01:21 24.03.2015
IRI-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი ნდობით გიორგი მარგველაშვილი და დავით სერგეენკო სარგებლობენ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რეიტინგებში მესამე ადგილს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია იკავებს. მეოთხე ადგილს 56%-ით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იყოფენ.
"მაესტრომ" ასევე გამოაქვეყნა IRI-ის კვლევები კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ცალკეული პარტიების მიხედვით. გამოკითხულთა 40% პარტია "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს, "თავისუფალ დემოკრატებს" - 12%, "რესპუბლიკურ პარტიას" - 13%, "კონსერვატიულ პარტიას" - 3%, "ეროვნული ფორუმსა" და "მრეწველებს" 2-2%.