18:01 02.02.2019
ჭყონდიდელ მიტროპოლიტს მრევლი უკვე ღიად უპირისპირდება. კონფლიქტის ერთ-ერთი საგანი, სოფელ სალხინოში ბიზნესმენ კეკუტიას მიერ აშენებული ტაძარია, რომლის კურთხევაც მეუფე პეტრემ თავიდან არ ისურვა, თუმცა 14 იანვარს მღვდელმსახურებთან ერთად მივიდა და განაცხადა, რომ ტაძარი 17 იანვარს ეკურთხებოდა.
შელაპარაკება მრევლსა და სასულიერო პირებს შორის, სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა. კამათში სოფლის გამგებელიც ჩაერთო და საქმე იქამდე მივიდა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი შეკრებილ მოსახლეობას უზიარებლობით დაემუქრა. ადგილობრივებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ტაძრის კურთხევის უფლება მეუფე პეტრეს არ მისცენ, ამის მიზეზი კი წმინდა სინოდის წევრის მიერ, პატრიარქის მიმართ გამოთქმული კრიტიკა და განცხადებებია. იმის გამო რომ თემა მგრძნობიარეა, სალხინოში დაპირისპირების დეტალებზე ღიად არ საუბრობენ. თუმცა ობიექტივის გადამღებმა ჯგუფმა სოფლის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობასთან გასაუბრება მაინც მოახერხა.
სოფლის გამგებელი, კონფლიქტის დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა გვეუბნება რომ ვითარება მეუფე პეტრეს ბოლოდროინდელმა განცხადებებმა კიდევ უფრო გაამწვავა. გია ჯეჯელავა იმ სასულიერო პირებზე სუაბრობს, რომლებსაც ეპარქიის დატოვება იძულებით, სწორედ მეუფე პეტრეს ძალისხმევით მოუხდათ.
მას შემდეგ, რაც სატელეფონო ზარებს არავინ უპასუხა, ვითარების გასარკვევად, მეუფე პეტრეს რეზიდენციაში ვესტუმრეთ. ჭყონდიდელ მიტროპოლიტს არც აგრესია დაუმალავს და უკმაყოფილო მარტვილელებთან ერთად, ეკლესიის მტრობაში, ობიექტივიც დაადანაშაულა.
მეუფე ბრალდებებს ბრალდებითვე პასუხობს და შექმნილ ვითარებაში სალხინოს გამგებელსა და ბიზნესმენს ადანაშაულებს, თუმცა მიტროპოლიტის მიმართ კრიტიკულ განწყობას სოფლის სხვა მაცხოვრებლებიც არ მალავენ. გურამ თოდუა ერთ-ერთია იმ პირთა შორის, ვისაც სალხინოში, მიწის ნაკვეთის ყიდვაზე უარი მხოლოდ იმიტომ უთხრეს, რომ მეუფე პეტრეს გვერდი ვერ აუარეს. თოდუა ირწმუნება, რომ სალხინოში მეუფე პეტრეს გარეშე არაფერი წყდება და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მთელს სოფელსაა დაპატრონებული.
მეუფის მიმართ გულისწყრომას გამოხატავენ სოფელ დიდ ჭყონშიც. წმინდა სინოდის წევრის ქმედებებს შორის ყველაზე მეტად, პატრიარქის მიმართ გამოთქმული კრიტიკურლი მოსაზრებები აწუხებთ. ამასთან ერთად, პედაგოგი სოსო ბეჭვაია, მეუფის მიერ გაგდებულ თანასოფლელებზეც საუბრობს.
ჭყონდიდელი მიტროპოლიტის თამამი გამოსვლები ქალაქის მაცხოვრებლებისთვისაც მოულოდნელი და შემაშფოთებელი აღმოჩნდა. მეუფეს პოლიტიკურ განცხადებებსაც უხსენებენ და არც იმის თქმას ერიდებიან, რომ ეპარქიის წინამძღვარი უნდა შეიცვალოს:
დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია აქვს მარტვილის მერსაც. ალექსანდრე გრიგალავა შექმნილის ვითარების გამო წუხს და იმედოვნებს, რომ სასულიერო პირსა და მოსახლეობას შორის წარმოქმნილ კონფლიქტს, პატრიარქი თავის სიბრძნით დაარეგულირებს.
ნაწილი1
ნაწილი 2