ორიოდე თვის წინათ აფხაზეთიდან (ოჩამჩირედან) დევნილმა ეკლესიის მსახურმა მამა ფრიდონმა, ამჟამად ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის დეკანოზმა ფრიდონ ასათიანმა დიდი ხნის ოცნება აისრულა - მოსკოვის სასულიერო აკადემი აში (ზაგორსკში) ღვთისმეტყველებაში დისერტაცია დაიცვა. რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობის ფონზე ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ფაქტია. სწორედ ამ და სხვა საკითხებზე “საქართველო და მსოფლიოს” თავად მამა ფრიდონი ესაუბრება.
გაზიარება
[ლადო ქირია. 18:04 11-10-2010]
1984 წელს მცხეთის სასულიერო სემინარია დავამთავრე და პატრიარქს სწავლის გაგრძელების ნებართვა ვთხოვე. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, 1986 წელს პატრიარქმა სასწავლებლად ლენინგრადის სასულიერო აკადემიაში გამგზავნა, მაგრამ ეს გეგმა ჩაიშალა.
- რამ შეგიშალათ ხელი?
-ბერობას ვაპირებდი (მამაჩემი ამჟამად საპატრიარქოში არქიმანდრიტია), მაგრამ მოულოდნელად ცოლი შევირთე და ჩემი ლენინგრადში წასვლაც ჩაიშალა. ძალიან განაწყენდა პატრიარქი, მამაც გამიჯავრდა. ვგრძნობდი ჩემს დანაშაულს და ვწუხდი ჩემი საქციე ლის გამო.
ამის შემდეგ ღვთისმსახურებისთვის თავის დანებება ხომ არ გიფიქრიათ?
-რა თქმა უნდა, არა. სანამ აფხაზეთში მშვიდობა იყო, სოხუმში (ილორში) ვმსახურობდი, 1993 წლიდან, აფხაზეთიდან გამოდევნის შემდეგ, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გადავედი; ვიყავი წინამძღვარიც. გავბედე და ისევ ვთხოვე პატრიარქს, ჩემთვის სწავლის გაგრძელების ნება დაერთო. უწმინდესი ჯერ ორჭოფობდა, მაგრამ ბოლოს მაინც დამთანხმდა და მოსკოვის სასულიერო აკადემიაში (ზაგორსკში) გამგზავნა.
რატომ რუსეთში და არა საქართველოში?
- ჯერ ერთი, საქართველოში დაუსწრებელი განყოფილება არ იყო, თანაც ქართულად სწავლა გამიჭირდებოდა. ასე რომ, პატრიარქის ნდობა გავამართლე და 2003 წელს აკადემიაში ჩავირიცხე. წელიწადში ორჯერ ჩავდიოდი სესიებზე. ზაგორსკის აკადემია 2006 წელს დავამთავრე. ჩემ გარშემო იყო საქართველოზე ფანატიკურად შეყვარებული ხალხი. რექტორმაც შეასრულა ჩემი თხოვნა და სადისერტაციოდ ჩემ მიერ შერჩეული თემა “თამარის მეფობის ხანა” დამიმტკიცა. 3 წელი ვმუშაობდი დისერტაციაზე და 2009 წლის 4 ივნისს – დავით გარეჯელის ხსენების დღეს მქონდა დაცვა და შედეგად ღვთისმეტყველების მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მომენიჭა.
აგვისტოს მოვლენების გამო რაიმე წინააღმდეგობებს ხომ არ წაწყდომიხართ?
- აგვისტოს მოვლენებს არ უმოქმედია დაცვაზე. ვიზა სასულიერო აკადემიამ გამომიგზავნა. აღფრთოვანებული ვიყავი მათი ჩემდამი დამოკიდებულებით. როცა რექტორის კაბინეტში მოვხვდი, რექტორს ჭიქა მივუჭახუნე და დავით გარეჯელის დღე მივულოცე. მას ძალიან გაუხარდა, როცა ვუთხარი, რომ ვერანაირი ვითარება ვერ შეცვლიდა ჩვენს ურთიერთობას, რაზეც რექტორიც დამეთანხმა – ასეთი ურთიერთობები და ტრადიციები უნდა გაგრძელდესო.
კონკრეტულად რა ჰქონდა მხედველობაში?
- თემა, რომელიც მე დავიცავი, შეეხებოდა იმ ერთმორწმუნეობას, იმ ურთიერთობას, რომელიც ოდითგანვე ჰქონდა ქართველებსა და რუსებს. თუნდაც, თამარ მეფის პირველი ქმარი ხომ რუსი იყო და მასზე ერთმორწმუნეობის გამო შეჩერდა არჩევანი. ჩვენს ეკლესიებს შორის ამჟამადაც კარგი ურთიერთობაა. ვფიქრობ, ეს იმის გარანტია, რომ საერო ცხოვრებაშიც დამკვიდრდება ნორმალური კავშირები. რუსეთი ჩვენი მეზობელია და მეზობელთან აუცილებლად ახლო ურთიერთობაა საჭირო.
მამა ფრიდონ, თქვენ აშკარად გამორჩეული ბრძანდებით სხვა სასულიერო პირთაგან თქვენი სისადავის გამო...
- მე ჩემი სისადავის გამო სალოსად მთვლიან, რაც ამქვეყნიურ გიჟს ნიშნავს. სამწუხაროდ, ჩვენი მრევლი მომზადებული არ არის - სისადავე სალოსობას არ ნიშნავს. პატრიარქი ეფრემ II მათხოვართან იჯდა და 20- კაპიკიანი აჩუქეს. მას პური და შაქარი თვი თონ დაჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი იყო. სისადავის მიღმა აუცილებლად უნდა იყოს ინტელექტი. ახლა თუ კარგად არ გაცვია, “მერსედესი” არ გყავს, სალოსად გთვლიან. ძალიან ცუდია, რომ მრევლი სადა კაცს და სალოსს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. ჩემთვის ხარისხის მინიჭება ვერაფერს შეცვლის, მთავარი ისაა, რომ პატრიარქის ნდობა გავამართლე და მას ჩემი სადისერტაციო წიგნი ვაჩუქე.
"საქართველო და მსოფლიო"