ავტორი ნინო მიქიაშვილი
23:10 05.03.2014
საყდრისთან დაკავშირებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიასგან ჩემი და ადვოკატ მამუკა ნოზაძის მიერ, დაჩქარებული წესით გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი მივიღეთ. კითხვებზე პასუხი დაჩქარებული წესით არ გაგვცეს - 19 თებერვალს ჩაბარებულ განცხადებაზე გვიპასუხეს 4 მარტს, ოღონდ, ეს პასუხი 28 თებერვლითაა დათარიღებული.
ჩვენი კითხვებისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან მიღებული პასუხის წაკითხვის შემდეგ ნათლად დაინახავთ რაზე არ აქვთ პასუხი და როგორ უსუსურად გამოიყურებიან ძეგლის ინტერესების დაცვის საქმეში, მაშინ, როცა მათი ერთ-ერთი უმთავარესი მოვალეობა სწორედ ძეგლის ინტერესების დაცვაა!
კითხვა: განახორციელეს თუ არა მონიტორინგი კულტურის სამინისტროს სპეციალისტებმა საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროში და მოახდინეს თუ არა მათ ფოტოფიქსაცია? თუ მონიტორინგი განხორციელდა და მაღაროს ფოტოფიქსაცია მოხდა, გთხოვთ, გვაცნობოთ ამ ქმედებების შედეგები;
პასუხი: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექციის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 8 იანვრიდან დღემდე სამგზის სცადეს ეწარმოებინათ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის მონიტორინგი, მაგრამ უშედეგოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ობიექტის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოფიქსაცია ვერ განხორციელდა.
კითხვა: თუ მონიტორინგი არ განხორციელებულა და ფოტოფიქსაცია არ მომხდარა, მაშინ განმარტეთ ამის მიზეზები და გვაცნობეთ: რატომ არ იყენებთ თქვენს ხელთ არსებულ ბერკეტს - დახმარებისთვის რატომ არ მიმართავთ თქვენ კოლეგას, შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს, რათა შსს-ს საშუალებით კულტურის სამინისტროს სპეციალისტებმა მოახდინონ მაღაროს მონიტორინგი და ფოტოფიქსაცია?
პასუხი: კომპანია “არემჯი გოლდმა“, რომელიც ფლობს ამ ტერიტორიაზე ძვირფასი ლითონების მოპოვების ლიცენზიას, არ დაუშვა ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები. ამ ფაქტის თაობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ აცნობა (იხ. დანართი N01/08-133 15.01.2014) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც განკარგავს სახელმწიფო საკუთრებას.
კითხვა: რატომ ფერხდება საყდრისის უძველესი მაღაროსთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცესი? არქეოლოგ გიორგი მინდიაშვილის განმარტებით, მის მიერ სამინისტროში წარდგენილმა დოკუმენტაციამ ყველა შესაბამისი საფეხური წარმატებით გაიარა და დარჩა მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობა.
პასუხი: რაც შეეხება ბატონი გიორგი მინდიაშვილის წერილს, სადაც წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი იყო ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭება, აღნიშნულის შესახებ სამინისტროს პოზიცია უკვე ეცნობა ბატონ მინდიაშვილს, იხ. დანართი წერილი:
“ბატონო გიორგი,
თქვენი წერილის (N1528 10.02.2014), რომელიც ეხება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 2014 წლის 8 იანვრის N141 წერილით წარმოდგენილ სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან (საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე მდებარე არქეოლოგიური ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭება) დაკავშირებულ საკითხს, პასუხად გაცნობებთ, რომ აღნიშნული საკითხის გარშემო მეცნიერთა და საზოგადოების სხვადასხვა წრეებს შორის წარმოქმნილ აზრთა სხვადასხვაობის გამო სამინისტრო ამ ეტაპზე თავს იკავებს ობიექტისათვის სტატუსის მინიჭებისგან და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული არქეოლოგიური ობიექტის კვალკიფიციურ დონეზე, ამომწურავად შესწავლის, რაობის განსაზღვრისა და კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მისი მაღალღირებულების საბოლოო დადგების შემდგომ სამინისტრო ისევ მიუბრუნდება სტატუსის მინიჭების საკითხს.
გვინდა აქვე აღვნიშნოთ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე მდებარე არქეოლოგიური ობიექტი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის არქეოლოგიური მემკვიდრეობის შემადგენელ ნაწილს და იცავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა“.