15:46 01.01.2018
ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის შენაერთები მიმდინარე წელს საბრძოლო მომზადების ფარგლებში, 600-მდე ტაქტიკურ მეცადინეობას და სწავლებას ჩაატარებენ.
ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა ვადიმ ასტაფიევმა განაცხადა. მისი თქმით, ღონისძიებების ნახევარი ღამით ჩატარდება.
აღნიშნული სასწავლო-საბრძოლო ღონისძიებები ხუთ პოლიგონზე - აფხაზეთში მდებარე „ნაგვალოუსა“ და „ცაბალის“, ასტრახანის ოლქში მდებარე „კაპუსტინ იარისა“ და „აშულუქის“ და კრასნოდარის მხარეში მდებარე „მოლკინოს“ პოლიგონზე გაიმართება.