ევროსაბჭოს ექსპერტები სვანურსა და სომხურს ერთ რანგში განიხილავენ

უცხოელი ექსპერტები, 1999 წელს, საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას 12-დან 20-მდე უმცირესობის ენის აღიარებას სთავაზობენ. ამის შესახებ პრესა.გე–ს პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ უთხრა, რომელიც 1999 წლიდან მოყოლებული დღემდე მუშაობს “ენის ქარტიაზე“. მას ამ თემასთან დაკავშირებით 3 წიგნი და რამდენიმე სტატია აქვს გამოქვეყნებული.

გაზიარება
[ნინო მიქიაშვილი. 21:50 01-10-2010]

თბილისში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, ევროსაბჭოში არსებული “რეგიონული ან უმცირესობის ენების ევროპული ქარტიის“ სამდივნოს ინიციატივით, ორდღიანი კონფერენცია ჩატარდა, რომლის მიზანი იყო “ენის ქარტიის" პრინციპების გაცნობა ქართველი არასამთავრობოებისა და საქართველოს ხელისუფლებისათვის. ამ ღონისძიებაზე
ძირითადი მომხსენებელი იყვნენ ევროპის საბჭოს ექსპერტები, ბატონები: ჰორნი, უითლი და ვიხერკევიჩი. საქართველოს განათლების სამინისტროს თხოვნით, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს იმ ქართველმა ექსპერტებმაც, რომლებსაც “ენის ქარტიის“ შესახებ ნაშრომები აქვთ გამოცემული; მათ შორის ტარიელ ფუტკარაძეც იყო.

ფუტკარაძის განმარტებით, როგორც წესი, “ენის ქარტიის“ რატიფიკაციის დოკუმენტს უნდა ახლდეს რეგიონული, ან უმცირესობის ენების ჩამონათვალი, “ენის ქარტიის“ ამოქმედებისას, ქარტიის შესაბამისი მუხლებისა და პუნქტების მითითებით. კონფერენციის მსვლელობის დროს, საკონფერენციო დარბაზში დარიგდა საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი უცხოელი და ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციები, რომელშიც რეგიონული, ან უმცირესობის ენათა კონკრეტული ჩამონათვალიც იყო მითითებული.

ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ქართველ ექსპერტებს: ტარიელ ფუტკარაძეს, რევაზ შეროზიას, ეკა დადიანს, მერაბ გვაზავას და სხვებს, განსხვავებული პოზიცია აქვთ და შესაბამისად, კონფერენციაზე ძირითადი პოლემიკა სწორედ მათსა და უცხოელ ექსპერტებს შორის გაიმართა. ტარიელ ფუტკარაძის აზრით, უცხოელმა სპეციალისტებმა ნაკლებად იციან ჩვენი ქვეყნის ენობრივ-ეთნიკური სიტუაციის ისტორიული დინამიკა და არ ითვალისწინებენ რუსული ოკუპაციის 200-წლიან ისტორიას.

1999 წლის 27 იანვარს, ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ 2000 წლის 21 იანვარს ხელი მოაწერა კონვენციას “ეროვნულ უმცირესობათა შესახებ“; საქართველოს პარლამენტმა ამ საერთაშორისო დოკუმენტის რატიფიკაცია 2005 წელს მოახდინა. დღემდე ხელმოუწერელი და დაუდასტურებელია “ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ“, რომლის შესრულების ვალდებულების აღებაც იმავე 1999 წელს მოხდა, ხოლო რატიფიცირება 2000 წელს უნდა მომხდარიყო.

პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის განმარტებით, საქართველოში ამ დოკუმენტის რატიფიცირება ყოვნდება “ენის ქარტიის“ წინააღმდეგობრივი, არაიშვიათად პოლიტიზებული ინტერპრეტაციების გამო; კერძოდ, “ენის ქარტიის“ კრიტერიუმების ნაირგვარი გააზრების საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობენ, “ენის ქარტიის“ ფორმატით აღიაროს თორმეტიდან ოცამდე რეგიონული ან უმცირესობის ენა. პრესა.გე–სთან საუბრისას ტარიელ ფუტკარაძე ამბობს, რომ ევროპის ქვეყნების ნაწილი საერთოდ არ უერთდება ქარტიას.

2010 წლის მონაცემებით, ევროსაბჭოს წევრი 48 ქვეყნიდან ოცდაოთხმა მოახდინა “რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიკაცია (სომხეთი, გერმანია, ფინეთი, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი...); ცხრა სახელმწიფომ მხოლოდ ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს (აზერბაიჯანი, საფრანგეთი, იტალია, რუსეთი...); თხუთმეტს კი თავისი პოზიცია საერთოდ არ ჩამოუყალიბებია (საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი, ლიტვა, ესტონეთი, ბელგია, ლატვია, პორტუგალია...);.

ტარიელ ფუტკარაძე: “ქვეყნები, რომლებიც “ენის ქარტიას“ მიუერთდნენ, რეგიონული ან უმცირესობის ენების სიის შედგენის მიხედვით ორ ჯგუფად შეიძლება წარმოვადგინოთ: დასავლეთევროპული და პოსტსაბჭოური.
დასავლეთევროპული სახელმწიფოების (მაგალითად, ინგლისისის, ფინეთის, ესპანეთის) რატიფიკაციის დოკუმენტებს ერთვის ენათა ძალზე მცირე ჩამონათვალი; აქცენტი კეთდება ავტოქთონ ეთნიკურ და ენობრივ უმცირესობებზე, რომელთა დედაენა სახელმწიფო ენა არ არის და ამავე დროს გაქრობის საფრთხის ქვეშაა.

პოსტსაბჭოურ სივრცეში (მაგალითად, რუმინეთში, პოლონეთში, სომხეთში) რატიფიკაციის დოკუმენტს (არაიშვიათად) ერთვის ენათა გრძელი სია და მათ შორის, არალოგიკურად ფიგურირებს რუსული ენა. ამგვარი სხვაობა ბადებს კითხვას:
პოსტსაბჭოური ქვეყნების მიდგომის ჩამოყალიბებაში რაიმე როლს ხომ არ თამაშობს რუსეთის გავლენა? აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს, მსოფლიოში გაავრცელოს საქართველოს მოსახლეობის არაადეკვატური ენობრივ-ეთნიკური დახასიათება – ქართველთა ნაწილს: მეგრელებს, აჭარლებს, ლაზებს, სვანებს, მესხებს, ხევსურებს და ა.შ. არაქართულ ეთნიკურ ჯგუფებად მიიჩნევენ“.

ევროსაბჭოს ექსპერტის, ბატონ ვიხერკევიჩისა და მისი ქართველი თანაავტორების მიერ, საქართველოს ხელისუფლების წინაშე წარდგენილი რეკომენდაციების თანახმად, “ენის ქარტიის“ დებულებები შემდეგ 12 ენაზე უნდა გავრცელდეს: სომხურის, აზერბაიჯანულის, რუსულის, ბერძნულის, ებრაულის, ქურთულის–იეზიდურის, უკრაინულის, ჩეჩნურის–ქისტურის, ასირიულის, ავარიულის და “უმწერლობო ენების“: მეგრულ-ლაზურისა და სვანურის მიმართ.

ტარიელ ფუტკარაძე: “მრავალი ისტორიული წყარო და ამჟამინდელი მონაცემებიც ამტკიცებს, რომ მეგრელთა, სვანთა და ლაზთა მრავალსაუკუნოვანი დედაენა არის ქართული; შესაბამისად, საერთოეროვნულ ქართულ ენასთან შედარებით მეორეული ფონეტიკურ-მორფოლოგიური სხვაობების გაჩენის გამო ეს იდიომები დამოუკიდებელ ენებად ვერ მიჩნევა. ისინი საქართველოს სახელმწიფო ენის, ქართველთა დედაენის სახესხვაობებია.

“ენის ქარტიის“ ამოცანაა მოცემულ სახელმწიფოში დაიცვას ისტორიული, გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ავტოქთონი ეთნიკური ჯგუფების ენა, როგორც კულტურული ფენომენი. ყველა გამოკითხვისა და მონაცემის გათვალისწინებით, დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად, აზერბაიჯანულსა და სომხურს გაქრობის საფრთხე, არც საქართველოში და არც თავიანთ სახელმწიფოებში არ ემუქრებათ, ისევე, როგორც რუსულს. გარდა ამისა, ამ ეთნიკური ჯგუფების ენობრივი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობითა და ბევრი საერთაშორისო კონვენციით“.

ევროსაბჭოს კიდევ ერთი ექსპერტი, ბატონი უითლი იმ 19 ეთნიკურ თუ ენობრივ უმცირესობას ასახელებს, რომელთაც უნდა შეეხოს “ენის ქარტია“: აფხაზური, აზერბაიჯანული, სომხური, რუსული, ოსური, კურმანჯი, უკრაინული, ჩეჩნური, ურუმ თურქული, პონტური ბერძნული, ასირიული ნეო-არამაული, ბოჰტანური ნეო-არამაული, ავარული, ბაცბური, გერმანული, პოლონური, ესტონური, ლიტვიური და ბულგარული.

ტარიელ ფუტკარაძის აზრით, საქართველოსთან მიმართებით “ენის ქარტიის“ განხილვის პროცესში ორი მთავარი საკითხია საკამათო: ეთნიკურ ქართველთა ნაწილის ენობრივ–ეთნიკურ უმცირესობად მიჩნევა და ეთნიკური უმცირესობების ავტოქთონობის განსაზღვრა; “კერძოდ, ზოგი უცხოელი თუ ქართველი ექსპერტი რამდენიმე ქართველურ დიალექტს უმცირესობის ენად განიხილავს. პარალელურად, იგივე ავტორები საქართველოს ისტორიულ მოსახლეობად მიიჩნევენ რუსეთის თუ სხვა იმპერიის ოკუპაციის პირობებში დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლის მიზნით ჩამოსახლებულ ეთნიკურ ჯგუფებს და მათ დედაენებს განიხილავენ “საფრთხის ქვეშ მყოფი ისტორიული ეთნიკური უმცირესობების ენებად“.

“ენის ქარტიის“ მესვეურების მიერ შექმნილი პრინციპების თანახმად, “ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ“ უნდა გავრცელდეს იმ ავტოქთონი, ანუ ისტორიული ეთნიკური უმცირესობების ენებისა და იმ ენობრივი უმცირესობების მიმართ, რომელთა დედაენა არ არის სახელმწიფო ენა და რომლებიც დავიწყების საფრთხის ქვეშაა. ტარიელ ფუტკარაძის განმარტებით, საქართველოში ასეთი ენა არ არსებობს, მაგრამ, გარკვეული პირობითობით, ასეთ ენებად შეიძლება განვიხილოთ აფხაზური და ოსური, ვინაიდან საქართველოს გარდა აფხაზურსა და ოსურს სხვაგან არსად აქვთ გადარჩენის პერსპექტივა.

პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ ევროპული “ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ“ მაღალი დონის დოკუმენტია, რომლის მიზანი კეთილშობილურია – გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი უმცირესობების ენების გადარჩენა. ქართველი მეცნიერი ფიქრობს, რომ “ენის ქარტიას“ მსოფლიოს ყველა სახელმწიფო უნდა შეუერთდეს – “ნორმალურ, არაპოლიტიზებულ სიტუაციაში “ენის ქარტია“ არავისთვისაა საშიში. საქართველოსთვის “ენის ქარტია“ საშიში მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუკი გარეშე ძალები ჩვენს ქვეყნას თავს მოახვევენ ამ დოკუმენტის ძირითადი პრინციპებისა და კრიტერიუმების არაადეკვატურ, სუბიექტურ კვალიფიკაციებს“.

ტარიელ ფუტკარაძე დაახლოებით 10 წელია მუშაობს “ენის ქარტიის“ თემაზე და ამ დროის მანძილზე, რამდენიმე თვალსაზრისი მყარად ჩამოუყალიბდა; მაგალითად, მისი განმარტებით, საკამათო არ არის რომ:

“მეგრელთა, სვანთა და ლაზთა, ასევე, ხევსურთა, ტაოელთა, აჭარელთა, მესხთა, ფშაველთა, ქართლელთა... ისტორიული დედაენა არის ქართული ენა, ხოლო მათი საშინაო მეტყველებები არის საქართველოს სახელმწიფო ენის სახესხვაობები და არა - დამოუკიდებელი ენები. საქართველოში საფრთხის ქვეშ არ არის: რუსული, აზერბაიჯანული თუ სომხური ენები; პირიქით, უფრო აქტუალურია ამ ენობრივ ჯგუფთა მიერ სახელმწიფო ენის შესწავლა და საქართველოს სახელმწიფოში მათი სრულფასოვანი ინტეგრირება. საქართველოს სახელმწიფო ენის სწავლება უნდა გახდეს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის უპირველესი საფუძველი.

საქართველოს ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს აფხაზურისა და ოსურის მიმართ, რამდენადაც ამ ენებს მსოფლიოში სხვაგან არსად აქვთ გადარჩენის პერსპექტივა; მაგ., ოსების ძირითად საცხოვრისში - ე.წ. ჩრდილო ოსეთში (რუსეთის ფედერაცია) - არც ერთი ოსურენოვანი სასწავლო დაწესებულება არ არის. სახელმწიფოს ზრუნვის საგანი უნდა გახდეს უდიური და ასირიული ენები, რამდენადაც ამ ახალი მიგრანტების ენებს სხვაგან ნაკლებად აქვთ გადარჩენის პესპექტივა.

რაც შეეხება წოვა-თუშურს, საქართველო ხელისუფლებამ საგანგებო ღონისძიებები უნდა გაატაროს, როგორც საქართველოს სახელმწიფო ენის - ქართული ენის - სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის, ასევე, ეთნიკურ ქართველთა საშინაო ზეპირი მეტყველებების (წოვა-თუშურის, სვანურის, ლაზურის, მეგრულის, ხევსურულის, რაჭულის, მთიულურ-გუდამაყრულის, ტაოურის, იმერხეულის, ლივანურის...) გადასარჩენად. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ეთნიკური უმცირესობების ენობრივი უფლებების გარდა, ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სახელმწიფოს ღირსების უპირველესი განმსაზღვრელია სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვისა და მისი დიალექტების შენარჩუნებისათვის ზრუნვის ხარისხი.

კილოების ენებად გამოცხადება და მოცემული სახელმწიფოს ეროვნულ ენებთან დიასპორის ენების გათანაბრება, სახელმწიფო ენის სტატუსის დამცრობა, არის გზა ერთენოვანი კაცობრიობისკენ; ენებისა და ერების ასიმილაცია დანაშაულია კაცობრიობის წინაშე; დარწმუნებული ვარ, ქართველთა დედაენა გადარჩება და უფრო აღორძინდება. აბელისა და კაენის შემდეგ, დედამიწაზე ერთმანეთს ყველგან ებრძვის სიკეთე და ბოროტება; ჩვენ ყოველთვის უნდა ვთქვათ სიმართლე, ოღონდ სითბოთი და სიყვარულით. მეუფე სპირიდონს (აბულაძე) დავიმოწმებ:

“ის ვინც ცუდ საქმეს აკეთებს, ეშმაკს ვერ უწევს წინააღმდეგობას, ჩვენს მიერ სიკეთით და სიყვარულით ნათქვამი სიმართლე კი მოწინააღმდეგეს მიეხმარება ეშმაკთან ბრძოლაში“.

presa.ge

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...