18:19 07.12.2013
ჟურნალისტი ირმა ინაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც პრემიერის მრჩეველს რეგიონულ საკითხებში ირაკლი მელა-შვილს და იმერეთის რეგიონში უშიშროების სამსახურის უფროსს ზაზა მეფარიშვილს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორში ამხელს:
"რომ არა თქვენნაირები, ხელისუფლებაში დღეს ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი იქნებოდა"
„ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი “ქართული ოცნებისა” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთობლივი გადაწყვეტილებით შეუდგა მოვალეობის შესრულებას. ამის შემდეგ, თქვენ, ბატონო ირაკლი, ასევე, იმერეთის რეგიონში უშიშროების სამსახურის უფროსმა, ბატონმა ზაზა მეფარიშვილმა გადაწყვიტეთ, რომ დაგეშალათ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ფრაქცია. რა ძალაუფლებაზე ლაპარაკობთ? რომელ ბერკეტზე? თვეების მანძილზე თხოვდნენ “ქართულ ოცნებას”, რომ შეექმნათ უმრავლესობა ქუთაისის საკრებულოში და ჩამოეშეორებინათ “ნაციონალი” მერი. ეს ვერ, თუ არ გააკეთეთ, ხოლო როცა ეს გააკეთა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა”, დაიწყეთ ხაფანგების დაგება (ეს თქვენი სტილია), ჭორების გავრცელება, ივანიშვილთან არასწორი ინფორმაციის მიტანა, ასევე, შეცდომაში შეიყვანეთ არა ერთი მაღალი თანამდებობის პირი. ვინ გეუბნებათ, რომ პირადად ხვდებოდით საკრებულოს წევრებს? ნუ გამაცინეთ. ამდენი ჭკუა კი გყოფნით, რომ პირადად არავის შეხვდეთ და “თავი არ დაიწვათ” (თუმცა, პირადი შეხვედრებიც იყო და საჭიროების შემთხვევაში, ამასაც გაგახსენებთ), საკრებულოს წევრებთან ადგილობრივი უშიშროების სამსახური “მუშაობდა”, ხოლო თქვენ წაახალისეთ ეს “მუშაობა”, დაგეგმეთ და განახორციელეთ. აი, მე გეუბნებით ამას და დაგიმტკიცებთ ყველა დონეზე.
მეორე და მთავარი- ამაოდ ცდილობთ დავით თარხან-მოურავის და ირმა ინაშვილის გაიგივებას გოჩა თევდორაძესათან. ამას იმიტომ აკეთებთ, რომ თევდორაძე ქუთაისში დადებითი იმიჯით არ სარგებლობს. ისევ და ისევ თქვენი ჭორ-ბიუროს წყალობით. მილიონჯერ ვთქვით, დაუმტკიცეთ ამ თევდორაძეს, რომ უკანონობა ჩაიდინა და მზადაა აგოს პასუხი, მაგრამ ვერ ამტკიცებთ. გოჩა თევდორაძე “ნაციონალური” უმრავლესობის დაშლის ერთ-ერთი ინიციატორი იყო ქუთაისის საკრებულოში. მან ამის თაობაზე “ქართულ ოცნებას” არაერთგზის მიმართა, მაგრამ ყურად არ იღეთ. შემდეგ, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან” ერთად მოახერხა ქუთაისისთვის ჩამოეშორებინა “ნაციონალი” მერი. დიახ, თავის დროზე იყო “ნაციონალი” და რა, თქვენ ეს გიკვირთ? თქვენ, რომლებმაც გადაარჩინეთ და “გაათეთრეთ” “ნაციონალური მოძრაობის” მთელი ელიტა. თქვენ, რომლებიც ღვიძლი ძმებივით ეხუტებით ამ კაცისმკვლელებს? მესამე- ძალაუფლებაზე საუბრობთ. ბატონო ირაკლი, გარწმუნებთ, რომ არა თქვენნაირები, ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი იქნებოდა დღეს ხელისუფლებაში, მაგრამ ამ ადამიანებს თქვენ და თქვენნაირები სხვადასხვა ხერხებით ანადგურებდით ივანიშვილის კარზე და ყოველთვის ძირს უთხრიდით. მე და ჩემი მეგობრები კი, მუდმივად სიმართლისთვის ვიბრძოდით. ახლაც ამ გზაზე ვდგავართ. თუ ასე გააგრძელეთ, რეალურად დაკარგავთ ძალაუფლებას. აი, ესაა ჩემი პროგნოზი“...