[gtn.ge] ბადრი პატარკაციშვილის და ნანა პატარკაციშვლი გუშინ "იმედის" ეთერში გასულ იმიტირებულ "ქრონიკას" გამოეხმაურა და მიიჩნევს, რომ ეს იყო "იმედის" მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი საქართველოს მოსახლეობის მიმართ.
როგორც "იმედის" ყოფილი მფლობელის დამ განაცხადა, მისთვის გასაგებია, რომ ამ გადაცემის დანიშნულებაზე ყველას სხვადასხვა ვერსია გაუჩნდა და ეს ვერსიები არც თუ უსაფუძვლოა.
"როდესაც გაირკვა, რომ ეს იყო იმიტირებული გადაცემა, ალბათ ყველა ადამიანს სხვადასხვა ვერსია გაუჩნდა. მეც ვფიქრობ რომ ამ გადაცემის დანიშნულება მხოლოდ ომის შიშის გამძაფრება არ იყო. ალბათ “იმედის” ლიცენზიაზეცაა ლაპარაკი. ყველაფერი აქეთკენ მიდის. სხვათაშორის, ჩვენი ოჯახი ლიცენზიის ჩამორთმევის მომხრეა და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მფლობელის ვინაობის დადგენამდე, "იმედი" უნდა დაიხუროს", – განაცხადა ნანა პატარკაციშვილმა და დასძინა, რომ საქმე საარბიტრაჟო სასამართლოში განიხილება და საბოლოო გადწყვეტილების გამოტანას დიდი დრო დასჭირდება.