
როგორ ვისარგებლოთ RSS -ით
ბოლო თაობის ინტერნეტ-ბრაუზერები დამოუკიდებლად ამუშავებენ RSS-არხებს, რომლებიც შეიძლება იწოდებოდნენ “ლენტებად”, ან “ფიდებად”. RSS-არხის გამოწერისთვის საჭიროა “მაუსი” მიიტანოთ RSS-ის ნარინჯისფერ ღილაკთან ან , ბრაუზერი შემოგთავაზებთ არხის სანიშნის დამახსოვრებას, რის შემდეგაც საკმარისია, ამოირჩიოთ არხის დასახელება რჩეული გვერდების ჩამონათვალში (Firefox), ან არხების ცალკე პაპკაში (Internet Explorer) თუ RSS-ის ღილაკზე დაჭერისას გამოჩნდება გვერდი გაუგებარი კოდით, ეს იმას ნიშნავს, რომ ბრაუზერს დამოუკიდებლად არ შეუძლია არხების ინფორმაციის დამუშავება. ასეთ დროს დაგჭირდებათ პროგრამა-აგრეგატორი, რომელსაც ხშირად News Reader-საც უწოდებენ. ასეთი პროგრამები ბევრია, ბევრი მათგანი მუშაობს რუსული ინტერფეისით. ამ პროგრამების უპირატესობა ისაა, რომ სხვადასხვა სტანდარტის არხთან მუშაობის შესაძლებლობა აქვთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს პროგრამები მზადდება სხვადასხვა პლატფორმისა და ოპერაციული სისტემებისთვის.