მრავალშვილიანი ოჯახი უსახსრობის გამო ბავშვების თბილისში გადაყვანას ვერ ახერხებს. დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გიორგი და მარიამ ყოჩიაშვილები საეჭვო ვირუსის ნიშნებით მოათავსეს, მათი მშობლები წუხან, რომ ვირუსის დადგენა ადგილზე ვერ ხერხდება, თბილისში წასაყვანი სახსრები კი ოჯახს არა აქვს:
გოგიტა ყოჩიაშვილი: ,,ორი შვილი 1,6 თვის გიორგი და 5 თვის მარიამი საავადმყოფოში დავაწვინეთ. მესამე დღეა ორივეს მაღალი სიცხეები და პირღებინება აღენიშნება. ძალიან შევშინდით. ექიმებმა გვითხრეს ნაცხი თბილისში წაიღეთო, მაგრამ სამგზავრო ფული არ გვაქვს, ძალიან გვიჭირს. გამგებელი ლევან ბაღაშვილი დაგვპირდა თანხას გამოგიყობთო.
ანა ლამაზოშვილი პედიატრი: საშიში ნამდვილად არაფერია, ორივეს ბრონხო პნევმონია აქვს და ყოჩიაშვილების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დიტო ყოჩიაშვილი, მთავარი ექიმის მოადგილე: თხის გრიპის ვირუსს ჩვენ ადგილზე ვერ ვადასტურებთ და ამიტომ ვურჩიეთ, ნაცხი თბილისში წაიღონ.
მრავალშვილიანი ოჯახი საბოლოო დიაგნოზის დასადგენად გამგეობიდან გამოყოფილ დახმარებას ელის, რის შედეგადაც ავადმყოფი მოზარდების თბილისში გადაყვანას და მკურნალობის გაგრძელებას შეძლებენ.