მურმან დუმბაძე: “მეზღვაურების ოჯახებს კუდ-მა აუკრძალა იმის თქმა, თუ როგორ ჩააღწიეს სომალიდან სტამბულამდე“

ავტორი ნინო მიქიაშვილი | „ობიექტივი“
18:02 22.01.2012
“სვანეთთან ერთად დატბორვა აჭარის სოფლებსაც ემუქრება, თუ ამ რეგიონებში გიგანტურ ჰესებს ააშენებენ“, - გვითხრა საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარემ, მურმან დუმბაძემ. ხუთი დღის წინ მან ხელვაჩაურის რაიონში თავად ნახა ის ადგილი, სადაც თურქული მხარე თავისი მუშა-ხელისთვის კოტეჯებს აშენებს. ამასთან დუმბაძე სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გამოხსნილ ქართველ მეზღვაურებსაც შეხვდა.

იმაზე, თუ რა გაფრთხილება მისცა კუდ-მა მეზღვაურების ოჯახის წევრებს; აჭარის რომელი სოფლები დაიტბორება; რას მივიღებთ გიგანტური ჰესების აშენების სანაცვლოდ და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ზიანი არ მიადგეს, მურმან დუმბაძესთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ.

რა ინფორმაცია გაქვთ მეზღვაურების გათავისუფლებაზე?

მურმან დუმბაძე: მოხარული ვარ, რომ ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან, მაგრამ ვწუხვარ იმის გამო, რომ ტყვეობიდან მათი გამოხსნის საქმეში ქართული სახელმწიფოს წვლილი მინიმალურია. გათავისუფლებული15 მეზღვაურიდან რამდენიმეს შევხვდი, რადგან მათთან პირადი ურთიერთობა და ნაცნობობა მაქვს. პირდაპირ გეუბნებით და შეგიძლიათ შავი შრიფტით დაბეჭდოთ - მეზღვაურების ოჯახებს კუდ-მა აუკრძალა იმის თქმა, თუ როგორ ჩააღწიეს სომალიდან სტამბულამდე. მათ უთხრეს, რომ კრინტი არ უნდა დაეძრათ იმაზე, თუ ვინ მივიდა გემთან, როგორ მოხდა მათი გათავისუფლება, როგორ გადასცეს 15 ქართველი მეზღვაური და მათთან ერთად 3 თურქი ერთი გემიდან მეორეზე, რომელ ქვეყანაში ჩაიყვანეს და ასე შემდეგ.

მეზღვაურების ტყვეობისას თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ერდოღანი სომალიში იმყოფებოდა, რასაც მიხეილ სააკაშვილი გორის ცნობილი კადრების შემდეგ ვერ გააკეთებდა. სომალიში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო ჩასული. მკითხველი დამეთანხმება, რომ სომალიში ვერც ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავა. სომალიში სტუმრობის მიზეზი მეზღვაურების ტყვეობიდან გამოხსნა, რომ იყო, ეს ერდოღანმა ოფიციალურადაც განაცხადა. პლუს ამას, მე მაქვს ლონდონიდან მიღებული ინფორმაცია, რომლის თანახმად დიდი ბრიტანეთის დედაქალაში მეზღვაურების საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

თქვენ ოფიციალური ინფორმაცია გაქვთ?

-ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია - მეზღვაურების გათავისუფლების ამბის გახმაურებამდე რამდენიმე დღით ადრე, ლონდონში მოღვაწე ჩვენმა თანამემამულეებმა შემატყობინეს, რომ დატყვევებულების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები მიდიოდა. საქმე იმაშია, რომ გემთფლობელი ბერძენია და გემი, მისი ეკიპაჟი და ტვირთიც დაზღვეული გახლდათ. ბერძნული მხარის აქტიურობით სადაზღვევო კომპანიები შეიკრიბნენ და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ეს ხალხი უნდა გათავისუფლებულიყო.

მეზღვაურებს ადენის ყურეში ბულგარულმა სამხედრო გემმა მიაკითხა. ეკიპაჟშიც ბულგარელები იყვნენ. ჩვენი მეზღვაურები ბულგარული გემით კენიაში ჩაიყვანეს, კენიიდან სტამბულში და ამას მოჰყვა სააკაშვილის ზარ-ზეიმი.

ვინ გადაიხადა მეზღვაურების გამოსახსნელი თანხა, რა თქვეს ამაზე მეზღვაურებმა?

-თანხის ანაზღაურების საკითხში თურქეთი სადაზღვევო კომპანიებთან გარანტორად გამოვიდა. ერთი კვირით ადრე დატყვევებულ მეზღვაურებს მეკობრეებმა უთხრეს, რომ მათ გემი მოაკითხავდა და წაიყვანდა. ანუ სანამ ხალხი გაიგებდა, მანამდე ერთი კვირით ადრე იცოდნენ მეზღვაურებმა, რომ ათავისუფლებდნენ. ასე რომ როცა სტამბულში ერდოღანმა და სააკაშვილმა განცხადებები გააკეთეს, იქ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა სააკაშვილს მადლობა გადაუხადა, არა ამ ტყვეების გამოხსნისთვის, არამედ ტრანსპორტირებისთვის - გათავისუფლებული მეზღვაურების ტრანსპორტირება სააკაშვილმა უზრუნველყო, ოღონდ სტამბულიდან ბათუმამდე. ჩვენდა სამწუხაროდ, მხოლოდამხოლოდ აი, ეს არის ქართული სახელმწიფოს წვლილი.

რა სიახლეებია აჭარაში გიგანტური ჰესების აშენების კუთხით?

-მდინარე მაჭახელაზე ორი ჰიდროელექტროსადგურის აშენების შესახებ ახალი ტენდერი ენერგეტიკის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. თითოეული ჰესის სიმძლავრე 20-დან 25 მეგავატამდე უნდა იყოს. ამ ტენდერის გამოცხადება ფორმალურად მოხდა, რადგან პრაქტიკული სამუშაოები დაწყებულია.

5 დღის წინ ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ აჭარისწყალში ვიყავი. ეს ის ადგილია, სადაც 3 მდინარე: მაჭახელა, აჭარისწყალი, ჭოროხი ერთდება და ჭოროხად გადაიქცევა. სოფელ აჭარსიწყალს, ისევე, როგორც ხერთვისს და მირვეთს დატბორვა ემუქრება, თუ გიგანტურ ჰესებს ააშენებენ. სოფელ აჭარისწყალში გარკვეულ ადგილას, მინდორზე, სადაც ადრე რუსის ჯარი იდგა, ახლა თურქული მხარე თავისი მუშა-ხელისთვის კოტეჯებს აშენებს.

მოკლედ, იქ, სადაც 70 წელი რუსის ჯარი იდგა, ახლა თურქი დადგება - გამალებული მშენებლობა მიდის; ე.წ. სენდვიჩის ტიპის მასალისგან საცხოვრებელ სახლებს აშენებენ. თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც ამ სახლებში იცხოვრებენ, საპროექტო სამუშაოებს შეასრულებენ და შემდეგ გეგმის განხორციელებას დაიწყებენ.

თურქული მხარე 2008 წლიდან აქტიურად მუშაობს ჭოროხზე, მაჭახელასა და აჭარისწყალზე გიგანტური ჰესების ასაშენებლად, რაც რეგიონის მოსახლეობას ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის. მოგეხსენებათ, აჭარა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თვალსაზრისით მცირემიწიანია, მოსახლეობა ძირითადად ამ მდინარეების გასვწრივ ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით გიგანტური ჰესების აშენების საქმეში ნორვეგიელებიც ჩართულები არიან, ჯამში 300 მეგავატი სიმძლავრის ჰესებს აშენებენ.

ამას ემატება თურქების მიერ მდინარე ჭოროხზე 120 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ჰესის აშენება, მდინარე მაჭახელაზე 2 ჰესის აშენება, რომელთა სიმძლავრე ჯამში 50 მეგავატი იქნება და მთლიანობაში ჯამურად სადღაც 500 მეგავატამდე გამოდის. ამ საქმეში 700 მილონამდე დოლარის ინვესტირებას აპირებენ. ანუ უზარმაზარ ტერიტორიას, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მდინარეებს ხელში ჩალის ფასად უგდებენ.

რას ჰპირდებიან ადგილობრივ მოსახლეობას?

-მათ უთხრეს, რომ ერთ კვადრატულ მეტრზე 8-დან 12 ლარამდე გადაუხდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ განზრახულობა სისრულეში მოსაყვანად მზადდება. მაგალითად, ჭოროხის მდინარეზე ჰესის აშენების შედეგად 250 ჰექტარი მიწა დაიტბორება. ეს არის ორნახევარი კვადრატული კილომეტრი. ნამდვილი ბათუმი (შემოერთებების გარეშე) 5 კვადრატული კილომეტრია და ორნახევარი კილომეტრის დატბორვა ნახევარი ბათუმის დატბორვას ნიშნავს.

რა სარგებელს მიიღებს საქართველო ამ გიგანტური ჰესების აშენებით?

-ერთადერთი პირობაა - გიგანტური ჰესების აშენების შემდეგ საქართველოს 10 წლის განმავლობაში 4 თვით (ყოველი წლის ოქტომბრიდან თებერვლამდე) საბაზრო ფასებში მიღებულ ელექტროენერგიას გამოიყენებს. დანარჩენი თვეებში მოხდება ამ ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთის და სხვა ქვეყნების მიმართულებით და ესეც მხოლოდ 10 წელი! ინვესტორი ექსპორტის გადასახადს არ გადაიხდის, რადგან ქართული კანონმდებლობით ექსპორტი არ იბეგრება. ასე რომ, ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანას კატასტროფული შედეგი ექნება. მიგრაცია დაიწყება, ხელვაჩაურის რაიონში ტყეები, სოფლები (მარადიდი, კირნათი, მირვეთი აჭარისყალი, ერგე) დაიტბორება, მდინარეში თევზი გაწყდება.

ნორვეგიელები, რომლებიც აჭარისწყლის მიმართულებით 2009 წლიდან საპროექტო სამუშაოებს ასრულებენ, ქედისა და შუახევის რაიონების სიღრმეში შევიდნენ. აჭარისწყალზე დაახლოებით 300 მეგავატი სიმძლავრის 4 ჰესის აშენებაა დაგეგმილი!

ხედავთ თუ არა პოლიტიკურ ინტერესს, ჰესების მშენებლობის მიღმა?

-ცხადია ვხედავ, განსაკუთრებით თურქეთის მხრიდან - უცხო სახელმწიფო აჭარის ტერიტორიას, საქართველოსთვის მნიშვნელოვან მდინარეებს ხელში იგდებს და ჩვენ რა გავლენა გვექნება და როგორ მოვიხმართ ამ მდინარეებს, კაციშვილმა არ იცის. თურქეთი ბათუმს ეკონომიკურად უკვე დაეპატრონა და ახლა აჭარის ტერიტორიის სიღრმეშიც შედის. არჩევნები ახლოვდება და საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ უეცარი, ერთჯერადი თანხის მიღებაზე ფიქრობს.

გამოსავალს რაში ხედავთ?

-სვანეთთან ერთად დატბორვა აჭარის სოფლებსაც ემუქრება, თუ ამ რეგიონებში გიგანტურ ჰესებს ააშენებენ. ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი გიგანტური ჰესების აშენების პროექტი უნდა გავაპროტესტოთ - ერთადერთი ბერკეტი ამ პრობლემის გახმაურებაა.

და ხმაურით როგორ შეაჩერებთ გიგანტური ჰესების მშენებლობას?

-მაგალითად, ხმაურით შევაჩერეთ ე.წ. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა ბათუმში. დარწმუნებული ვარ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს დაგვიჭერს. იმ დეტალების ირგვლივ, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ხალხი ინფორმირებული არ არის. ბათუმში ჩასვლისთანავე დავიწყებ კარდაკარ სიარულს, მოსახლეობას საქმის ვითარებას გავაცნობ - წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ, ერთმანეთს მხარში უნდა დავუდგეთ, ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ და გიგანტური ჰესების აშენების პროექტი ჩავშალოთ.




რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...