13:06 13.09.2012
ხვალ, 14 სექტემბერს 11 საათზე ზუგდიდის #67 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, პოლიტიკურ პატიმარ ვლადიმერ ვახანიას უკანონო პატიმრობის ვადა ეწურება.
რუსთავის მე-6 საპყრობილესთან ვლადიმერ ვახანიას მხარდამჭერები, ოჯახის წევრები, მეგობრები და საზოგადოების წევრები დახვდებიან.
დეპუტატობის კანდიდატი, მედიისათვის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პირველ განცხადებებს გააკეთებს.
ვლადიმერ ვახანია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში პირველი პატიმარია (პოლიტპატიმარი), რომელიც დარეგისტრირდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში.
შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია სააკაშვილის პოლიციელებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, თითქოს იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის აბსურდული ბრალდებით დააკავეს.
განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკას“ ჟურნალისტმა აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, ვლადიმერ ვახანიას საკუთარი ნებით გადასცა. დევნილი აკადემიკოსის დამცველების, ოჯახის წევრების და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს.
2012 წლის 14 სექტემბერს, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას პატიმრობიდან 3 წელი და 6 თვე შესრულდება. სწორედ ხვალ ამოიწურება სასჯელის ვადა და საქართველოს სიყვარულისთვის დევნილი აკადემიკოსი ერის კეთილდღეობისთვის ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს.