პრაიმერში მონაწილე პარტიები თბილისის მერობის კანდიდატის გამოსავლენად სოციოლოგიურ გამოკითხვას 6, 7 და 8 აპრილს ჩაატარებენ.
"კახა კუკავამ დღეს ჟურნალისტებს, პარტიის ოფისში გამართული შეხვედრისას განუცხადა. მისი თქმით, დღეს დასრულდა იმ პარტიების რეგისტრაცია, რომელთაც სურვილი ექნებოდათ პრაიმერში მონაწილეობის მიღებისა.
დღევანდელი მონაცემებითაც, პრაიმერში მონაწილეობას მიიღებენ "კონსერვატორი" ზვიად ძიძიგური, "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი და "მომავლის პარტიის" ლიდერი გია მაისაშვილი.
კახა კუკავამ დასძინა, რომ 6, 7 და 8 აპრილს, "კარდაკარის" პრინციპით გამოიკითხება დედაქალაქის 15 ათასამდე მცხოვრები და სწორედ ამის შედეგად წარსდგება აღნიშნული ჯგუფი საერთო კანდიდატით თბილისის მერის არჩევნებში, რომელიც 30 მაისს ჩატარდება.