ავტორი ილია ჩაჩიბაია
22:11 16.01.2014
ტოტალიზატორმა "ევროპა-ბეთმა", ფსონების მიღება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო.
ფსონების მიღება 5 კანდიდატზე იყო შესაძლებელი - გიორგი მარგველაშვილზე, დავით ბაქრაძეზე, ნინო ბურჯანაძეზე, გიორგი თარგამაძესა და შალვა ნათელაშვილზე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ, მაგალითად, ათასლარიან ფსონს გააკეთებდით გიორგი მარგველაშვილზე, მოიგებდით 1100 ლარს. დავით ბაქრაზეძე ფსონის გაკეთების შემთხვევაში თქვენი მოგება იქნებოდა 7000 ლარი, ნინო ბურჯანაძეზე 10 000 ლარი, გიორგი თარგამაძის გამარჯვებაზე ათასი ლარის დადების შემთხვევაში თქვენ 1 000 000 ლარს მოიგებდით, ხოლო შალვა ნათელაშვილის გამარჯვების შემთხვევაში კი მთელ თხუთმეტ მილიონს. ნებისმიერი სხვა კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, თუ თქვენი ფსონი 1000 ლარი იყო, მოიგებდით 20 000 000 მილიონს.
ფსონის გაკეთება მეორე ტურის გამართვაზეც იყო შესაძლებელი: თუ ფიქრობდით, რომ მეორე ტური არ იქნება და ამაზე გააკეთებთ 100 ლარიან ფსონს, თქვენ 140 ლარს მოიგებდით, ხოლო თუ ფიქრობდით, რომ იქნება მეორე ტური და 100 ლარიან ფსონს გააკეთებდით ამაზე, თქვნი მოგება 240 ლარი იქნებოდა.
პიარტექნოლოგიების ექსპერტი, სოსო გალუმაშვილი აცხადებს რომ კონსტიტუციის მიხედვით მსგავსი მაიმუნობა ანუ საპრეზიდენტო კანდიდატებზე ფსონების დადება დაუშვებელია და "ევროპა ბეთი" კანონს არღვევს!.