მამა იოთამს “ტაბურეტკიანი“ ეძახეს, 17 მაისს ქუჩაში გამოსულებს “ზომბები“ - რეპორტაჟი სასამართლოდან

ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:50 18.01.2014
თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 იანვარს, 15 საათზე მოსამართლე დავით მგელიაშვილი გააგრძელებს 17 მაისის აქციის გამო ბრალდებული მღვდლის – მამა იოთამ ბასილაიას და სამი საერო პირის: ბექა სალუქვაძის, გიორგი ბასიაშვილის და ტიტალ დავრიშიანის საქმის განხილვას. ეს ნიშნავს იმას, რომ დაიკითხებიან ბრალდების მოწმეები - 17 მაისის აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები. წინა პროცესზე, 9 იანვარს სამმა მათგანმა ჩვენება მისცა, რის შინაარსსაც ამ სტატიაში გაეცნობით.

თქვენ გაიგებთ როგორ ემზადებოდნენ გადაგვარებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ დღისთვის, ვისთან ათანხმებდნენ დეტალებს.

პროკურორი ადვოკატს – “ფეხებს ვერ მომჭამ!“

სანამ სასამართლო დარბაზიდან ჩემს მიერ მომზადებულ რეპორტაჟზზე გადავალ, მანამდე იმ ინცინდენტის ირგლივ გიამბობთ, რაც სხდომის დასრულებისთანავე მოხდა. დარბაზიდან გამოსასვლელად ვემზადებოდით, როცა ჩემთან და ჩემს მეგობართან, ანა მიქაუტაძესთან მოვიდა პროკურორი სალომე ადეიშვილი და აგრესიული ტონით მოითხოვა ფოტოაპარატში წაგვეშალა დერეფანში გადაღებული მისი ფოტო – კატეგორიულად გიკრძალავთ მის გამოყენებას, ახლავე წაშალეთო (სხდომის დაწყებამდე დერეფანში კადრებს “ტაბულას“ ვიდეოკამერაც იღებდა, კადრში სხვებთან ერთად პროკურორი ადეიშვილიც მოხვდა, მაგრამ მას ეს არ გაუპროტესტებია!).

სალომე ადეიშვილს მეორე პროკურორი, გოჩა ქორაიაც მიეშველა – აქედან ვერ გახვალთო. ამ ორ პროკურორს დარბაზში მყოფი გულშემატკივრებიც წამოეშველნენ. ერთ–ერთმა მათგანმა გასასვლელის ფეხით გადაკეტვა სცადა.

ადვოკატმა გია ტაბლიაშვილმა დასახმარებლად მანდატურები მოიყვანა; პროკურორებს კი მიმართა – როგორ ბედავთ, თქვენ ისევ ძველი დრო ხომ არ გგონიათო?! დარბაზიდან მანდატურების თანხლებით გამოვედით. გია ტაბლიაშვილი პროკურორებს სამართლებრივ ენაზე უხსნიდა, რომ იმ წუთას ისინი ჩადიოდნენ უკანონობას, რის შესახებაც გენინსპექციას დაუყოვნებლივ შეატყობინებდა. ამ დროს N14 დარბაზიდან გამოსულები ვიყავით, როცა პროკურორმა სალომე ადეიშვილმა ადვოკატ გია ტაბლიაშვილს ხმამაღლა და გამოთქმით უთხრა, “ფეხებს ვერ მომჭამ“-ო.

ამ ინცინდენტს სამართლებრივ ენაზე ჰქვია ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლა, მაგრამ მე და ჩემი უფლებების დამცველი, ადვოკატი მამუკა ნოზაძე პროკურორებს დიდსულოვნად ვპატიობთ, რადგან დროს და ენერგიას გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეებისთვის ვუფრთხილდებით.

როგორ მზადდებოდა 17 მაისის პროვოკაცია

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა 9 იანვარს საქმის განხილვა დათქმულ დროზე ერთი საათითა და ორმოცი წუთით გვიან დაიწყო. მოსამართლესთან, სხდომის მდივანთან, ორ პროკურორთან, შვიდ ადვოკატთან და ოთხ ბრალდებულთან ერთად დარბაში 44 ადამიანი იჯდა. მათ შორის სამი სასულიერო პირი იყო. სხდომას აკვირდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სასამართლოებზე მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ტელეკომპანია “მაესტროს“ ოპერატორმა ერთწუთიანი კადრი გადაიღო და გავიდა.

ბრალდების პირველი მოწმე, ბიოფიზიკოსი ეკა წერეთელი არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ პროექტების მენეჯერია. იგი დაოჯახებული გახლავთ, ერთი შვილი ჰყავს. მისგან შევიტყვეთ, რომ ზრუნავს “ლეზბი, ბისექსუალი და ტრანსექსუალი“ ქალების უფლებების დასაცავად. 17 მაისის აქციის ორგანიზატორები თავიდან თურმე ფიქრობდნენ, რომ 100–150–ნი შეიკრიბებოდნენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, 17 მაისის აქციაზე 70–მდე მივიდა.

ბრალდების პირველი მოწმის თქმით, აქციის ორგანიზატორები (“იდენტობის“ და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ წარმომადგენლები) შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენჯერმე იყვნენ, შეხვდნენ მინისტრის მოადგილეს, ბატონ დავითს (გვარი ვერ გაიხსენა). შსს–ში ათანხმებდნენ აქციის დეტალებს. მისივე თქმით, შსს–ში ბოლო სტუმრობის დროს მასპინძლებს უთხრეს – “თუ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფთ, აქციას არ ჩავატარებთ“–ო.

ბრალდების პირველი მოწმის განმარტებით, 17 მაისის აქციის დაგეგმვაში მონაწილეობას იღებდნენ: ეკა აღდგომელაშვილი, ნინო ხარჩილავა, თამარ გობრონიძე... თავად მას ევალებოდა ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. შსს–ში გამართულ ბოლო შეხვედრაზე, პოლიციასთან ერთად დასახეს ამგვარი გეგმა – პარლამენტის წინა მოედნის ნაცვლად შეიკრიბებოდნენ პუშკინის სკვერში, რათა მათი უსაფრთხოება დაუცლი ყოფილიყო. აქციის დასრულების შემდეგ პოლიცია მათ დაახვედრებდა ავტობუსებს, რათა იქაურობა უსაფრთხოდ დაეტოვებინათ.

შსს–ში მათ მისცეს ლაშა ჯოხაძის და შალვა ძნელაძის მობილური ტელეფონის ნომრები, რათა აქციის ორგანიზატორები და აქტივისტები საჭიროების შემთხვევაში დაკავშირებოდნენ.

ბრალდების პირველი მოწმის თქმით, 17 მაისს, მას შემდეგ, რაც მათ “უდიერად ყურება“ დაუწყეს და უცენზურო სიტყვებით მიმართეს, მობილურით დაუკავშირდა სახალხო დამცველის წარმომადგენელს, ბატონ გიორგის (გვარი არ ახსოვს) და უთხრა – “ახლა აქ ალბათ, ინცინდენტი მოხდება, ფიზიკურად გაგვისწორდებიან. მოდით და დააფიქსირეთ“! ბრალდების პირველი მოწმის განცხადებით, მათ ესროდნენ ქვებს, ძეხვებს, მობილურ ტელეფონებს და “ზომბებივით იქცეოდნენ“. შემდეგ პოლიციელთა დახმარებით ვაჩნაძის ქუჩაზე, დახურულ სივრცეში გადასულან, რის შემდეგაც მიკროავტობუსებით იქაურობა დაუტოვებიათ.

პროკურორი გოჩა ქორაია თავის მოწმეს ჩაეკითხა – იდენტიფიცირება თუ შეგიძლია იმათი, ვისზედაც ახლა ყვებოდიო. მოწმემ პირდაპირ მამა იონათამისკენ მიათითა – “ეს ადამიანი ვიდეოკადრებში ვნახე, ტაბურეტკით მირბოდა და მიკროავტობუსს ტაბურეტს ურტყამდაო“. შემდეგ მეორე ბრალდებულისკენ მიტრიალდა – “ეს ბიჭიც ვნახე ფოტოებზე, კორდონის გარღვევისას, აგრესიულ ფორმაში, მაგრამ არ ვიცი ვის ემუქრებოდაო“. ანუ მოწმემ ფოტომასალის საფუძველზე გიორგი ბასიაშვილზეც მიათითა.

ადვოკატების კითხვებზე, 17 მაისს თავმდამსხმელთა შორის იყვნენ თუ არა ამჟამად ბრალდებული პირები? მოწმემ მიუგო, რომ ისინი თავმდამსხმელთა შორის არ ყოფილან! იმათი ფოტოები კი, ვინც მოწმეს და მის თანამოსაქმეებს 17 მაისს თავს ესხმოდნენ, გამოძიების დროს არ უჩვენებიათ.

ადვოკატი ლევან გორხელაშვილი დაინტერესდა, ბრალდების პირველი მოწმე ცოლ–შვილიანი იყო თუ ქმარშვილიანი. ეს პროკურორმა ქორაიამ გააპროტესტა – შეურაცხმყოფელი კითხვაა, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას ეხებაო. ადვოკატმა უთხრა, თავად მოწმეს არ მიაჩნია შეურაცხყოფად და თქვენ რა თავი გამოიდეთო. მოწმე მშვიდად იდგა. მოსამართლემ ბრძანა, მოწმეს შეუძლია გასცეს პასუხი, შეუძლია ეს კითხვა უპასუხოდ დატოვოსო. მოწმემ კითხვა უპასუხოდ დატოვა.

ბრალდების მეორე მოწმე – სალომე მერკვილაძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ აქტივისტია. 17 მაისის აქციის დროს ეს მოწმე არასრულწლოვანი იყო. მას კითხვებს პროკურორი სალომე ადეიშვილი უსვამდა. მოწმემ თქვა, მახსოვს იმ ადამიანის სახე, ვინც 17 მაისს აურზაური ატეხაო. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ჩაეკითხა – აურზაურის ამტეხი პოლიციაში ამოიცანი თუ არაო. ამაზე მოწმემ მიუგო, მისი ფოტო მაქვს, მაგრამ პოლიციაში არ წარმიდგენიაო.

მეორე მოწმემ, პირველის მსგავსად მამა იონათამისკენ მიათითა – აი, ამას ვიცნობ, “ტაბურეტკით“ გარბოდა და ურტყამდა ავტობუსს, მაგრამ ეს ჩემი თვალით კი არ მინახავს?! ჯერ ინტერნეტში ვუყურე და მერე ტელევიზორშიო! მეორე მოწმისგან შევიტყვეთ, რომ ზემოთ არაერთხელ ნახსენებ არასამთავრობო ორგანიზაციასთან წელიწადნახევარია მეგობრობს, სადაც ფსიქოლოგიური ფილმების ჩვენებას ესწრება.
მესამე მოწმე ალექსანდრა უგრეხელიძე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტია. ისიც იმ ორგანიზაციის გულშემატკივარი და თანამოაზრეა, ვინც 17 მაისის აქციის ორგანიზებას ახდენდა. იგი ჰყვებოდა 17 მაისს როგორ ესხმოდნენ თავს, როგორ ეფარებოდათ მათ პოლიცია, როგორ ამსხვრევდნენ მიკროავტობუსის მინებს, როგორ ცდილობდნენ მათ გადათრევას. მისივე განმარტებით, ქვების და წიხლების მოგერიებით იმდენად დაკავებული იყო, რომ თავმდამსხმელების, მსხვრეველებისა და გადამთრეველების სახეები არ ახსოვს. სამაგიეროდ, კარგად დაიმახსოვს მამა იონათამის სახე, ოღონდ, თავის თვალით კი არ უნახავს?!

წინა ორი მოწმის მსგავსად ვიდეოკადრებში ნახა და სასამართლო დარბაზში, დაკითხვის დროს ასე გამოხატა – “აქედან ვიცნობ ერთადერთს, “ტაბურეტკიანს“.

სასამართლო სხდომას დარბაზიდან შეძახილები თან ახლდა. ვითარება განსაკუთრებით მაშინ იძაბებოდა, როცა მამა იონათამს მიზანმიმართულად პროვოკაციული ჟესტებითა და ფრაზებით მიმართავდნენ, როცა 17 მაისს ქუჩაში გამოსულ ათეულობით ათას ადამიანს ზომბებად მოიხსენიებდნენ. მოსამართლე სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდა – ის დარბაზში მსხდომებს სიმშვიდისკენ, ხოლო ბრალდების მოწმეებს კორექტულობისკენ მოუწოდებდა.

21 იანვარს დანიშნულ პროცესზე მოვლენები როგორ განვითარდება, ამას მომდევნო რეპორტაჟში შემოგთავაზებთ.

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...