ადვოკატი მისცეს პასუხისგებაში. სააკაშვილის რეჟიმმა, ამ ფეოდალების დახმარებით 122 ადვოკატის მიმართ დააყენა გამამტყუნებელი განაჩენი. ეს შემზარავი ფაქტია, რასაც ადვოკატთა კორპუსი წინ უნდა აღუდგეს. დღეს ჩვენმა კოლეგებმა გამოხატეს პროტესტი, მოვიდნენ აქ, დავდექით ერთად, რათა ჩვენ ვუთხრათ აი, ამ ფეოდალურ სასამართლოს – შორს ხელები ადვოკატთა კორპუსისაგან! ადვოკატთა კორპუსს ყელში ამოუვიდა ის უნამუსობა, რასაც ეს ხალხი აკეთებს. გასულ თვეში აქცია გავმართეთ ევროკავშირთან, ევროსაბჭოსთან და ჩვენს პროტესტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ეს აქციები გაგრძელდება და არ დამთავრდება, სანამ უკანონოდ დაპატიმრებული ადვოკატები არ გათავისუფლდებიან და ჩვენს სახელმწიფოს არ ეღირსება სამართლიანი სასამართლო.

ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ადვოკატები პროფესიით ვერასდროს იქნებიან ხელისუფლების მხარეს, რადგან ადვოკატი პროფესიით იცავს ხალხს ხელისუფლებისგან და მათი პროფესია ამიტომაცაა ინსტიტუციონალურად ხელისუფლებასთან დაპირისპირებული პროფესია.

ადვოკატ შალვა შავგულიძის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის მართვის ძალიან მანკიერი გზა აირჩია და დაშინებითა და მოტყუებით ცდილობს მართოს სახელმწიფო. მისივე განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ადვოკატების ასეთი უსამართლო და უკანონო დევნა ხდება, საქმე გვაქვს ადვოკატთა კორპუსის დაშინების მცდელობასთან – “ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა გუნდმა სასამართლო ხელისუფლება ფაქტიურად თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცია. პროკურატურა იმთავითვე მათი ნების აღმსრულებელი იყო. სამართალწარმოების სფეროში დარჩა ადვოკატურა და ადვოკატურის ცალკეული ღირსეული წარმომადგენლები წესიერად, კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას.

ხელისუფლებამ მოახერხა და ადვოკატთა კორპუსშიც გააჩინა ძალიან სერიოზული მეხუთე კოლონა, რომელიც ბრალდების მხარესთან პირდაპირ თანამშრომლობს, რაც დაცვის მხარისთვის მიუღებელია, ვინაიდან აქ უნდა იყოს ჯანსაღი დაპირისპირება და არავითარ შემთხვევაში თანამშრომლობა, მაგრამ ადვოკატთა კორპუსში არიან ღირსეული ადვოკატები, რომლებსაც ძალუძთ თავიანთი წესიერი, პროფესიული შრომით მიაღწიონ შედეგს. სწორედ ასეთი ადვოკატების წინააღმდეგ არის ეს გალაშქრება“.

“ობიექტივის“ კითხვაზე – რატომ მოხვედით აქციაზე, “ქართული აკადემიიდან“ თემურ ნანეიშვილმა მოგვიგო:

“მხარს ვუჭერ ამ ვაჟკაც ადამიანებს, რადგან თუ სამართლიანობა არ იქნა და სასამართლო არ იქნა, დემოკრატიულ ქვეყანას ვერ ავაშენებთ. ყველას დაავიწყდა, რომ ქვეყნისა და თავისი პროფესიის ამ ერთგულმა ხალხმა, 2009 წლის დეკემბერში საქართველოში ყველაზე საგმირო საქმე ჩაიდინა – ამ ხელისფლებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები მოუგო. ხომ გახსოვთ?! – მილიონებს სთავაზობდნენ, მაგრამ არ გაიყიდნენ და გაიმარჯვეს. ახლა იმედი ამქვს, რომ თუ ასეთი თანმიმდევრულები იქნებიან, გაიმარჯვებენ და ამ გზაზე “ქართული აკადემია“ მათ გვერდზე დადგება“.

ადვოკატებთან და მათ მხარდამჭერებთან ერთად, შუახნის ქალბატონი იდგა და ტიროდა. აქციის დასრულების შემდეგ “ობიექტივი“ მას გაესაუბრა. იგი დაპატიმრებული ადვოკატის, ტარიელ მურვანიშვილის მამიდა, იზო ანდიაშვილი აღმოჩნდა:

“ტარიელი ჩვენთან ცხოვრობდა, მას ბავშვობიდან ვიცნობ. ვიცი როგორი კეთილი და წესიერია. ამისთანა ადამიანის დაპატიმრება როგორ შეიძლებოდა, ამ ქვეყანას აბა სამართალი აქვს?! ტარიელს თბილისში, არც სახლი აქვს და არც კარი. სოფელში მისი მოხუცი მშობლები ცხოვრობენ, რომელთაც ტარიელი არჩენდა, საადვოკატო საქმიანობიდან შემოსული მცირე ჰონორარით...“

ტარიელ მურვანიშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 ნოემბერს დაიწყება. გივი ექვთიმიშვილის საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ქეთევან ჯაჭვაძე 28 სექტემბერს გააგრძელებს. თამილა ქუთათელაძის საქმის არსებით განხილვას კი მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე, რომელიც ახლო წარსულში ადვოკატი იყო, 30 სექტემბრს დაიწყებს.

"ობიექტივი"


READ MORE - ღირსებაშერჩენილმა 200–მა ადვოკატმა უზენაეს სასამართლოსთან აქცია გამართა

ილგარ მამედ–ზადე მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს

ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:59 27.09.2011
რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი ილგარ მამედ–ზადე თანახმაა ექსპერტიზა ჩაიტაროს, მაგრამ ამ პროცესს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე აფერხებს, რომელმაც შესაბამისი თანხმობა უნდა გასცეს; ამასთან, მსჯავრდებული უარყოფს სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის მიერ, ტელეკომპანია “მაესტროს“ ეთერით 19 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას, იმაზე, რომ მამედ–ზადეს სხვა პატიმრებთან ჰქონდა პრობლემები და სწორედ ამის გამო, იგი სამარტოო საკანში მოათავსეს.

ეს ინფორმაცია “ობიექტივს“ მამედ–ზადეს უფლებების დამცველმა, ადვოკატმა თედო კობახიძემ მოაწოდა.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს, მსჯავრდებულ ილგარ მამედ–ზადეს, რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულების დირექტორი, ლაშა ბრეგვაძე და მისი მოადგილე, დავით ბუხრაშვილი, ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შესახებაც ჩვენთვის ცნობილი გახდა უშუალოდ მამედ–ზადეს მიერ, სახალხო დამცველის სახელზე დაწერილი 4–გვერდიანი განცხადება–საჩივრიდან, რომელიც მან 16 სექტემბერს ადვოკატ თედო კობახიძეს გადასცა და სთხოვა ადრესატამდე მიეტანა.

მამედ–ზადეს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, ზემოხსენებულ საპატიმრო დაწესებულებაში აურ–ზაური მოჰყვა – 21 სექტემბერს პატიმრებმა ის ეგრეთ წოდებული მაყურებლები სცემეს, რომლებმაც დაწერეს, რომ მამედ–ზადემ 15 სექტემბერს თვითდაზიანებები მიიყენა. საპატიმრო დაწესებულებაში მომხდარი არეულობის შესახებ “ობიექტივს“ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა შეატყობინა, რომელიც 22 სექტემბერს იმყოფებოდა რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებაში. გელა ნიკოლაიშვილმა გვითხრა ისიც, რომ ის პატიმრები, რომლებმაც “მაყურებლები“ სცემეს, არეულობის შემდეგ პატიმრები სხვადასხვა საპყრობილეებში გადაანაწილეს.

ადვოკატმა თედო კობახიძემ მსჯავრდებულ მამედ–ზადეს მიერ, 27 სექტემბერს, მის სახელზე დაწერილი განცხადების ასლი მოგვაწოდა. მასში პატიმარი ფაქტიურად აღიარებს იმ ფაქტს, რომ 16 სექტემბერს დაწერილი განცხადება–საჩივრის შემდეგ მასზე ზეწოლა განხორციელდა, რის შემდეგაც მან ამ განცხადების შემდგომ მსვლელობაზე უარი თქვა. განცხადებაში პატიმარი მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვასაც ითხოვს:

“16 სექტემბრის განცხადებას, რაც შეეხება (ვინაიდან მაქვს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ განცხადებას თუ მივცემ მსვლელობას, შეიძლება ჩემს ოჯახს შეექმნას საფრთხე), ამ ეტაპზე არ ვაპირებ აღნიშნულ განცხადებას მივცე შემდგომი რეაგირება... მინდა აცნობოთ ქვეყნის პირველ პირს და ყველა შესაბამის უწყებას, რომ დაიცვან ჩემი ოჯახის უსაფრთხოება და ასევე უზრუნველყონ ჩემი უსაფრთხოებაც“.

რაც შეეხება სახალხო დამცველის მიერ, 19 სექტემბერს, ტელეკომპანია “მაესტროს“ ეთერით გაკეთებულ განცხადებას, რომ მამედ–ზადეს სხვა პატიმრებთან პრობლემები ჰქონდა და ამიტომ სამარტოო საკანში მოათავსეს, თავად მამედ– ზადე, 27 სექტემბერს დაწერილ განცხადებაში წერს:
“რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, გაჟღერდა ინფორმაცია სახალხო დამცველისგან, რომ თიოთქოს მე სხვა პატიმრებთან მქონდა პრობლემები, რაც არ შეესებამება სიმართლეს. როგორც ბოლოდროინდელ მოვლენებამდე, ასევე ახლაც, მაქვს პატიმრებთან ნორმალური ურთიერთობა და არავითარი დაპირისპირება არ მქონია მათთან“.

მამედ–ზადე თავის განცხადებაში წერს იმაზეც, რომ სიცრუე ის, რომ თითქოს მან მიიყენა თვითდაზიანებები:

“მინდა იცოდეთ არ ვაპირებ რაიმე პრობლემა შევუქმნა ჩემს თავს, მივიყენო თვითდაზიანება. სიცრუეა ის, რომ თითქოს მე მივიყენე ის თვითდაზიანებები, რომელიც 16 სექტემბრის განცხადებაშია აღნიშნული“.

განცხადების ბოლოს მსჯავრდებული წერს იმაზე, რომ 5 დღეა არ აძლევენ ოჯახთან და ადვოკატთან დარეკვის უფლებას:

“დაახლოებით 5 დღის განმავლობაში არ მოგვეწოდება პრესა, არ მარეკინებენ, არც ოჯახში და არც ადვოკატთან და არ მეძლევა საშუალება გავიგო თუ როგორ არიან ჩემი ოჯახის წევრები“.

"ობიექტივი"


READ MORE - ილგარ მამედ–ზადე მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილის პასუხი 22 წლის ანუკის

00:01 25.09.2011
მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ ანაკლიის ტურისტული ქალაქის გახსნაზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ინცინდენტი უკავშირდება პრეზიდენტთან ფოტოს გადაღების მსურველ ქალბატონს, რომელიც ზღვაში ჩავარდა.

როგორც პრეზიდენტმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სპეციალურ რეპორტაჟში“ განაცხადა, პრობლემა იმ ადამიანებშია, რომლებიც ამ ქალბატონს აკრიტიკებენ.

„სულ ვკითხულობ ყველას აზრს, ვზივარ Facebook-ზე, სხვადასხვა ვებგვერდებზე... მახსოვს, 22 წლის ანუკი წერდა - რა საშინელება იყო ის ქალი ანაკლიაში, რომ გაექანა და კომუნისტურად ჩავარდა ზღვაში. მერე ატყდა Facebook-ზე ერთი ამბავი, ამ ქალს დასცინიან. სხედან კაფეებში თბილისის ცენტრში და ებანძებათ ის ხალხი. სინამდვილეში, საკუთარ თავში უნდა მონახონ პრობლემა. კოუმინსტურ დროში ძვირფას ანუკის არ უცხოვრია. შეგვკრებდნენ და წაგვიყვანდნენ ხოლმე. ...მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და ხშირად ვეპარებოდი, თუმცა მაინც მივყავდი - საათობით გვატარებდნენ ტრიბუნის წინ და მკაცრად გვეუბნებოდნენ, თუ ხელს არ დავუქნევდით და ტაშს არ დავუკრავდით, შეგვექმნებოდა პრობლემა. ნახეთ ის კადრები და ნახეთ ის ქალბატონი, რომელსაც გულწრფელად უხაროდა მსოფლიოში ყველაზე მაგარი კურორტის გახსნა“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ტრიბუნა.ge


READ MORE - მიხეილ სააკაშვილის პასუხი 22 წლის ანუკის

მიხეილ სააკაშვილი: ვაღიარებ, რომ ხანდახან ზედმეტი მომდის

23:36 25.09.2011
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ელიტა შევთანხმდეთ თამაშის მთავარ წესებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ არ უნდა აზარალო საკუთარი ქვეყანა. არ უნდა იმოქმედო პარტიზანის პრინციპით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების წელს არ იყოს ეკონომიკური ჩავარდნა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სპეციალურ რეპორტაჟში“ საუბრისას.

მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ არჩევნების დროს ბიზნესები ჩერდებოდა, რადგან გარკვეული პოლიტიკური ძალები აქციებს აანონსებდნენ და ბიზნესმენებს ეგონათ, რომ ქვეყანა ჩამოიშლებოდა,

პრეზიდენტის განცხადებით, მომავალმა არჩევნებმა დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩაიაროს.

ჟურნალისტის კითხვაზე, „თქვენ ხშირად გადანაშაულებენ ოპონენტების მიმართ აგრესიულად ხისტი გამონათქვამების გამოყენების გამო, თუ ეცნობით მათ მოსაზრებებს თქვენზე?“, სააკაშვილი ასე პასუხობს: „კი, ვაღიარებ, რომ ხანდახან ზედმეტი მომდის, მაგრამ ყველას გვაქვს სიტყვით თავისუფლება, მათ შორის, მეც. ძალიან მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ ადამიანების აზრს. ამიტომ, სულ ვკითხულობ ყველას აზრს, ვზივარ Facebook-ზე, სხვადასხვა ვებგვერდებზე. რა თქმა უნდა, ვუყურებ ტელევიზორს, ყველა არხს, რადგან იქ კონკრეტული ადამიანები ლაპარაკობენ. სულ ვუსმენ პოლიტიკურ ოპონენტებს, ვუყურებ თოქშოუებს“.

ტრიბუნა.ge


READ MORE - მიხეილ სააკაშვილი: ვაღიარებ, რომ ხანდახან ზედმეტი მომდის

“კათარზისის“ შენობის თურქებისთვის მიყიდვას აპირებენ

ავტორი ნინო მიქიაშვილი
01:44 25.09.2011
ზაურ ალადაშვილი: “მე მითხრეს ასე – “რად გინდა ეს შენობა, მემკვიდრეობით ხომ არ უნდა დაუტოვო ვიღაცას, ან უკაცრავად და საფლავში ხომ არ უნდა წაიღო?! იყოს სახელმწიფოსი. “კათარზისი“ კარგ საქმეს აკეთებს და თუ ეს კარგი საქმე საზოგადოებისთვის ხვალაც და ზეგაც ასეთი მნიშვნელოვანი იქნება, ეს შენობა ხვალაც და ზეგაც “კათარზისის“ იქნება“

სათნოების სახლ “კათარზისის“ შენობის გასხვისების შესახებ ინფორმაცია “ობიექტივმა“ სარწმუნო წყაროსგან შეიტყო – აღმაშენებლის გამზირზე, N121–ში მდებარე სამსართულიანი შენობის თურქებისთვის მიყიდვა აქვთ განზრახული.

ამ ეტაპზე “ობიექტივი“ გთავაზობთ ინტერვიუს სათნოების სახლ “კათარზისის“ პრეზიდენტთან, ზაურ (ოლეგ) ალადაშვილთან.

ბატონო ზაურ, ეს შენობა “კათარზისის“ საკუთრებაა?
ზაურ ალადაშვილი: ეს შენობა მუნიციპალური საკუთრებაა.

ანუ, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი გასხვისება ნებისმიერ დროს შეუძლიათ?
–მთლად ასე არ არის. ეს შენობა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ ბალანსიდან ბალანსზე “კათარზისს“ გადმოსცა. მოგეხსენებათ, ეს ის დრო იყო, საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ, რომ არსებობდა და შესაბამისად, იმდროინდელი კანონმდებლობაც დღევანდელისგან რადიკალურად განხვავებული იყო. მაშინ ბალანსიდან ბალანსზე გადმოცემა იმას ნიშნავდა, რომ ეს შენობა “კათარზისის“ საკუთრება გახდა.
ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს გამოცემული ბრძანებულებით, ადრე გასხვისებული ობიექტები სახელმწიფოს უნდა დაბრუნებოდა. ამგვარი ობიექტების ნუსხაში “კათარზისის“ ეს შენობაც მოხვდა.

“ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ამ შენობასთან დაკავშირებით,“კათარზისსა“ და თბილისის მერიას შორის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მერობის პერიოდში, დავა მიდიოდა, რაც საბოლოოდ მორიგებით დასრულდა.

მე მითხრეს ასე – “რად გინდა ეს შენობა, მემკვიდრეობით ხომ არ უნდა დაუტოვო ვიღაცას, ან უკაცრავად და საფლავში ხომ არ უნდა წაიღო?! იყოს სახელმწიფოსი. “კათარზისი“ კარგ საქმეს აკეთებს და თუ ეს კარგი საქმე საზოგადოებისთვის ხვალაც და ზეგაც ასეთი მნიშვნელოვანი იქნება, ეს შენობა ხვალაც და ზეგაც “კათარზისის“ იქნება“.

ეს ზურაბ ჭიაბერაშვილმა გითხრათ?
–არა, ბატონ ზურაბს არ უთქვამს. ეს იმ სასამართლო პროცესზე ითქვა, რომელიც ჩვენსა და მერიას შორის მიდიოდა.

რა წერია სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში?
–უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ეს შენობა “კათარზისს“ გადაეცეს უსასყიდლო უზურფრუქტის წესით, 10 წლის ვადით. ამასთან მითითებულია, რომ ამ 10 წლის განმავლობაში თბილისის მერიას მისი გასხვისების უფლება არა აქვს. ეს ათწლიანი ვადა 2014 წლის ზაფხულში იწურება.

თქვენთვის ცნობილია თუ არა, რომ ამ შენობის თურქებისთვის მიყიდვას აპირებენ?
–ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს, პირველად თქვენგან მოვისმინე. მსგავსი რამ ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია...

რამდენი ადამიანი მოდის და იკვებება “კათარზისში“?
–თბილისის “კათარზისში“ 310.

მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც მუდმივად აქ ცხოვრობენ?
–დიახ, ასეთებიც არიან – ჩვენთან 14–ადგილიანი თავშესაფარია, მხოლოდ მანდილოსნებისთვის. აქ ცხოვრობენ ისინი, ვისაც უბრალოდ, წასასვლელი არსად აქვთ.

რამდენი წელია, რაც თავშესაფარი ფუნქციონირებს?
–თავშესაფარი დაახლოებით 14 წელია ფუნქციონირებს.

და თვითონ “კათარზისი“?
–“კათარზისი“ 21 წლის არის.

რას სთავაზობთ, აქ მოსულ ადამიანებს, სადილის გარდა?
–აქ არის თეატრი, რომლითაც შეიძლება გაერთონ; არის გაზეთები, რომლებიც შეიძლება წაიკითხონ და ბიბლიოთეკა, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ; აქ არის სხვადასხვა ადგილები, ინტერესების მიხედვით. მამაკაცებს ძირითადად აინტერესებთ ნარდის, შაშისა და ჭადრაკის თამაში. თბილისში კამათელი ალბათ, იმდენჯერ არსად გაგორდება, რამდენჯერაც სათნოების სახლის ეზოში.

ანუ ეზოც გაქვთ?!
–პატარა ეზო გვაქვს. ეს რუსული პეს მსგავსი შენობაა, შიგნით ბაღია. შეგიძლიათ შეიხედოთ, ლამაზია, მოგეწონებათ. აქ მოდიან ხოლმე ექიმთან. ჩვენი აფთიაქიც გვაქვს, რა თქმა უნდა, უფასო, მაგრამ ეს აფთიაქი იმით ვერ დაიკვეხნის, რომ მასში ყველა ტიპის მედიკამენტია. ძირითადად წნევის და გულის სამკურნალო საშუალებებია. ჩვენთან არის საპარიკმახერო, სადაც შეუძლიათ გალამაზდნენ. გვაქვს სამლოცველო, რომელიც ყველა კანონიკური ნიშნის მიხედვით არის მოხატული და ნაკურთხია თვით ილია მეორის მიერ. ასე გადის დღეები, რომლებიც აქ მოსული ადამიანებისთვის საინტერესოა, რადგან ყველაფერ ზემოთქმულთან ერთად, მეგობრობის ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს.

ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ადამიანები აქ მოდიან, არა იმის გამო, რომ შიათ, არამედ, იმიტომ რომ დალაპარაკება, კონტაქტი, ელემენტარულად, ადამიანური აზრის ურთიერთგაცვლა სჭირდებათ.

რამდენჯერ და რით უპასპინძლდებით ხანდაზმულ ადამიანებს?
–აქ დღეში ერთხელ სადილობენ. ჩვენ კარგი სადილები გვაქვს. რომელიმე დღის მენიუ შეიძლება ასეთი იყოს: კიტრისა და პომიდვრის სალათი; ლობიო, ლობიოს სუპი, მაწვნის სუპი, ან რომელიმე ქალაქური სუპი. მე აბსოლუტურად უხორცო სადილებზე გელაპარაკებით. თუმცა, ხორციანი სადილიც საკმაოდ ხშირად გვაქვს და დღესაც ასეა...

"ობიექტივი"


READ MORE - “კათარზისის“ შენობის თურქებისთვის მიყიდვას აპირებენ

livepress.ge მომხმარებლებისთვის მიუწვდომელია

19:06 24.09.2011
სამეგრელო–ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრი livepress.ge უკვე 12 საათია მომხმარებლებისთვის მიუწვდომელია. გვერდზე შესულ ვიზიტორებს წარწერა Internal Server Error ხვდებათ.

არაკომერციული ორგანიზაცია "მედია ფონდის" მიერ ჩამოყალიბებული საინფორმაციო ცენტრი, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში და ასევე მის მომიჯნავე აფხაზეთში მომხდარ მოვლენებს livepress.ge-ს საშუალებით აშუქებს. ვებ-გვერდი ახალი შექმნილია და მაისის თვიდან ქართულ ინტერნეტ-სივრცეში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ობიექტური სიახლეების გავრცელებით ცდილობს.

ჩვენთან საუბრისას მედიასაშუალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საიტის დაბლოკვის მიზეზები მათთვის უცნობია და უკვე მთელი დღეა ცდილობენ დაადგინონ თუ რატომ შეექმნა საინფორმაციო ცენტრის პორტალს პრობლემები.

მსგავსი სტატია:


READ MORE - livepress.ge მომხმარებლებისთვის მიუწვდომელია

ჟურნალი "ღია ბოქლომის" სოციალური დანამატი გატეხეს

22:46 23.09.2011
23 სექტემბერს რედაქციაში მისულ თანამშრომლებს ჟურნალ "ღია ბოქლომის" facebook გვერდი გაუქმებული დაგვხვდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ინტერნეტ გვერდის სოციალურ დანამატს "პოლიტიკური ჟურნალი" ათასობით ადამიანი დაუმეგობრდა, სწორედ Facebook-ის მეშვეობით ხდებოდა მრავალი მომხმარებელისთვის სიახლეების მიწოდება.

მედიასაშუალების ბლოგის მკითხველთა დიდ ნაწილს (ისევე როგორც ქართული საიტების უმრავლესობის) სწორედ ფეისბუქელები წარმოადგენდნენ. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ახალი ამბების მიწოდების საშუალების მოსპობა მხოლოდ ქვეყნის საიდუმლო სამსახურების ინტერესებს წარმოადგენდა, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს არის ჟურნალ "ღია ბოქლომზე" განხორციელებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავდასხმა.

მიუხედავად არაერთი მცდელობისა Account–ის აღდგენა ვერ მოხერხდა.

ერთგულ მკითხველებს ვთხოვთ, შემოგვიერთდით იმ ახალ facebook ჯგუფში, რომელიც სულ ახლახანს შევქმენით და გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა ყველა ჩვენმა მკითხველმა შეიტყოს თუ რატომ შეწყდა "პოლიტიკური ჟურნალის" საქმიანობა ცნობილ სოციალურ ქსელზე. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და გულისხმიერებისთვის!

პატივისცემით სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიტიკური
ჟურნალის "ღია ბოქლომის" რედაქცია.


READ MORE - ჟურნალი "ღია ბოქლომის" სოციალური დანამატი გატეხეს

სახალხო დამცველის ოფისი რუსთავის ციხეში მომხდარი ინცინდენტის შესახებ კომენტარზე უარს ამბობს

ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:06 28.09.2011
რუსთავის N17 დაწესებულებაში, 21 სექტემბერს მომხდარი ინცინდენტის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე სახალხო დამცველის ოფისი უარს ამბობს. ამასთან, ისინი კომენტარს არ აკეთებენ “ობიექტივის“ ვებგვერდზე, გუშინ გამოქვეყნებულ მასალაში (სათაურით – რუსთავის N17 დაწესებულების პატიმრებმა “მაყურებლები“ სცემეს) გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც უშუალოდ სახალხო დამცველს და მისი ოფისის წარმომადგენლებს ეხებათ.

“ობიექტივს“ სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო ერემაშვილი გუშინ საღამოს კომენტარისთის დაუკავშირდა. მან განგვიცხადა, რომ მეორე დღეს, ანუ 23 სექტემბერს დავკავშირებოდით. ასეც მოხდა. თავიდან ერემაშვილმა გვითხრა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლების რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან დაბრუნებას ელოდებოდა. მას ხელმეორედ ტელეფონით დავუკავშირდით და კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ, როგორც რუსთავის N17 დაწესებულებაში მომხდარ ინცინდენტზე, ისე ჩვენს მიერ მომზადებულ მასალაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც ნინო ერემაშვილისგან ასეთი პასუხი მივიღეთ – “მასალაში აბსურდული ფაქტები იყო მოყვანილი, რაზეც კომენტარს არ გავაკეთებთ“.

სახალხო დამცველის ოფისი კომენტარს, არც რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაში მომხდარ ინცინდენტზე აკეთებს, რისი მიზეზიც ერემაშვილმა არ დააკონკრეტა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 22 სექტემბერს, “ობიექტივმა“, ადვოკატებზე: გელა ნიკოლაიშვილზე, თედო კობახიძე და გარკვეულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მოამზადა მასალა სათაურით, N17 დაწესებულების პატიმრებმა “მაყურებლები“ სცემეს, გელა ნიკოლაიშვილი 21 სექტემბერს, რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებაში მომხდარ ინცინდენტზე ჰყვება და ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული მაყურებლები პატიმრებმა მას შემდეგ სცემეს, რაც მათ ხელმოწერით დაადასტურეს ის, რომ თითქოს, მსჯავრდებულმა ილგარ მამედ–ზადემ თვითდაზიანებები მიიყენა და რომ ის ციხის დირექტორს, მის მოადგილეს და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებს არ უცემიათ.

ამასთან, ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მსჯავრდებულ მამედ–ზადეს, სახალხო დამცველის სახელზე დაწერილი განცხადება–საჩივრის შემდგომ მსვლელობაზე უარის თქმაში, ციხის ადმინისტრაციის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და სახალხო დამცველის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ზემოხსენებულ მასალაში, მსჯავრდებულ ილგარ მამედ–ზადეს დედა, ია ქაჯაია, ადვოკატ თედო კობახიძის სახელზე დაწერილ განცხადებაში ამბობს, რომ სახალხო დამცველი “აფარებს ხელს ადმინისტრაციის განუკითხავ ქმედებებს“...

"ობიექტივი"



READ MORE - სახალხო დამცველის ოფისი რუსთავის ციხეში მომხდარი ინცინდენტის შესახებ კომენტარზე უარს ამბობს

რუსთავის N17 დაწესებულების პატიმრებმა “მაყურებლები“ სცემეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:06 23.09.2011
რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებაში, 15 სექტემბერს მსჯავრდებულ ილგარ მამედ–ზადეს ფიზიკურ შეურაცხყოფას, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რაც ზემოხსენებული საპატიმრო დაწესებულებიდან პატიმრების ეტაპირების მიზეზი გახდა. ეს ამბავი “ობიექტივმა“ ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილისგან შეიტყო.

ამასთან, მამედ–ზადეს უფლებების დამცველი ადვოკატის, თედო კობახიძისგან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მამედ–ზადეს დედამ, ია ქაჯაიამ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორთან“ ხელშეკრულება გააფორმა. თედო კობახიძემ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს, დავით ჭაკუას შუამდგომლობით მიმართა, რათა საპატიმროში ექსპერტები შეუფერხებლად შევიდნენ. ანალოგიური მიმართვა პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემაც გააკეთა.

რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებაში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაცია არ დევს. ამავე უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, თეა სუხიშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

“ობიექტივი“ დაინტერესდა ზემოხსენებულ ინდინდენტთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა ინფორმაცია სახალხო დამცველის ოფისს. ამავე უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნინო ერემაშვილს დავუკავშირდით. ჩვენი სატელეფონო საუბარი სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, საღამოს რვა საათზე შედგა. ამის გამო, ერემაშვილმა ვერაფერი გვითხრა. შევთანხმდით იმაზე, რომ კომენტარისთვის ხვალ დავუკავშირდებით (ინცინდენტზეც და ამ მასალაში მოყვანილ სხვა ფაქტებზეც).

შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებულმა ილგარ მამედ–ზადემ, 16 სექტემბერს მისი უფლებების დამცველ ადვოკატს, თედო კობახიძეს გადასცა სახალხო დამცველის სახელზე შედგენილი 4–გვერდიანი განცხადება–საჩივარი, რომელშიც წერს, რომ 15 სექტემბერს მის ცემა–წამებაში საპატიმრო დაწესებულების დირექტორი, ლაშა ბრეგვაძე და მისი მოადგილე, დავით ბუხრაშვილი, ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ. ზეპირი განცხადებების საფუძველზე ცნობილია, რომ მოგვიანებით პატიმარმა მის მიერ დაწერილი განცხადება–საჩივრის მსვლელობაზე უარი განაცხადა.

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი 22 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში “ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო და 21 სექტემბერს, რუსთავის N17 დაწესებულებაში მომხდარ ინცინდენტზე ისაუბრა. მოგვიანებით მას დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით:

ვინ აიძულა მამედ–ზადე უარი ეთქვა საქმის მსვლელობაზე?
გელა ნიკოლაიშვილი: –ადმინისტრაციამ, პატიმრებმა, დეპარტამენტის წარმომადგენელმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. ეს ადამიანები ერთად და ცალ–ცალკე, ზოგი მკვლელობით ემუქრებოდა, ზოგი დედამისის დაჭერით, ზოგი სასჯელის დამატებით. სახალხო დამცველის წარმომადგენელი მას ურჩევდა, რომ “მისთვის ასე იყო უკეთესი“.

თქვეს სახალხო დამცველის წარმომადგენლის ვინაობა?
–ვინაობა არ იციან. დაბალი, გამხდარი ახალგაზრდა კაცი იყოო. საპატიმროში მსჯავრდებულთან ვინ შევიდა, ეს ადვილი დასადგენია.

რის გამო დაუპირისპირდნენ პატიმრები ერთმანეთს?
–ეგრეთ წოდებულმა მაყურებლებმა დაწერეს და ზოგიერთსაც მოაწერინეს ხელი, რომ ილგარ მამედ–ზადემ თვითდაზიანებები მიიყენა. ამან საპატიმრო დაწესებულებაში მყოფთა უმრავლესობის აღშფოთება გამოიწვია. ჩხუბი მოხდა და “მაყურებლები“ სცემეს.

აი, ამ დიდი დაპირისპირების შემდეგ მოხდა ბევრი პატიმრის (სავარაუდოდ რამდენიმე ათეულის) ეტაპირება. ისინი საფრთხის ქვეშ არიან. საერთოდ, ახალ დაწესებულებაში გადაყვანისას ყველას ურტყამენ, მაგრამ 21–ში მომხდარი ინცინდენტის დროს “მაყურებლების“, ანუ ადმინისტრაციის სასარგებლოდ მომუშავე პატიმრების ცემა ადმინისტრაციამ შესაძლოა საკუთარ ცემად ჩათვალოს. იქიდან ეტაპირებული პატიმრები ფიზიკურ განადგურებას თუ გადაურჩნენ, შესაძლოა ისე სცემონ, რომ დააინვალიდონ.

ამიტომ, “ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში მოვუწოდე ადვოკატებს, პატრონებს, მოიკითხონ რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებაში, 21 სექტემბრამდე მყოფი პირები. რამდენიმეს გვარი დავაზუსტე და გავიგე, რომ ნამდვილად რუსთავის N6 დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. სავარაუდოდ, სხვებიც იქ უნდა იყვნენ.

რა მდგომარეობაშია მამედ–ზადე?
–სავარაუდოდ, ის რუსთავის N17 დაწესებულებიდან გადაყვანილი არ არის, რადგან მან ფაქტიურად უკვე უარყო ის, რომ დირექტორმა სცემა. ანუ თავისას მიაღწიეს, იქიდან გამომდინარე, რომ მას მკვლელობით ემუქრებოდნენ და ამ უარყოფით სიცოცხლე გადაირჩინა.

მამედ–ზადეს დედამ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ხელშეკრულება გააფორმა.

რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ ილგარ მამედ–ზადეს, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას ჩაუტარებენ, ხოლო დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორის“ სპეციალისტები სამედიცინო შემოწმებას, “მისი სხეულის დაზიანების ხასიათის, ხანდაზმულობის და ამ მიმართულებით სხვა საკითხების დასადგენად“. ეს ინფორმაცია “ობიექტივს“ მამედ–ზადეს უფლებების დამცველმა, ადვოკატმა თედო კობახიძემ მოაწოდა და შესაბამისი დოკუმენტაციაც წარუდგინა.

ადვოკატმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დავით ჭაკუას უკვე მიმართა, შესაბამისი შუამდგომლობით, რომლის ბოლოს აღნიშნულია:

“გთხოვთ, შემჭიდროვებულ ვადებში გასცეთ ერთობლივი ნებართვა, ექსპერტების/სპეციალისტების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულებაში შესვლის თაობაზე, მსჯავრდებულ ილგარ მამედ–ზადეს გასინჯვის მიზნით და ამავდროულად, მეც, როგორც მსჯავრდებულის ადვოკატს მომცეთ უფლება დავესწრო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გასინჯვის პროცესს. ასევე გთხოვთ, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოთ პატიმარ ილგარ მამედ–ზადეს ბადრაგირება, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო სამსახურში“.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში სამი კითხვაა დასმული; დაცვის მხარე და ოჯახი ითხოვს გაირკვეს: “1.აღენიშნება თუ არა ილგარ მამედ–ზადეს რაიმე ფიზიკური დაზიანების ნიშნები; 2.დადებითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიდგინოთ დაზიანებების ხასიათი და სხეულის დაზიანების ხარისხი; 3.დაგვიდგინეთ დაზიანებების ხანდაზმულობა, ანუ მიყენებულია თუ არა აღნიშნული დაზიანებები ამა წლის 15 სექტემბერს“.

რუსთავის N17 დაწესებულებაში ექსპერტების დაუბრკოლებლად შესვლას პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძეც მოითხოვს:

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, მსჯავრდებულ მამედ–ზადეს ინტერესების დამცველი ადვოკატისგან, იმის საფრთხე არსებობს, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მაღალჩონოსნებმა რეალურად შეაფერხონ იმ ექსპერტ–სპეციალისტების შესვლა საპატიმრო დაწესებულებაში, რომლებმაც მასზე აღბეჭდილი ფიზიკური კვალის უტყუარობა უნდა დაადასტურონ, რაც ვიზუალურად ჩანს და რასთან დაკავშირებითაც ადვოკატმა არაერთი განცხადება გააკეთა.

ამასთან, რამდენადა ჩემთვისაა ცნობილი, პატიმართან იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფიდან და აღნიშნული ვიზუალური დაზიანების ფაქტს ისინიც ადასტურებენ.

ყველა სხვა ფაქტი, რომელიც დაკავშირებული იქნება უშუალოდ მამედ–ზადეს ჩვენებასთან, რა თქმა უნდა, არსებითი მნიშვნელობა ექნება, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა იმის უტყუარი მტკიცებულება იქნება, თუ რა სახის დაზიანება აღენიშნება მას და რითია მიყენებული აღნიშნული დაზიანებები.

შესაბამისად, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს, როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელ პირს, თქვენი მედიასაშუალებით მივმართავ ზეპირად, ხოლო უახლოეს დღეებში ფორმალურად, წერილობით, რომ თავად აიყვანოს კონტროლზე აღნიშნული საკითხი და უზრუნველყოს ექსპერტი–სპეციალისტების დაშვება მსჯავრდებულ მამედ–ზადესთან“.

სანამ პატიმრის დედა, ია ქაჯაია ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე ხელშეკრულებას გააფორმებდა, ადვოკატ თედო კობახიძეს ასეთი შინაარსის განცხადებით მიმართა:

“დღეის მდგომარეობით, მიუხედავად იმისა, რომ ილგარი ამბობს, რომ მას აღარ ემქურება საშიშროება ციხის ადმინისტრაციის (კერძოდ, დირექტორის, ლაშა ბრეგვაძის, მოადგილის დავით ბუხრაშვილის, “დეპეენკას“ ოფიცრის, სოსოს და სხვათა) მხრიდან, ეს არის მხოლოდ პენიტენციალური სისტემის შემდგომი წნეხის, ზეწოლისა და ასევე, სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიმართ უნდობლობის შედეგი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ილგარის განცხადებებისა, რომ მას აღარ სჭირდება შველა, სწორედაც, რომ ახლა სჭირდება შველა, ისე, როგორც არასდროს და თუ დრო გაიწელა და მას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კვალი გადაუვიდა, შემდეგ იგი ბევრად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და შეიძლება, მის სიცოცხლესაც შეექმნას საფრთხე, რასაც არც ახლა გამოვრიცხავ.

ზუსტად ვიცი, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს დეპარტამენტის, თუ კონკრეტულად N17 დაწესებულების ხელმძღვანელობა, ყველა ზომას მიმართავს, რომ დაიფაროს ლაშა ბრეგვაძისა, თუ სხვათა დანაშაული, ჩემს შვილს გადაუვიდეს ფიზიკური დაზიანებების კვალი და შემდეგ, რომელიმე პატიმარს დააბრალონ ჩემი შვილის ლიკვიდაციის კვალი, ან მინიმუმ სასჯელი მოუმატონ, როგორც ილგარი წერს მის განცხადება–საჩივარში, წინააღმდეგობის გაწევაზე, ან უკანონო ნივთის შენახვასა, თუ ტარებაზე, რასაც ადვილად დაუმტკიცებენ და მოწმეებსაც ადვილად გამონახავენ.

მე არ მჯერა სახალხო დამცველის დახმარების, მაშინ, როდესაც 19 სექტემბერს “მაესტროს“ სიუჟეტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ილგარ მამედ–ზადესთვის მიყენებული დაზიანებები არის უმნიშვნელო. ანუ სახალხო დამცველის წარმომადგენლები ექსპერტის ფუნქციებს ითავსებენ და ასევე, ისინი უშვებენ, რომ პატიმრების უმნიშვნელოდ ცემა დასაშვებია და საერთოდ, ცალსახად რატომ აცხადებს სახალხო დამცველი, რომ პატიმრის განცხადების საფუძველზე ძიება უნდა შეწყდეს? ამით ის აფარებს ხელს ადმინისტრაციის განუკითხავ ქმედებებს.

დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილის განცხადება, შევწყვიტოთ ჩივილი და არ ჩავუტაროთ ექსპერტიზა, სწორედაც, რომ უკიდურესი წამების შედეგად არის გაცხადებული. ილგარის პოზიცია, როდესაც გუშინ ასე თავდადებით ლაპარაკობდა უკან არდახევაზე, უკვე მიანიშნებს, რომ მასზე უარესი ფსიქოლოგიური, თუ ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა და იგივე სახალხო დამცველის დაგვიანებული “დახმარების“ ხელშეწყობით, პოზიცია სასწრაფოდ შეაცვლევინეს.

ბატონო თედო, თქვენ ადმინისტრაციაში განა არ გთხოვეს, რომ პატიმრის მიერ დაწერილი განცხადება–საჩივარი არ გამოგეტანათ?! მაგრამ მიუხედავად დიდი ხელისშემშლელი გარემოებებისა, მაინც გამოიტანეთ და სახალხო დამცველი, მისი განცხადებით, წამების მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ტოვებს წამების მდგომარეობაში და ადმინისტრაციას ხელს უწყობს მასზე ზეწოლა გააგრძელოს. სახალხო დამცველი განა ვერ, არამედ არ ხედავს ამ ყველაფერს.

ძალიან კარგად მესმის ჩემი შვილის და მიუხედავად მისი განცხადებისა, რომ მას აღარ სჭირდება შველა, ბატონო თედო, მოგმართავთ თქვენ და გთხოვთ, იმოქმედოთ, როგორც ილგარის მიერ, 16 სექტემბერს განცხადება–საჩივარშია აღნიშნული, კანონის შესაბამისად და დაიცვათ ჩემი შვილი უკანონობისგან, წამებისგან“.

"ობიექტივი"


READ MORE - რუსთავის N17 დაწესებულების პატიმრებმა “მაყურებლები“ სცემეს

მეორე ნაწილი: რატომ მოვედი პოლიტიკაში

<<<პირველი ნაწილი

ბევრი სვამს კითხვას და ბევრს უკვირს, მე, წარმატებულმა ბიზნესმენმა, ყოველმხრივ უზრუნველყოფილმა ადამიანმა, რატომ შევაგდე ყველაფერი სასწორზე და რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა?

ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია იმიტომ, რომ ვხედავ სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს არ აქვს ფასი, არც ქონებას, არც ფულს, არც პრივილეგირებულ მდგომარეობას.

ეს სიტყვები ჩვენს კომფორმიზმით დაავადებულ საზოგადოებაში შეიძლება ვინმეს ხმამაღლა ნათქვამად მოეჩვენოს და სწორედ ამაშია ჩვენი ყოფის უბედურება. არ დავმალავ, სანამ პოლიტიკაში მოსვლას გადავწყვეტდი, ორჯერ დავაპირე საქართველოდან წასვლა.

ვისაც არ სჯერა შეუძლია გადაამოწმოს და ნახოს, როგორც დავაბრუნე უკან შეკვეთილი თვითმფრინავები, ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ოჯახის წევრებმა, ჩემმა მეუღლემ და ჩემმა ვაჟებმა მითხრეს _ შენ შეგიძლია წახვიდე, ეს შენი ნებაა, მაგრამ ჩვენ აქ ვრჩებითო.

ჩემმა უფროსმა ვაჟმა, უტამ მითხრა, თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო.

მე და ჩემმა მეუღლემ იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც საფრანგეთში გაიზარდნენ, ჩვენზე უფრო დიდი პატრიოტები და ჩვენზე უფრო კარგი ქართველები არიან. უტას სიტყვები ბოლო წვეთი იყო, რამაც ყველაფერი გადასწონა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა.

მე შევძელი მეჯობნა საკუთარი თავისთვის, დამეძლია ჩემს თავში შიში, ეჭვი, სკეპტიციზმი, ახლა კი ჯერი თქვენზეა.

ახლა თითოეულმა თქვენგანმა, ამ ქვეყნის თითეულმა მოქალაქემ, უნდა შესძლოს საკუთარ თავზე გამარჯვება და საერთო საქვეყნო საქმის გარშემო დარაზმვა.

ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი თანაბარნი და თანასწორუფლებიანი ვართ და ყველას თანაბრად გვაწევს პასუხისმგებლობა ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე.

პოლიტიკაში იმიტომ მოვდივარ, რომ მივხვდი, მხოლოდ ქველმოქმედებით, ფინანსური დახმარებით და სპონსორობით, ცალკეულ სფეროებში ინვესტიციების ჩადებით და ლოკალური ღონისძიებებით, ქვეყანაში არსებულ საერთო ვითარებას და საერთო მდგომარეობას ვერ შეცვლი, თუ ყოველივე ამას ქვეყნის ხელისუფალთა პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა არ უმაგრებს ზურგს.

მე მივხვდი ჩემს შეცდომებს და მივედი იმ დასკვნამდე, რომ საჭირო და აუცილებელია პირველყოვლისა შეიცვალოს პოლიტიკური გარემო ქვეყანაში, შეიცვალოს ზოგადად პოლიტიკოსის და პოლიტიკის არსის და დანიშნულების გაგება ჩვენს ცნობიერებაში.

მე მოვდივარ პოლიტიკაში არა ვინმეს დასამარცხებლად, არა ვინმეზე შურის საძიებლად, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის გასამარჯვებლად.

საქართველოს დასაკარგი კაცი არ ჰყავს, თითოეული ადამიანის პოტენციალი უნდა იქნეს სათანადოდ გამოყენებული და დაფასებული, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, მე ყველას ვუწვდი ხელს სათანამშრომლოდ, მათ შორის ჩემს ოპონენტებსაც, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ სანამ გავერთიანდებოდეთ, ყველას და ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი უნდა დაერქვას, ყველა უნდა წარვდგეთ ერთმანეთის წინაშე არა ნიღბით, არამედ ჩვენი ნამდვილი სახით, ყველა უნდა გავთავისუფლდეთ ნებსით თუ უნებლიეთ წამოკიდული ტვირთისაგან.

მე მზად ვარ საზოგადოებისგან წამოსულ ნებისმიერ კითხვას გავცე ამომწურავი პასუხი და ამასვე მოვითხოვ სხვებისგანაც.

არც მე ვარ უშეცდომო და ჩემს შეცდომებს არ ვმალავ, ვფიქრობ, ასევე უნდა მოიქცნენ სხვებიც და რაღაცეებზე უარი უნდა თქვან, აი, ამის შემდეგ მე მზად ვარ ნებისმიერ მათგანთან ვითანამშრომლო, სხვანაირად და სხვაგვარად ჩვენი ურთიერთობა არ შედგება.

ჩემი აზრით, ჯერ უნდა გაივლოს სადემარკაციო ხაზი, უნდა შეიქმნას ორი პოლუსი და ნათლად უნდა ითქვას, მიზეზთა და მიზეზთა გამო ვისი გვერდით ვერ დავდგები და ვისთან ვერ ვითანამშრომლებ.


READ MORE - მეორე ნაწილი: რატომ მოვედი პოლიტიკაში

გირგვლიანის საქმის ხელახალ გამოძიებას ევროსაბჭოს 1 000–ზე მეტი ადამიანი სთხოვს

ავტორი ნინო მიქიაშვილი
20:28 23.09.2011
ევროპის საბჭოს ოფისში “თავისუფალმა დემოკრატებმა“ 1 000–ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს – ხელმომწერები ევროსაბჭოს ნდობას უცხადებენ და ევროპული სასამართლოს მიერ, გირგვლიანი–ენუქიძის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების საქმეში დახმარებას სთხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ცდილობს თავი აარიდოს გირგვლიანის მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას.

ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე, ევროპის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის ოფისთან, 23 სექტემბერს “თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივით ნდობის აქცია გაიმართა, რომლის მთავარი ლოზუნგი იყო – “ ევროსაბჭოს დახმარებით სამართალი იზეიმებს“. აქციაში დაახლოებით 300–მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

“თავისუფალი დემოკრატების“ გარდა იქ იყვნენ სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატები: შალვა შავგულიძე (რომელიც ამავდროულად “თავისუფალი დემოკრატების“ წევრია) და დავით ჯანდიერი; შვილმოკლული მშობლები: ია მეტრეველი, ჯამბულ გამცემლიძე, სოსო რობაქიძე; პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე; ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი; “ქართული აკადემიიდან“ თამაზ ჯოლოგუა, თემურ ნანეიშვილი, გელა დოლიძე; უფლებადამცველები: ჯაბა ჯიშკარიანი, ნოდარ ეფრემიძე და დაჩი ცაგურია...

ევროსაბჭოს ოფისთან აქციის გამართვის მიზანი ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ასე ახსნა:
“იუსტიციის სამინისტროდან მიღებული ოფიციალური პასუხიდან, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო გამოსვლებიდან ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ხელახალი, ქმედითი, სამართლიანი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას (შემდგომ შესაბამისი სასამართლო განხილვით) არ აპირებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ, ახლა უკვე ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სრულყოფილი აღსრულებისთვის გვჭირდება ევროპული სტრუქტურების, კონკრეტულად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დახმარება, რომელიც კონვენციის 46–ე მუხლის თანახმად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ზედამხედველობს. დღეს ჩვენი აქ შეკრებით ნდობას ვუცხადებთ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს და მივმართავთ წერილობითი თხოვნით. სწორედ ამაზე მიმდინარეობს ხდება ახლა ხელმოწერები – ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტს ვთხოვთ შესაბამისი ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე და აიძულოს გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ჩატარდეს ხელახალი, ქმედითი, სამართლიანი და ობიექტური გამოძიება, შემდგომი შესაბამისი სასამართლო განხილვით.

მნიშვნელოვანია რომ ამ გამოძიებაში უზრუნველყოფილი იქნას დაზარალებულის, გურამ გირგვლიანის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მონაწილეობა, ვინაიდან მოგეხსენებათ, საქართველოში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, დაზარალებული საერთოდ აღარ განიხილება მხარედ და თუ არ იქნა ევროპული სტრუქტურების ჩარევა, ახალი გამოძიება შეიძლება დაიწყონ, მაგრამ ის ჩაატარონ დაზარალებული მხარის და მისი ინტერესის დამცველი ადვოკატების გარეშე.

ახალმა გამოძიებამ უნდა გამოავლინოს ყველა დამნაშავე პირი, ვისაც თავისი წვლილი მიუძღვის ამ საზარელი დანაშაულის ჩადენაში და სწორი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს თითოეული მათგანის მოქმედებას. ისინი სათანადოდ უნდა დაისაჯნონ. ამას ითხოვს სამართლიანობა, ამას ითხოვს ჩვენი დღევანდელი აქცია, ამას ითხოვს ქართული საზოგადოება, რომელიც უსამართლობას არასოდეს შეეგუება“.

ტექსტი, რომელზეც ხელმოწერებიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ევროპის საბჭოს ოფისთან გამართულ აქციაზე გაგრძელდა, ასეთი შინაარსისაა:

“აქციის მონაწილეები ევროსაბჭოს ნდობას უცხადებენ იმ საშინელი მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენის აღსრულების საკითხში, რომელიც 2006 წლიდან დღემდე ქართულ საზოგადოებას უკიდურესად აღელვებს. ჩვენ, დღეს აქ შეკრებილი საზოგადოება მივესალმებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ენუქიძისა და გირგვლიანის საქმეზე (N 25091/07) გამოტანილ განაჩენს.

ამ განაჩენის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, მოსამართლეებმა და საქართველოს პრეზიდენტმა “პირი შეკრეს, რათა მკვლელობის ამ ამაზრზენ საქმეზე მართლმსაჯულება არ განხორციელებულიყო“ (განაჩენის 276-ე პარაგრაფი).
ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ არ არსებობს ეფექტიანი სტრასბურგის სასამართლო, მისი განაჩენის ეფექტიანი აღსრულების გარეშე. ამიტომ ნდობას ვუცხადებთ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს, გირგვლიანის განაჩენის სათანადოდ აღსრულების საკითხში და გვწამს, რომ მისი ზედამხედველობის ქვეშ, ხელისუფლება გამოასწორებს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ხარვეზებს. კერძოდ, ხელისუფლება:

ჩაატარებს ხელახალ გამოძიებას მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, რათა, სხვებს შორის, გამოირკვეს ოლეგ მელნიკოვის, თაკო სალაყაიას, დათა ახალაიას, გურამ დონაძის, ვასილ სანოძის როლი, ამ დანაშაულის ჩადენაში და სწორი კვალიფიკაცია მიეცეს ყველა დამნაშავე პირის ქმედებას;
დააკისრებს პასუხისმგებლობას საქმის გამყალბებელ პროკურორებს;
გაატარებს სანქციებს სამივე ინსტანციის მოსამართლეების მიმართ, რომელთაც უარი თქვეს მართლმსაჯულების განხორციელებაზე;
უზრუნველყოფს ოთხი მსჯავრდებულის მიერ უკვე მისჯილი და ისედაც გულმოწყალე სასჯელის ბოლომდე მოხდას საპატიმროში“.

"ობიექტივი"


READ MORE - გირგვლიანის საქმის ხელახალ გამოძიებას ევროსაბჭოს 1 000–ზე მეტი ადამიანი სთხოვს

ლაშა არქანიას საქმის გამომძიებელი გაათავისუფლეს, პროკურორი გამოძიებას ჩამოაცილეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:06 22.09.2011
ნაწამებ პატიმრებს შორის ლაშა არქანია ის ერთადერთი გამონაკლისი აღმოჩნდა, რომელმაც უკან არ დაიხია – მას არც სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემული ახსნა–განმარტების შემდგომ მსვლელობაზე უთქვამს უარი და არც ექსპერტიზის ჩატარებაზე. ლაშა არქანია მისი საქმის ობიექტურად გამოძიებას ითხოვს.

სანამ არქანიას საქმეში არსებულ სიახლეებს შემოგთავაზებთ, რომელზეც “ობიექტივს“ ადვოკატი ქეთი ბექაური ესაუბრა, შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 17 ივნისს, სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის ლაშა არქანიას მიცემული ახსნა–განმარტება “ობიექტივის“ ვებგვერდზე 27 ივნისს გამოქვეყნდა, სათაურით – 35 წლის პატიმარ ლ.ა-ს ცემით და გაუპატიურების მუქარით სასურველი ჩვენება დააწერინეს; 25 ივლისს გამოვაქვეყნეთ მასალა სათაურით – ამოჩემებული არქანიები (რომელშიც მსჯავრდებულ მალხაზ არქანიას წამების ფაქტზეც იყო საუბარი), ხოლო 24 აგვისტოს ინტერვიუ ქეთი ბექაურთან, სათაურით – ნაწამებ ლაშა არქანიას 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით კეკენაძემ ლაშა არქანიას საქმე 23 აგვისტოს განიხილა და განაჩენიც იმავე დღეს გამოიტანა. არქანიას ბრალი დაედო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვასა და ტარებაში, რომელიც მისი უფლებების დამცველი ადვოკატის მტკიცებით, თვალით არ უნახავს და შესაბამისად, 23 აგვისტოს გამოტანილი განაჩენი უკანონოა:

“ჯვრის პოლიციაში, წამების შემდეგ იძულებული გახადეს ეგრეთ წოდებულ აღიარებით ჩვენებაზე ხელი მოეწერა. ასევე, მას უსაფუძვლოდ და უკანონოდ ბრალი დასდეს ნარკოტიკული საშუალების, ჰეროინის შეძენა-შენახვაში. ლაშა არქანიას ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია, არც შეუძენია და არც შეუნახია. მის შეძენა-შენახვაზეც აღიარებით ჩვენებას ხელი იძულებით, წამების შედეგად მოაწერინეს“.

განაჩენის გამოტანამდე ხუთი დღით ადრე, 18 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ, ლაშა არქანიას წამების ფაქტზე, 144–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ბე ქვეპუნქტით დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, რასაც ადვოკატი ქეთი ბექაური წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს:
“შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პრეცენდენტი, რადგან საქართველოს სინამდვილეში უამრავი ნაწამები პატიმარია, მაგრამ წამების მუხლით გამოძიების დაწყება იშვიათი გამონაკლისია“.

იმათ, ვინც ლაშა არქანიას წამებაში მონაწილეობა მიიღეს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, 144–ე პრიმა მუხლის მეორე პუნქტის ბე ქვეპუნქტი ასეა განმარტებული:

“წამება, ესე იგი პირისათვის, მისი ახლო ნათესავისათვის, ან მასზე მატერიალურად, ან სხვაგვარად დამოკიდებული პირისათვის ისეთი პირობების შექმნა, ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით, ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ან ფსიქიკურ, ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების, ან აღიარების მიღება, პირის დაშინება, ან იძულება, ანდა პირის დასჯა მის, ან მესამე პირის მიერ ჩადენილი, ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე“.

ლაშა არქანია 2011 წლის 14 ივნისს დააკავეს და აწამეს, რაც ადვოკატ ქეთი ბექაურის თქმით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა:

“მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები გაუჩნდა, რის გამოც ჩვენთვის ეტაპობრივად გახდა ცნობილი მასთან მიმართებაში გამოყენებული წამების მეთოდები:

ფიზიკური ძალადობა სასქესო ორგანოზე, ხელჯოხით გაუპატიურების მუქარა, იღლიებში სიგარეტებით დამწვრობის მიყენება. მას მეტყველება შეფერხებული აქვს. ორივე ყურში ჩირქი აქვს ჩამდგარი. ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას“ გამოცდილმა სამედიცინო ექსპერტებმა, ფსიქიატრებმა, ნევროპათოლოგებმა და ნეიროქირურგებმა ლაშა არქანიას მესამედ ჩაუტარეს გამოკვლევა. მათ მიერ მომზადებულ დასკვნას საგამოძიებო ორგანოში წარვადგენთ.

სანამ იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს არ მივმართეთ, წამების საქმეს პროკურორი ლევან ფიფია არ ჩამოაცილეს. საქმე იმაშია, რომ ფიფია საპროცესო ზედამხედველობას უწევდა ლაშა არქანიას საქმეს, ნარკოტიკებთან და იარაღის შეძენა–შენახვასთან დაკავშირებით. აი, ამ უკანონო ბრალდების საქმეშიც ის მონაწილეობდა და შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა, როლანდ ახალაიამ სწორედ ლევან ფიფიას დაავალა არქანიას წამების საქმის გამოძიება, მაშინ, როცა ფიფიამ არქანიას დაკავების დღიდან იცოდა, რომ აწამებდნენ და ხმას არ იღებდა.

წამების საქმეზე ფიფიას დანიშვნა საპროცესო კანონმდებლობით მიუღებელი ფაქტია და ამასთან, ეს საერთაშორისო ნორმების დარღვევაც არის. ლევან ფიფიამ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული დაფარა. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა ლაშა არქანიას წამებაში მონაწილე პირების გვარები:

სოსო აბაშიძე, ჯვრის პოლიციის უფროსი, რომელიც 13 ივლისს ავტოკატასტროფაში დაიღუპა; წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს უფროსი, გოგოხია; პროკურატურის თანამშრომელი რუსლან კვარაცხელია; ვინმე კოდუა, რომელიც ზუგდიდში მსახურობს, თუ წალენჯიხაში ახლა ვადგენთ; გამომძიებელი ილუშა აქუბარდია, რომელიც უყურებდა თუ როგორ სცემდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ ლაშა არქანიას. მოცემულ შემთხვევაში უმოქმედებაც დანაშაულია და აქუბარდიაც ამ წამების მონაწილეა. ის დაკავებული თანამდებობიდან სასწრაფოდ გაათავისუფლეს, მაგრამ თუ ჰგონია, რომ ამით გადარჩება, მის მიმართ პასუხისმგებლობა არ დადგება, ხელში თოხს აიღებს, ყანას გათოხნის და იცხოვრებს ბედნიერად, ძალიან ცდება. აბსოლუტურად ყველა დამნაშავე დაისჯება. მათ შორის პროკურორი ლევან ფიფია, რომელიც მართალია, ამ საქმიდან აცილებულია, მაგრამ დანარჩენებთან ერთად პასუხი მანაც უნდა აგოს“.

ადვოკატ ქეთი ბექაურის თქმით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, დავით კეკენაძის მიერ გამოტანილ განაჩენს, 22 სექტემბერს გაასაჩივრებენ წალენჯიხის რაიონულ სასამართლოში, საიდანაც საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნება. ადვოკატის განმარტებით, ლაშა არქანიას ოჯახს, არც ერთი ნაბიჯი უკან არ გადაუდგამს:

“არქანიები სიმართლის დადგენაში დაცვის მხარესთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ და რაც ყველაზე მისასალმებელია, თვითონ ლაშა არქანია ბოლომდეა მოწადინებული სიმართლე დადგინდეს და დამნაშავეები დაისაჯნონ. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა კომისიამ დაადგინა, რომ ლაშა არქანია პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული (არქანიას ახსნა–განმარტების თანახმად, მას აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ დასავლეთ საქართველოში მომხდარ აფეთქებებში აქვს მონაწილეობა მიღებული; “ობიექტივი“). ლაშა არქანიას უკანონო დაკავების გამო უკვე მზადდება ევროპულ სასამართლოში გასაგზავნი განაცხადი, რასაც მისი წამების საქმეც მიჰყვება“.

"ობიექტივი"


READ MORE - ლაშა არქანიას საქმის გამომძიებელი გაათავისუფლეს, პროკურორი გამოძიებას ჩამოაცილეს

რუსი ჟურნალისტი ნანი ბრეგვაძისა და ბუბა კიკაბიძის ურთიერთობით დაინტერესდა [video]

14:37 21.09.2011
რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი ახალ მხატვრულ ფილმს იღებს. გადაღებები ბათუმში მიმდინარეობს. ფილმში მაყურებელი ნანი ბრეგვაძისა და ბუბა კიკაბიძის დუეტს იხილავს.

ფილმით, უფრო მეტად კი ფილმის მთავარი გმირებით, რუსი ჟურნალისტი დაინტერესდა. მან ნანი ბრეგვაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც არაერთ საინტერესო თემაზეა საუბარი.

რუსი ჟურნალისტი ნანი ბრეგვაძისა და ბუბა კიკაბიძის ურთიერთობით დაინტერესდა. ნანი ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ კიკაბიძესთან წლების განმავლობაში არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს და რომ ისინი ოჯახებით ახლობლობენ.

ნანი ბრეგვაძემ რუს ჟურნალისტთან საქართველოს შესახებაც ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ ის ქვეყნის ყველა კუთხით აღფრთოვანებულია.
საუბრის ბოლოს ნანი ბრეგვაძე დამწყებ მუსიკოსებს რჩევებს აძლევს.

ინტერვიუ "комсомольская правда"-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
palitratv.ge


READ MORE - რუსი ჟურნალისტი ნანი ბრეგვაძისა და ბუბა კიკაბიძის ურთიერთობით დაინტერესდა [video]

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...