გაზიარება
[16:15 12.06.2010]
პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფაზე აეროდრომ "სმოლენსკის" თანამშრომლებიც არიან პასუხისმგებელნი.
ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა ეჟი მილერმა განაცხადა.
"კატასტროფის მიზეზების ნაწილი შეიძლება, პოლონურ მხარეს მიაწერო, ნაწილი კი - რუსულს", - განაცხადა მილერმა პოლონეთის სენატში მოხსენებით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავმა ტუ-154, რომლითაც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან და ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად 10 აპრილს კატინსკში მიფრინავდა, სმოლენსკთან კატასტროფა განიცადა. დაიღუპა თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი, სულ – 96 ადამიანი. კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს პოლონური საგამოძიებო კომისია დამოუკიდებლად სწავლობს. ასევე შეიქმნა რუსული საგამოძიებო კომისია, რომელსაც პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ჩაუდგა სათავეში.