ქართული ესტრადის მსახიობი, “სიცილის დედოფლად” წოდებული მზია კვირიკაშვილი დღეს თბილისში გარდაიცვალა .
გაზიარება
[18:37 28-07-2010]
მზია კვირიკაშვილი 7 ივნისს აშშ-დან მძიმე ავადმყოფობის გამო დაბრუნდა. მსახიობი შეერთებულ შტატებში შეუძლოდ გახდა. მას ღვიძლის სიმსივნე დაუდგინეს. იმის გამო, რომ აშშ-ში მკურნალობისთვის სათანადო სახსრები არ არსებობდა, მსახიობი მისივე დაჟინებული მოთხოვნით, საქართველოში საკუთარ სახლში დაბრუნდა.
მზია კვირკაშვილი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ესტრადაზე. იყო წარმატებული პროექტის – "იუმორინას" ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე და თანაავტორი.
gtn.ge