ავტორი ნინო მიქიაშვილი
23:50 12.01.2014
საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროსთან დაკავშირებულ საკითხზე კაზრეთის პოლიციამ ჩემი, ნინო მიქიაშვილის განცხადების საფუძველზე მოკვლევა დაიწყო - 12 იანვარს კაზრეთის პოლიციაში ჩემი გამოკითხვა სამ საათზე დაიწყო და ექვსის თხუთმეტ წუთზე დასრულდა. სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი მოკვლევის შემდეგ გამოძიება დაიწყება თუ არა.
პოლიციაში მისვლამდე კვლავ ვცადეთ საყდრისის ოქროს მაღაროსთან ახლოს მისვლა და იქ არსებული ვითარების საკუთარი თვალით ნახვა.
თბილისიდან გავემგზავრეთ: მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე დავით სახვაძე, “საქართველოს პატრიოტთან ალეანსის“ გენერალური მდივანი სოსო მანჯავიძე, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელი არჩილ ლეკიშვილი და მე, ნინო მიქიაშვილი. ჩვენ “ერემჯი გოლდის“ დაცვამ მაღაროსთან მიახლოების საშუალება კვლავ არ მოგვცა.
ფოტოფიქსაციის მიზნით საყდრისის ოქროს მაღაროსთან ახლოს მისვლა 12 იანვარს კიდევ ერთხელ სცადა კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის წევრმა ზვიად ბატიაშვილმა, მაგრამ ოქროს მომპოვებელი კომპანიის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ამის საშუალება, არც კულტურის სამინისტროს წარმომადგენელს მისცეს.
საყდრისში ჩამოსულები იყვნენ ამერიკული ჟურნალის - “ნეიშენალ გეოგრაფიკის“ საქართველოს ფილიალის წარმომადგენლები.
საყდრისში ჩამოსული იყო არქეოლოგი გიორგი მინდიაშვილი, რომელმაც ასევე სცადა საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროსთან ახლოს მისვლა, მაგრამ “ერემჯი გოლდის“ დაცვის სამსახურმა მაღაროსთან ახლოს, არც გიორგი მინდიაშვილი მიუშვა.
ჩვენი არშეშვების მიზეზად “ერემჯი გოლდის“ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაასახელეს ის, რომ ეს იყო კერძო კომპანიის საკუთრება და მათ ნაბრძანები ჰქონდათ კერძო ტერიტორია უცხო პირები არ შეეშვათ. აქვე გაცნობებთ, რომ საყდრისის სიახლოვეს არ არის არანაირი მიმანიშნებელი ტრაფარეტი, რომ ის არის კერძო კომპანიის საკუთარი ტერიტორია!
როცა მათ შევახსენეთ, რომ იქაურობა კერძო კომპანიის კი არა, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა, “ შემდეგ თქვეს ეს “ერემჯი გოლდის“ სალიცენზიო ტერიტორიაა და აქ უცხო პირების შემოსვლა აკრძალულიაო. მათ სალიცენზიო ხელშეკრულების ასლის წარმოდგენა ვთხოვე - მაჩვენეთ ის დოკუმენტი, სადაც წერია, რომ სალიცენზიო ტერიტორიაზე კულტურის სამინისტროს სპეციალური მონიტორინგის ჯგუფის წევრები და ჟურნალისტები არ დაიშვებიან-მეთქი. ასეთი დოკუმენტი ვერ მაჩვენეს - თბილისში, მელიქიშვილზე ჩვენი კომპანიის ცენტრალურ ოფისში მიბრძანდით და იქ ნახეთო. სატელეფონო საუბრისას იგივე გამიმეორა “ერემჯი გოლდის“ პრესსამსახურის უფროსმა.
ამ დოკუმენტს უსათუოდ მოვიძიებ. სალიცენზიო ხელშეკრულებაში ჟურნალისტებისა და სპეციალური მონიტორინგის ჯგუფის წევრების არშეშვების შესახებ ჩანაწერი, რომ იყოს, ამ დოკუმენტს აქამდე გამოაქვეყნებდნენ - ამგვარი ვარაუდის საფუძველს არსებული სიტუაცია და “ერემჯი გოლდის“ წარმომადგენელთა ქმედებები მაძლევს.
შეგახსენებთ, რომ 10 იანვარს კაზრეთის პოლიციას ამგავრი შინაარსის განცხადებით მივმართე:
“გთხოვთ, დაიცვათ საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი განადგურებისგან - ამჟამად ობიექტზე ოქროს მომპოვებელი კომპანია უნებართვო სამუშაოებს აწარმოებს, რამაც ძეგლი განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა.
გთხოვთ, დაიცვათ კანონით მონიჭებული უფლება და დაიწყოთ გამოძიება. აქვე გაცნობებთ, რომ მედია-საშუალებებით გაკეთებული განცხადებების თანახმად, კულტურის სამინისტროს ოქროს მომპოვებელი კომპანიისთვის არ მიუცია ნებართვა სამუშაოების დაწყების შესახებ. თავად მეც გახლდით დღეს, 10 იანვარს მისული საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტთან, მაგრამ დაცვამ ფიზიკური ძალა გამოიყენა და მაღაროსთან ახლოს მისვლის საშუალება არ მომცა. იქვე იყვნენ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც, რომლებსაც ასევე არ უშვებდნენ, რომ ობიექტის ფოტოფიქსაცია მოეხდინათ“.
ბოლოთქმა - რადგან 11-12 იანვარი დასვენების დღეები იყო, კულტურის სამინისტრომ ბოლნისის პოლიციაში განცხადების შეტანა 13 იანვრისთვის გადაწია. ამავე დღეს გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილება მიიღო კულტურის სამინისტრომ “ერემჯი გოლდის“ მიერ დაქირავებული არქეოლოგიური კომპანიის მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით. ოქროს მომპოვებელი კომპანია აქამდე ხომ უნებართვო სამუშაოებს აწარმოებდა?! ჰოდა, ახლა ამ ნებართვას სამინისტროსგან ან მიიღებენ და ან ვერ მიიღებენ. ორი დღეა, რაც საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ირგვლივ მძიმე ტექნიკა გაჩერებულია.