დღეს, ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ძეგლთან მასშტაბური აქცია გაიმართება. მანიფესტაციის ორგანიზატორის, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" გამგეობის წევრის ლოთი ქობალიას განცხადებით აქცია პრეზიდენტ გამსახურდიას დაბადების დღეს და 1991 წელს ჩატარებულ მშვიდობის მემორანდუმს ეძღვნება. მისი თქმით, ადგილობრივმა გამგეობამ, მათ უარი განუცხადა მშვიდობიანი გამოსვლა ჩაეტარებინათ. პარტიის აქტივისსტები, მიუხედავად ხელისუფლების უარისა დღეს 15:00 საათზე ქალაქის ქუჩებში გამოსვლას მაინც გეგმავენ, ისინი ყვავილებით შეამკობენ ზვიად გამსახურდიას ძეგლს და მოგვიანებით შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ მოძრაობის ლიდერები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ქობალიას განცხადებასთან დაკავსირებით კომენტარს არ აკეთებენ.