14:15 19.03.2014
სირიის შემდეგ, ყირიმში რუსეთის სამხედრო შეჭრას ოფიციალურად მხარი ჩრდილოეთ კორეამაც დაუჭირა.
"უკრაინაში, ბოლო დროს განვითარებული შემაშფოთებელი მოვლენები, რომელიც პროვოცირებულია წინასწარ მომზადებული სცენარით აშშ -სა და დასავლეთის ქვეყნების მიერ და მათი წაქეზებით, ნათლად აჩვენებს, ვინ არის ჩვენს პლანეტაზე ყველა ბოროტების წამომწყები, ვინ ცდილობს სუვერენული სახელმწიფოს დამხობას", განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ელჩმა რუსეთში კიმ ენ ჯემ, იტყობინება "რია ნოვოსტი".
ფაქტიურად, ამ სიტყვებით, ჩრდილოეთკორეელმა დიპლომატმა რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური მხარდაჭერა დაუდასტურა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე, რუსეთის ყირიმში შეჭრას მხარდაჭერა სირიის დიქტატორმა ბაშარ ასადმაც გამოუცხადა.
უკრაინის პოზიციას მხარს უჭერს გაეროს წევრი ქვეყნების უმრავლესობა, G7-ის ყველა ქვეყანა, მათ შორის ჩინეთიც.