ბაგრატის ტაძარს გადახურავენ და ამას იუნესკო არ შეეწინააღმდეგება

ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"
17:06 03.01.2012
რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ აფხაზეთში ილორის ეკლესიისა და ბედიის მონასტრის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ ატეხილი ხმაურის ფონზე შემოგვაპარეს ბაგრატის ტაძრის ე.წ. რეაბილიტაციის პროცესის დასრულების მორიგი ვადა - 2012 წლის შემოდგომა.

“ძალადოდობა კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ; ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული ამოძირკვა; ბარბაროსობა და სიველურე“, - ასე აფასებენ ხელისუფლებისა და მასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იმას, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან - ილორის ეკლესიასა და ბედიის მონასტრასთან მიმართებაში ხდება.

ქართული კულტურული მემკვიდრეობის ამ ორ ძეგლს პირვანდელი სახე ოკუპანტებმა დააკარგვინესო, - აცხადებენ და ამ დროს, არაოკოპირებულ საქართველოში არა ოკუპანტები, არამედ ქართველი სპეციალისტები აგრძელებენ ბაგრატის ტაძრისთვის პირვანდელი სახის დაკარგვის პროცესს.


24 იანვარს ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე ე.წ. სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის მინისტრთან, ნიკა რურუასთან ერთად დაათვალიერა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ვაჩეიშვილმა. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია ბაგრატის ტაძრის ე.წ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის შესახებ.

დავინტერესდით რაიმე სიახლე ხომ არ იყო გამოქვეყნებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე და სიახლეების ნუსხაში ერთი საინტერესო განცხადება აღმოვაჩინეთ. რატომ ვერ გეტყვით, მაგრამ გასული წლის ივლისის სიახლე სააგენტოს ისე აქვს შეფუთული და წარმოჩენილი, როგორც გუშინ მომხდარი ამბავი!

საქმე ეხება 2011 წლის ივლისში პარიზში გამართული მსოფლიო მემკვიდრეობის 35-ე სესიაზე მიღებულ დოკუმენტს, რომლის შინაარსი 2011 წლის 26 აგვისტოს გამოვაქვეყნე სათაურით - იუნესკომ ბაგრატზე მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა.

ახლა ყოველგვარი კომენტარების გარეშე გთავაზობთ 2012 წლის 23 იანვარს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას და 2011 წლის 26 აგვისტოს, ჩემს მიერ მომზადებული მასალის იმ ნაწილს, რომელშიც სრულადაა წარმოდგენილი იუნესკოს სესიაზე მიღებული დოკუმენტი, რომელიც ბაგრატის ტაძარს ეხება. ვაჩეიშვილის უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციით ცხადი ხდება, რომ ბაგრატის ტაძარს შემოდგომამზე გადახურავენ ; იუნსეკოს 35-ე სესიაზე მიღებული დოკუმენტით ირკვევა, რომ გადახურვის პროცესს იუნესკო არ შეეწინააღმდეგება, ოღონდ, ეს გადახურვა მსუბუქი კონსტრუქციის უნდა იყოს.

www.heritagesites.ge - ამ მისამართზე შეგიძლიათ წაიკითხოთ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით:

“იუნესკოს 35-ე სხდომაზე ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო პროგრამა დადებითად შეფასდა

2012 წელს ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა კულტურულ მემკვიდრეობის სფეროში, ბაგრატის ტაძრის სრული რეაბილიტაცია იქნება.

ერთიანი საქართველოს სიმბოლოს - აღდგენილი ბაგრატის ტაძრის გახსნის ღონისძიება 2012 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

ბაგრატის ტაძარი, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელი მეფის ბაგრატ III-ის სახელთან დაკავშირებული ქართული არქიტექტურის შედევრი, ქართველი ხალხისათვის ღირშესანიშნავი და უნიკალურია. წლების განმავლობაში ტაძრის აღდგენასა და რეკონსტრუქციას საზოგადოების როგორც საერო, ასევე სასულიერო ნაწილი, უცვლელად ითხოვდა.

2005-2007 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდა ბაგრატის ტაძრის კვლევითი-არქეოლოგიური სამუშაოები. ამავე პერიოდში, სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა ტაძრის გეოლოგიური და კონსტრუქციული მდგრადობის კვლევა. 2008 წელს მომზადდა ძეგლის კონსტრუქციული გამაგრების სრული პროექტი.

წლების განმავლობაში, ძეგლთა დამცველთა მთავარ თავსატეხსა და ამოცანას წარმოადგენდა ტაძრის იმ მეთოდოლოგიით აღდგენა, რომელიც ამავდროულად უძველეს ტაძარს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსს შეუნარჩუნებდა.

2011 წლის 19-29 ივნისს, პარიზში გამართულ იუნესკოს რიგით 35-ე სხდომაზე ბაგრატის ტაძრისა და გელათის სარეაბილიტაციო პროგრამის მსვლელობა დადებითად შეაფასეს.
იუნესკოს კომიტეტის 34 სესიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ ეტაპზე, იკრომის, იკომოსისა და იუნესკოს ექსპერტების აქსტიური მონაწილეობით და კონსულტაციით სრულდება ბაგრატის ტაძრის სრული რეაბილიტაციის კონცეფციის შემუშავება.

კონცეფციის მიზანია პირველ რიგში, დაცული იყოს ძეგლის ინტერესები, დაკმაყოფილდეს საზოგადოების მთავარი მოთხოვნა ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით, შემუშავდეს ძეგლის ინფრასტრუქტურული კონცეფცია თანამედროვე სტანდარტებით, რაც საბოლოო უზრუნველყოფს ბაგრატის ტაძრის ამოღებას საფრთხის ქვეშ არსებული ძეგლების ნუსხიდან“.

ინტერნეტში ამ სათაურით - “იუნესკომ ბაგრატზე მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა“ შეგიძლიათ მოიძიოთ სტატია და წაიკითხოთ 35-ე სესიაზე მიღებული დოკუმენტი, რომელიც ასეთი შინაარსისაა:

“ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი (საქართველო) (C 710)

გადაწყვეტილება: 35 COM 7A.29

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი,

• განიხილა დოკუმენტი WHC-11/35.COM/7A.Add
• გაიხსენა 34-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილება 34 COM 7B.88 (ბრაზილია, 2010)

1.მიესალმება ყველა სამუშაოს შეჩერებას ბაგრატის ტაძარზე, ისევე, როგორც სარეაბილიტაციო პროგრამის წინსვლასა და გელათის მონასტრის კონსერვაციის გენერალურ გეგმას;

2.კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ იმატა კოორდინაციამ ქართულ ეკლესიასა და სამოქალაქო ხელისუფლებას შორის, გამნტკიცდა ერთობლივი საქმიანობა და გაუმჯობესდა რელიგიური და სასულიერო მსოფლიო მემკვიდრეობის საკუთრების მართვა საქართველოში;

3.აგრეთვე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მხარემ დანიშნა ბაგრატის ტაძრის კონსულტანტად არქიტექტორი კონსერვაციის დარგში, და რომ ქართველი ინჟინრები მუშაობენ სამ-ფაზიანი მიდგომის გამოყენებით, ბაგრატის ტაძრის, როგორც დაცული სივრცის, სრული რეაბილიტაციისთვის;

4.ყურადღებას მიაპყრობს საერთაშორისო კონსულტანტის მოსაზრებას, რომ ბაგრატის ტაძრის დაუსრულებელი სტრუქტურული მდგომარეობა არაა მდგრადი, რომ შესაძლებელია არ იყოს მისაღები იმის გაუქმება, რაც ახლახან აშენდა, რადგან ჩარევები თითქმის შეუქცევადია და რომ არსებული ბეტონის სვეტებზე მცირეწონიანი სახურავი შეიძლება დაიდგას;

5.დაჟინებით თხოვს სახელმწიფო მხარეს განავითაროს ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სტრატეგია, რომელიც გააუქმებს ახლახან ჩატარებული სამუშაოების მაქსიმალურ რაოდენობას; შესაძლებლობის ფარგლებში გააერთიანებს ფრაგმენტებს იმ ადგილებზე, სადაც ისინი კედლების ნაწილებს ქმნიან; უზრუნველყოფს ნებისმიერი მცირეწონიანი სახურავის დადგმას, შენობის მოხაზულობის გათვალისწინებით, რაც იქნება მსგავსი იმისა, როგორიც შესაძლოა ადრე იყო და დატოვებს ტაძრის შიდა ნაწილს მოუბათქაშებლად;

6.თხოვნით მიმართავს სახელწიფო მხარეს, წარუდგინოს რეაბილიტაციის სტრატეგია მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს, მრჩეველთა საბჭოს შეფასების მისაღებად, ნებისმიერი ვალდებულების აღებამდე;

7.აგრეთვე, თხოვნით მიმართავს სახელწიფო მხარეს, რათა მოიწვიოს გაერთიანებული მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის/COMOS რეაგირების მონიტორინგის მისია, საკუთრების კონსერვაციის საერთო მდგომარეობის შესაფასებლად და ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სტრატეგიის მიდგომების განსახილველად;

8.გარდა ამისა, თხოვნით მიმართავს სახელწიფო მხარეს 2012 წლის 1 თებერვლისთვის წარუდგინოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს განახლებული ანგარიში, საკუთრების კონსერვაციის მდგომარებისა და ზემოაღნიშნულის განხორციელების შესახებ, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიაზე განსახილველად.

იღებს გადაწყვეტილებას, მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხეში მყოფი ძეგლების სიაში დატოვოს ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი (საქართველო).

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 35-ე სესია. პარიზი, საფრანგეთი, 2011 წლის 19-29 ივლისი“.




წინა კვირას google-ს მთვლელის მონაცემებით ჩვენი გვერდი მოინახულა: ორშაბათს - 2080, სამშაბათს - 2061, ოთხშაბათს - 2980, ხუთშაბათს - 2989, პარასკევს - 3703, შაბათს - 2445 და კვირას - 2298 პირმა. 2011 წელი – 211 837.
"ობიექტივი" (fm 105.0, Obieqtivi.net):
2011 წლის 26 დეკემბერი, 01:00 - 02:00 (ნაწილი II)
წამყვანი: ილია ჩაჩიბაია და ბონდო მძინარაშვილი
სტუმარი: ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა ბერიძე

– ჩემი აზრით, არჩევნების ფინიშის სწორზე ორი ძირითადი პოლიტიკური ძალიდან ერთ–ერთის ლიდერი ან ბიძინა ივანიშვილი, ან მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესის მონაწილე აღარ იქნება
– ჯერ ავირჩიოთ ბატონი ბიძინა და მერე ჩვენი მახვილი მზერით მკაცრად მივადევნოთ თვალი. ის ხალხის გულისთქმას გამოხატავს



2011 წლის 26 დეკემბერი, 00:00 - 01:00 (ნაწილი I)
წამყვანი: ილია ჩაჩიბაია და ბონდო მძინარაშვილი
სტუმარი: ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა ბერიძე

– პოლიტიკური ძალის მოკავშირეს თვითონ პოლიტიკოსები იჩენენ
– ჭეშმარიტ ლიბერალიზმს და ეროვნულ ღირებულებებს შორის არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს
– ყველაფერი ღირებული გარკვეული ქაოსიდან იქმნება



2011 წლის 23 ნოემბერი, 21:00 - 22:00
წამყვანი: ილია ჩაჩიბაია
სტუმარი: ნანული ვახანია
სტუმარი: ილია ლომია

– პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოდ მძიმეა
– ჩემი ძმა ციხეში არ არის, ის ჯოჯოხეთშია. გაუსაძლისი პირობების გამო, იგი ანემიის უმძიმესი ფორმით დაავადდა
– მალე დადგება სიმართლის დრო საქართველოში და ყველას კანონის შესაბამისად მოეთხოვება პასუხი პატიმრების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო



 
 
მთავარი|ახალი ამბები|სტატიები|ექსკლუზივი|ვიდეო|ფსიქოლოგის გვერდი|პარაფსიქოლოგია|სკოლა|ამინდი|ბმულები|ქალა|სიახლეების ბიულეტენი|სამეგრელოს შესახებ|ონლაინი|მედია|ყველაზე სკანდალური|დაიცავი საქართველო|მედია დაიჯესტი|ჟურნალის ფანკლუბი|მკვლელები|მეგრული მუსიკა|სპორტი| მედიის მდგომარეობს სამეგრელოში| ფოტო|გამოკითხვა|პატარა ვარსკვლავები|არქივი|კავშირი
 

სასაცილო

„სამშობლო“ გაყიდეს!

20:48 15.09.2011თბილისი, 15 სექტემბერი, საქინფორმი. გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობა აუქციონებზე გაყიდვის უშედეგო მცდელობის შემდეგ პირდაპირი მიყიდვის წესით გაიყიდა (სავარაუდოდ, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად). მთავრობის გადაწყვეტილებით, შენობის ახალი მფლობელი...

პოეტი ვახტანგ ხარჩილავა თავდაყირა აყენებს ნატო ვაჩნაძის დაღუპვის მიზეზს!

19:43 20.09.2011 2011 წლის 19–25 სექტემბრის ნომერში პოეტ ვახტანგ ხარჩილავას სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". რესპოდენტის თქმით თვითმფრინავი რომელშიც ლეგენდარული მსახიობი ნატო ვაჩნაძე იჯდა, 1953 წლის 14 ივნისს მის თვალწინ ჩამოვარდა!...

14 წლის გვანცა ყუფარაძე 18 თვე მარტო ამყოფეს საკანში, მაგრამ ცრუ ჩვენება მაინც ვერ მიაცემინეს

ავტორი შორენა ცივქარაშვილი18:51 19.09.2011განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაპატიმრებული 14 წლის გვანცა ყუფარაძის საქმე საქართველოს მართლმსაჯულე¬ბისთვის რეზონანსული აღმოჩნდა. ქართველი თუ უცხოელი უფლებადამცველების მცდელობის მიუხედავად, გოგონას...

ფოტორეპორტაჟი – აყვავილებული სვანეთი

09:00 19.09.2011 ფოტორეპორტაჟი სახელწოდებით "აყვავილებული სვანეთი" მომზადებულია 2011 წლის 9 სექტემბერს. ასე გამოიყურება რამდენიმე თვეში, დაჩქარებული ტემპით აშენებული ქალაქი მესტია და სვანეთი...საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მაღალმთიანი კურორტი...

ირანელმა ტურისტებმა პრეზიდენტის რეზიდენციის მოპირდაპირე მხარეს კარავი დასცეს [video]

21:39 18.09.201116 სექტემბერს, დილის ათის ნახევრამდე თბილისის ცენტრში, ბარათაშვილის სახელობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბევრი მოქალაქე შეამჩნევდა წითლად გაწყობილ ლურჯ კარავს, რომელიც სამმა ირანელმა ”ტურისტმა” საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის პირდაპირ,...

რუსთავის მე-2 საპატიმროში პატიმარმა ყური მოიჭრა და შეჭამა

ავტორი ნანა ფიცხელაური17:06 28.09.2011რუსთავის მე-2 საპატიმრო დაწესებულებაში პატიმარმა ტარიელ საყვარელიძემ ყური მოიჭრა და შეჭამა. საყვარელიძის ადვოკატის თქმით, "ამ ნაბიჯამდე პატიმარი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან გამოჩენილმა უყურადღებობამ და მძიმე სულიერმა...

რუსთავის ციხის დირექტორმა პატიმარი აწამა და ადვოკატი დააკავა

ავტორი ნინო მიქიაშვილი21:49 17.09.2011პატიმრების ცემა–წამებით განთქმულ რუსთავის N17 დაწესებულებაში მყოფი 31 წლის ილგარ მემედ–ზადეს სიცოცხლე საფრთხეშია – 15 სექტემბერს მის ცემაში, ციხის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობას უშუალოდ ციხის დირექტორი, ლაშა...

დიდი სესილია

ავტორი სანტიაგო გაუჩო18:16 17.09.2011დღეს 105 წელი შესრულდა ცნობილი ქართველი მსახიობის, სესილია თაყაიშვილის დაბადებიდან. ქალბატონი სესილია იმ უმცირეს მსახიობთაგანი გახლდათ, რომელსაც საქართველო მხოლოდ სახელითაც კი ცნობდა და ცნობს.სესილია თაყაიშვილი ქართული...

შეფიცული სვანები XI-XII საუკუნეების სახარების ადგილსამყოფელს საიდუმლოდ ინახავენ

ავტორი ნინო მიქიაშვილი21:23 16.09.2011მესტიის რაიონის სოფელ ლახამულადან უნიკალური ხელნაწერის თბილისში წამოღება უნდათ, რასაც სოფელი ეწინააღმდეგება. ამის შესახებ პოეტმა ერეკლე საღლიანმა გვაცნობა. ოთხთავი XI-XII საუკუნეების მიჯნას განეკუთვნება, ხბოს ტყავზეა...

რუსთავში პენსიონერ ჯავახიშვილებს ბ-ნი პრეზიდენტი შვილივით უყვართ

ავტორი მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი18:01 17.09.201114 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი რუსთავს სტუმრობდა. მან რუსთაველი პენსიონერების, გიორგი და ცირა ჯავახიშვილების ოჯახს 100-ლარიანი პენსია გადასცა. „ჩემი ოცნება ახდა, რომ გიხილეთ. თვალებს ვერ უჯერებ, ჩემი...

საქართველო




“ფაჩულიას არყოფნა ჩვენს შანსებს ძალიან ზრდის” [video]

ავტორი ალექსანდრე ანდრიაძე15:26 09.09.2011საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის სასტარტო ბრძოლას ხვალ თბილისის დროით 16.30 საათზე მაკედონიასთან გამართავს - F ჯგუფის პირველ მატჩში იგორ კოკოშკოვის რაზმი თავისი ლიდერის და კაპიტნის...

ბაჩო ახალაია და ამერიკულ–ქართული სამხედრო თანამშრომლობა WikiLeaks–ის მასალებში

ავტორი სივილ ჯორჯია16:26 10.09.2011WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ რამოდენიმე კონფიდენციალური დიპლომატიური გზავნილიდან ირკვევა, რომ ერთი თვის შემდეგ, რაც ამერიკელმა დიპლომატმა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეშფოთება გამოთქვა მის მიერ თავდაცვის მინისტრად ბაჩო...

Wikileaks: დიმიტრი შაშკინის თქმით, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი დავით ბაქრაძე გახდება

ავტორი ტრიბუნა.ge15:26 10.09.2011Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ დოკუმენტში საქართველოს განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინისა და საქართველოში აშშ-ის მაშინდელი ელჩის ჯონ ტეფტის საუბარია აღწერილი. ტელეგრამა 2009 წლის 6 იანვრით თარიღდება. შაშკინი...

მეცნიერები ეგვიპტელი ფარაონების ქართული წარმოშობის შესახებ

ავტრორი ტრიბუბა.ge23:14 10.09.2011Reuters შვეიცარიის გენეტიკური კვლევების ცენტრის ბიოლოგების სენსაციური აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ცენტრის ბიოლოგების კვლევის შედეგედ დადგინდა, რომ ეგვიპტელი ფარაონები ნახევარზე მეტი ევროპელის წინაპარები...

პრეზიდენტის დაცვის წევრებმა ფოთში ღრმად მოხუცებული ქალი სცემეს

15:26 11.09.2011საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში 8 სექტემბერს რეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი ,,ფაზისი" გახსნა.სასწავლებელი ახალი ინვენტარითა და თანამედროვე ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკით სრულიად აღიჭურვა, გაეროს დაფინანსებით ამოქმედდა ცესკოს ქსელური...

სოფო ხორგუანი: ზაზა გოროზია შვებულებაში გასვლას და ილია ჩაჩიბაის ცემას გეგმავდა

ავტორი ნინო ბაძაღუა01:50 15.09.20112004–2009 წლებში, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე სოფო ხორგუანი მედია–კავშირ „ობიექტივის“ ეთერში ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიასა და სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიას შორის არსებულ დაპირისპირებაზე სკანდალურ...

სისასტიკით და არაადამიანურობით ცნობილი მეგის ქარდავა თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი23:25 14.09.2011სისატიკითა და არაადამიანურობით ცნობილი მეგის ქარდავა სამეგრელო –ემო სვანეთის სამხარეო პოლიციიდან თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია ”ობიექტივმა” სარწმუნო წყაროსგან შეიტყო და თავდაცვის სამინისტროში...

”თუ მოხდა ჩემი გარდაცვალება ჩამოხრჩობით, იცოდეთ, რომ ეს ჩემი ჩადენილი არ იქნება”

ავტორი ნინო მიქიაშვილი20:10 13.09.2011მსჯავრდებული ივანე ძაგნიძე: “მოვითხოვე სამედიცინო გამოკვლევა ხერხემალზე, ღვიძლზე, თავზე, ნაღველზე და კუჭ-ნაწლავზე. მივიღე უარი ლაშა ბრეგაძედან. მან მითხრა...

WikiLeaks - რუსეთთან „ენგურჰესზე" მოლაპარაკებების შესახებ

03:21 13.09.2011WikiLeaks-ი საქართველოს შესახებ ახალ მასალებს აქვეყნებს. WikiLeaks-ი ვებ-გვერდზე ამჯერად, „ენგურჰესთან" დაკავშირებით საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩის საქართველოში, ჯონ ტეფტის...

მიხეილ სააკაშვილი: მე უკვე დიდი ხანია გასვანებული ვარ

15:26 12.09.2011პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს მესტიაში იუსტიციის სახლი და სხვადასხვა ობიექტები გახსნა, მათ შორის, ზუგდიდი-მესტიის მაგისტრალი. სააკაშვილის განცხადებით, ყველაფერი, რაც სვანეთში კეთდება, მრავალწლიანი ფიქრისა და დაგეგმარების შედეგია...

რელიგია




რუსი ჟურნალისტი ნანი ბრეგვაძისა და ბუბა კიკაბიძის ურთიერთობით დაინტერესდა [video]

14:37 21.09.2011რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი ახალ მხატვრულ ფილმს იღებს. გადაღებები ბათუმში მიმდინარეობს. ფილმში მაყურებელი ნანი ბრეგვაძისა და ბუბა კიკაბიძის დუეტს იხილავს. ფილმით, უფრო მეტად კი ფილმის მთავარი გმირებით, რუსი ჟურნალისტი დაინტერესდა. მან...

მამა მიქაელმა საჯარო რეესტრის თანამშრომლები „დოკუმენტურად“ დაწყევლა

ავტორი მადლენა მაჭარაშვილი 20:26 08.08.2011 თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, დეკანოზი მიქაელ (მაჟარა) ასათიანი, საჯარო რეესტრის თანამშრომლებს შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. ამის გამო უწყების კონკრეტული თანამშრომლები საჯაროდ...

გამარჯობა, მე ვარ ბოზი – ქართული ბლოგების მიმოხილვა

ავტორი დაჩი კვიკვინია18:00 07.08.2011ჩემს მიერ გასულ თვეში მოზადებულ სტატიას სახელწოდებით "ხუთჯერ მომსტ***ეს და რაღაც ეგეთები" ბლოგერების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მკითხველებმა კონსერვატორად შემრაცხეს და მსუბუქად რომ ვთქვათ სტატია დაიწუნეს იმ კრიტიკის...

ფრთხილად, თქვენი facebook-ის "გატეხვა" ადვილია!

ავტორი დაჩი კვიკვინია 20:20 14.08.2011 საქართველოში, სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად, მომრავლდნენ და გააქტიურდნენ ჰაკერთა სხვადასხვა ჯგუფები. ამჯერად სხვისი პირადი ცხოვრებით დაინტერესებული ჰაკერების მიერ ინტერნეტში ხორციელდება...

ნატაშა ჩხიკვაძის ინტერვიუ გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე [video]

22:36 24.08.2011 22 აგვისტოს ჩეხეთში რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე ნატაშა კობახიძე გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი 24 აგვისტოს რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად, რომელიც ამჟამად ჩეხეთში სამკურნალოდ იმყოფება, საქართველოში უნდა ჩამოფრენილიყო. გარდაცვალებამდე ნახევარი...

ირაკლი ალასანია: „საქართველოში მესიების მოლოდინი უნდა დამთავრდეს“

22:46 24.08.2011 „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მედიაკავშირ „ობიექტივში“ სტუმრობისას ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხებზე თავისი ხედვა წარმოადგინა. ირაკლი ალასანიას თქმით, საარჩევნო გარემოს შეცვლისათვის შეკრებილი 6 პარტია ბრძოლას...

ხელისუფლების დასასვენებელი სახლი ახლა ”ბათუმის შერატონია”

ავტორი ნინო მიქიაშვილი 22:56 24.08.2011 იმაზე, თუ როგორ ისვენებენ და ერთობიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, კარის მუსიკოსებთან და მსახიობებთან ერთად, „ბათუმის შერატონში“, სასტუმროს რომელ სართულზე ცხოვრობს მიხეილ სააკაშვილი, არიან თუ არა...

სვანეთში დაცული საგანძური კონტეინერებში ჩაამწყვდიეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გადატანა უნდათ, რაც ჩვენი ისტორიისა და ერის წინაშე უდიდესი დანაშაული იქნება. ზუგდიდში ჩატანა კი არა, ადიშის ოთხთავი სოფელ...

პატრულის თანამშრომელი ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა [video]

15:26 27.08.2011 პატრულის თანამშრომელი tspress.ge-ს ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი, დღეს, შუადღისას, ფოთის კლინიკური საავადმყოფოს ეზოში მოხდა. ჟურნალისტი, იზა სალაყაია იქ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, დაჯარიმების...

სენაკის პოლიცია ფარულავას მკვლელთან ერთად ოქრუაშვილსაც ეძებს [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი 23:26 01.08.2011 სენაკის პოლიციის სამმართველოს შესასვლელში გაკრულ აბრაზე შს სამინისტროს მიერ ძებნილი რვა პირის ვინაობა იკითხება. გამოსახული ფოტოებიდან შვიდი „ადგილობრივი მნიშვნელობის“, ხოლო ერთი „საერთაშორისო“ და აბრაზე პირველ...