18:06 25.01.2012
ფოთის შესასვლელში საავტომობილო გზა საპატრულო პოლიციას აქვს ჩაკეტილი. ფოთი–სენაკის მიმართულებით საავტობილო მიმოსვლა შეზღუდულია.ამ წუთებში საპატრულო პოლიციას მდინარე რიონიდან სატვირთო მანქანა ამოაქვს, რომელიც წყალგამყოფი ხიდიდან სავარაუდოდ გუშინ გადავარდა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მძღოლი და მისი თანმხლები პირი მსუბუქად დაშავდნენ.
საპატრულო პოლიციის ინფორმაციით,საავტომობილო მიმოსვლა რამდენიმე საათში აღდგება.
tspress.ge
