- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
უწმინდესისა და უნეტარესის,
ილია მეორის სახელმწიფოს მეთაურად ცნობის შესახებ
შესავალი
2007 წლის 7 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა უხეშად დაარღვია “ადამიანის მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის” მუხლი 4, 5, 14, 17, 18, 19; 27 გაეროს გენერალური ასამბლეის 1979 წლის დეკემბრის “სამართალდამცავ თანამდებობის პირთა ქცევის კოდექსი”; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები: 9, 10, 11, 14, 15; საქართველოს კონსტიტუციის 5, 6, 7, 17, 18, 19, 20, 22, 24, 25, 26, 39, 40, 43, 46-ე მუხლები.
კერძოდ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე:
ა) დაარბია, თავისუფლება აღუკვეთა და პოლიტიკური თავისუფლება შეუზღუდა მოშიმშილე მომიტინგეებს, რომლებიც იმყოფებოდნენ პარლამენტის კიბეებზე, სადაც არ არის ტრანსპორტის და ხალხის სამოძრაო ადგილი;
ბ) დაარღვია ყველას უფლება წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ, მაშინ როდესაც მოშიმშილეები იმყოფებოდნენ პარლამენტის კიბეებზე, ხოლო მომიტინგეები - რიყეზე, სადაც არ არის ტრანსპორტის და ხალხის სამოძრაო ადგილი;
გ) უხეშად დაარღვია მოქალაქეთა, მათ შორის მომიტინგეთა და პოლიტიკური პარტიების ლიდერთა და წევრთა პირადი ცხოვრების, პირადი საქმიანობის, პირადი ჩანაწერის, მიმოწერის, სატელეფონო საუბრის ხელშეუხებლობა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის უფლება;
დ) ტელე “იმედის” შენობის და ჟურნალისტთა ბარბაროსული დარბევით, ტექნიკის და ტელეაპარატურის ვანდალური განადგურებით, ტელე “იმედის” და “კავკასიის”, აგრეთვე სნნ-ის, ბბს-ის და ევრონიუსის ტელემაუწყებლობის გათიშვით, ოპოზიციური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის ტელესივრცით სარგებლობის უფლების შეზღუდვით, ინფორმაციის გავრცელების სატელევიზიო საშუალებათა მონოპოლზაციით ხელყო მასობრივი საშუალებების თავისუფლება და მათი ცენზურის დაუშვებლობა, ადამიანის უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით;
ე) დაბრკოლება შეუქმნა სახალხო დამცველს მის საქმიანობაში, და მას ფიზიკური და მორალური ზიანი მიაყენა;
საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული ზემოაღნიშნული უფლებების ხელყოფის შედეგად სააკაშვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153, 154, 159 და 161 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები;
კერძოდ, დანაშაულები გათვალისწინებული:
სისხლის სამართლის კოდექსის 153 მუხლით, რომლის ძალით: “სიტყვის თავისუფლების და ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისთვის უკანონო ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლით, რომლის ძალით: “ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლა ე.ი. მისი იძულება გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისგან; იგივე ქმედება ჩადენილი ძალადობის მუქარის ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
სისხლის სამართლის კოდექსის 159 მუხლით, რომლის ძალით: “პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა; იგივე ქმედება ჩადენილი ანგარებით, არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
სისხლის სამართლის კოდექსის 160 მუხლით, რომლის ძალით: “ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა ანუ ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან მფლობელობის ხელშეუხებლობას; იგივე ქმედება ძალადობით ან ძალადობის მუქარით ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად ან სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით;
სისხლის სამართლის კოდექსის 161 მუხლით, რომლის ძალით: “შეკრების ან მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; იგივე ქმედება, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ან რამაც მასობრივი არეულობა, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
სააკაშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენა დადასტურებულია საქართველოს დამოუკიდებელი ხელისუფლების – სახალხო დამცველის – დასკვნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილს ბრალი ედება მასში, რომ მან უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და ჩაიდინა დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153, 154, 159, 160 და 161 მუხლებით.
ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების და საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევების, აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის გამო, საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობათა რჩევით პრეზიდენტის პოსტიდან სააკაშვილი ნებაყოფლობით გადადგა. პრეზიდენტის პოსტიდან სააკაშვილის გადადგომა როგორც ნორმატიული აქტი იყო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, რაც სამართლებრივად ნიშნავდა ზემოთჩამოთვლილი დარღვევების და დანაშაულთა განზრახ ჩადენაში მის მიერ ბრალის აღიარებას.
ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევებიდან გამომდინარე, სააკაშვილს იურიდიული უფლება აღარ ქონდა თავისი კანდიდატურა ხელმეორედ წარედგინა პრეზიდენტის პოსტზე. შესაბამისად, 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებზე მის მიერ მიღებული ხმების იურიდიული ძალა ნულის ტოლია, რის გამო სააკაშვილი უნდა გამოცხადდეს პირად, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5, პუნქტი 3-ის დარღვევით მიითვისა მოიპოვა ხელისუფლება.
საქართველოს ასევე არ ყავს დე-იურე პარლამენტი, რადგან არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა უკანონოდ დანიშნა პარლამენტის არჩევნები. უფრო მეტი, არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა გააყალბა არჩევნები ანუ დამატებით ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 164-1 მუხლით, რომლის ძალით ისჯება: “არჩევნების დანიშვნის შესახებ აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე ამომრჩეველთათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასებში გადაცემა ან მიყიდვა, უფასო მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემის დაპირება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერის ან არჩევნებში ხმის მიცემისაგან თავის შეკავების მიზნით”.
საპარლამენტო არჩევნების დანაშაულებრივი გაყალბება იურიდიულად დადასტურებულია ეუთოს და საქართველოს დამოუკიდებელი ხელისუფლების – სახალხო დამცველის – დასკვნების ურთიერთშეჯერებით.
2007 წლის 7 ნოემბრამდე და მას შემდეგ სააკაშვილის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა მძიმე დანაშაულებს, მათ შორის ერისთვის საარსებო ობიექტების რუსეთისთვის მიყიდვას, დაემატა ევროკავშირის მიერ შექმნილი საქართველოში კონფლიქტის ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის (“ტალიავინის კომისიის”) და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დადასტურებული 2008 წლის 7-8 აგვისტოს ჩადენილი საერთაშორისო დანაშაული, კერძოდ, სააკაშვილის მიერ საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ ზონაში ომის დაწყება, იქ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის და ქართველი მეომრების სასიკვდილოდ გაწირვა, ქართული მოსახლეობის ლტოლვილად ქცევა, და კაპიტულაციის აქტზე ხელმოწერით რუსეთისთვის დე-იურედ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედის მიტაცების ბრალეული ხელშეწყობა. სწორედ სააკ(აშვილზე) ითქმის: „მტერიას შინა ყოლასა, ლომისა გზასა ზედა წოლა სჯობია“. ამისთვის ხომ არ დააჯილდოვა სააკაშვილი ღირსების ორდენით სომხეთმა? . . .
მეორე მხრივ, რუსეთი გააგრძელებს, ხოლო ზოგიერთი მეზობელი დაიწყებს (თუ უკვე არ დაიწყო) საქართველოს ტერიტორიების “მცოცავ” ოკუპაციას და ანექსიას, რაც ხელს აძლევს სააკაშვილს, რადგან ის რუსეთის აშკარა და ზოგიერთი მეზობლის მიერ ასეთი მიზნის მიღწევას ხელს შეუწყობს, რუსეთისგან დევნილის საბაბით დატოვებს საქართველოს, უცხოეთში პოლიტიკურ თავშესაფარს მიაღწევს და ქართველი ხალხისგან დანაშაულებრივად მიტაცებულ რამდენიმე მილიარდს სამუდამოდ დაეპატრონება ან დაამყარებს უკიდეგანო დიქტატურას, რათა არ წარსდგეს ჰააგის ტრიბუნალის წინაშე.
„ნაციონალურმა“ მოძრაობამ საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის კრიზისში შესული სრულიად არარადიკალური ოპოზიციური პარტიები, და ახალგაზრდობის ჯანსაღი ნაწილი, დღეისთვის სრული კატასტროფის წინაშე დააყენა.
ამიტომ, სახელმწიფო-სამართლებრივი, მძიმე სოციალური და ეკონომიკური, და ზოგადად მთელი მოსახლეობისთვის მოსალოდნელი უმძიმესი კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავალი არის ადგილებზე სრულიად საქართველოს მოსახლეობის თვითორგანიზაცია, თბილისში, რაიონულ ცენტრებში და სოფლებში მასობრივ მიტიგებზე შემდეგი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს მოქალაქეთა დადგენილება
საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა სააკაშვილის ჯგუფმა ქვეყანაში ტირანული და მჩაგვრელი რეჟიმი დაამყარა, კერძოდ:
1. საქართველოში ფაქტიურად აღდგენილია სიკვდილით დასჯა პოლიტიკური და სხვა მოტივებით, რისი ნიმუშია: პრემიერ-მინისტრის მკვლელობა, აკადემიკოსის მკვლელობა, ახალგაზრდების მკვლელობათა მთელი სერია და სხვა მრავალი მკვლელობა, რაც დადასტურებულია საქართველოს ომბუდსმენის დასკვნებით;
2. ევროპულ ენებზე ნაციონალურ პარტიად სახელგადაკეთებული მოქალაქეთა კავშირი არის ევროკავშირის მიერ დაგმობილი საომარი რიტორიკით დაწყებული და ცხინვალის რაიონში სამხედრო პროვოკაციით დამთავრებული, ომის პარტია, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის შენარჩუნებაზე გათვლილ საომარ ავანტიურას მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქართველი მეომრების სიცოცხლე შეეწირა, და რის შედეგად მივიღეთ იძულებით გადაადგილებულთა ახალი ტალღა, ხოლო კაპიტულაციაზე ხელმოწერის შედეგად დე-იურედ ვკარგავთ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს, და რასაც დაემატა მამისონის სტრატეგიული უღელტეხილი, რუსეთის მიერ ოცკილომეტრიანი ზოლის და სტრატეგიული მწვერვალების მიტაცების მოღალატური მიმნებობლობით ჩაბარება;
3. საფრანგეთის საგარეო სამინისტრომ და ევროკავშირის ბევრმა მთავრობამ დაგმო 2007 წლის 7 ნოემბერს მოშიმშილე ხალხის პარლამენტთან დარბევა, მშვიდობიანი მომიტინგე ხალხის დარბევა რიყეზე, “ტელეიმედის” თანამშრომელთა და შენობის დარბევა, რის გამო სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, რითაც მან ევენტუალურად თავისი დანაშაულებრივი ბრალი ერთა თანამეგობრობისა და თავისი ხალხის წინაშე აღიარა, და რის გამოც სააკაშვილი აღარ არის საქართველოს დე-იურე პრეზიდენტი (ნიკსონის პრეცედენტი);
4. საქართველოს კონსტიტუციის მუხლის 3-ის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის პირველი მუხლის უხეში დარღვევით ხალხის დაუკითხავად უცხოელებზე გაიყიდა და იყიდება ერის არსებობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები;
5. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 30-ის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხალხი არ არის უზრუნველყოფილი პროფკავშირებისა და სასამართლოსგან შრომითი უფლებების დაცვით, ხოლო უმუშევრად დარჩენილი ხალხი მიტოვებულია ბედის ანაბარად და ტოვებს სამშობლოს;
6. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 28-ის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხალხს მრავალგზის, მათ შორის 2008 წლის 21 მაისს, წაერთვა უფლება მონაწილეობა მიიღოს გაუყალბებელ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში, რაც არაერთხელ დადასტურდა ეუთოს და სახალხო დამცველი დასკვნებით, რის გამო საქართველოს არ ყავს პარლამენტი;
7. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 24-ის დარღვევით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხელისუფლებამ საქართველოში მაუწყებელი ყველა კერძო სატელივიზიო არხის მონოპოლიზაცია მოახდინა, ხოლო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებას ანუ ხალხს წაართვა; გრძელდება ტელე- და სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტების სისხლის სამართლის წესით დასჯადი დევნა, ცემა, აპარატურის მსხვრევა და წართმევა.
8. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5-ისა და მუხლი 29-ის დარღვევით, ევროპის საპარლამენტო ასაბლეის მიერ 2004 წლის 24 იანვრის რეზოლუციით დაგმობილი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, სააკაშვილმა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების სრული უზურპაცია მოახდინა, რითაც ხალხს მოუსპო მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში, და რის გამო საქართველო პერმანენტულ სახელმწიფოებრივ კრიზისშია;
9. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 34-ის და მუხლი 35-ის დარღვევით ეროვნული მეცნიერების, განათლების და ხელოვნების, მთლიანად კულტურის განვითარების პროცესი დაიბლოკა ხელისუფლების მხრიდან ამ დარგების პირდაპირი მართვის უფლების მისაკუთრებით; მათ შორის, ადამიანის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით მოხდა სახელმწიფო უნივერსიტეტების ფასიან სწავლებაზე გადაყვანა, რითაც ხელმოკლე, მაგრამ ნიჭიერ და კონკურენტუნარიან ახალგაზრდებს შესაძლებლობა მოესპოთ მიიღონ უმაღლესი განათლება და თავისი უნიკალური წვლილი შეიტანონ ქვეყნის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად განვითარებაში;
10. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 21-ისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უხეში დარღვევით ადგილი აქვს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების, გადაუდებელი აუცილებლობის და სათანადო ანაზღაურების გარეშე ხალხის პირადი საკუთრების სასამართლოს გვერდის ავლით ძალადობრივ ჩამორთმევას და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ შესაბამისი ობიექტების ფარულ მითვისებას;
11. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 30, პუნქტი 2-ის უხეში დარღვევით ხელისუფლება ხელს უშლის ეროვნული მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, და დაკავებულია მონოპოლიური საქმიანობით, პრივილეგიურ მდგომარეობაში ამყოფებს უცხოურ ბიზნესს და მათთან კორუფციულ და პროტექციონისტულ პოლიტიკას ეწევა;
12. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 31-ის უხეში დარღვევით ხელისუფლება არ ზრუნავს მთელი ქვეყნის ტერიტორიის თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარებისთვის მაღალმთიან, განსაკუთრებით კავკასიონის ქედის სამხრეთ რაიონებში, მცხოვრებნი მიტოვებული არიან ბედის ანაბარად, სოფლის მეურნეობა კვდება და საქართველოში დემოგრაფიული კრიზისია.
13. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 18-ის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტების უხეში დარღვევით სისტემატურად ადგილი აქვს ადამიანთა უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას და პირადი თავისუფლების სხვაგვარ შეზღუდვას, მათ წამებას და მათდამი არაადამიანურ, ღირსების დამამცირებელ მოპყრობას, დამცველის გარეშე მათი დატოვებას, და ამ დანაშაულთა დარღვევის კვალის და დანაშაულში ეჭვიტანილ თანამდებობის პირთა დანაშაულებრივ დაფარვას.
14. შევარდნაძემ აფხაზეთში და “სამხრეთ ოსეთში” რუსეთის “სამშვიდობოები” ჩააყენა, რითაც რუსეთს საქართველოს ეს მხარეები დე-ფაქტოდ ჩააბარა, (გაეროს გენერალური მდივნის ბუტროს ბუროს გალის რეკომენდაციისა და გაეროს პრაქტკის თანახმად კონფლიქტის ზონაში დაუშვებელია მეზობელი ქვეყნებიდან სამშვიდობოების ჩაყენება).
საქართველოს სამი წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტის 52 პროფესორის 2004 წლის 7 ივლისის მოწოდების განზრახ მიუღებლობამ, სახელდობრ: საქართველოსA დსთ-დან დროულად გამოუსვლელობამ, ლტოლვილთა უპირობო დაბრუნების მანდატით სოხუმის და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის დე-ფაქტო საოკუპაციო ჯარის საქართველოს არამოსაზღვრე ქვეყნებიდან გაეროს სამშვიდობო შეიარაღებული ძალებით ჩანაცვლების მოთხოვნის გაეროს გენერალური ასაბლეის წინაშე საკითხის განზრახ დაუყენებლობამ, სააკაშვილის გაუთავებელმა სამხედრო რიტორიკამ, კოდორის ხეობაში შეიარაღებული ძალების შეყვანამ, “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიის აღდგენამ და გაფართოებამ, და ბოლოს, 7 აგვისტოს სამხედრო ავანტიურამ ხელი შეუწყო რუსეთის მიერ დე-იურედ აფხაზეთის და “სამხრეთ ოსეთის” ცნობას, რითაც სააკაშვილმა ძლევამოსილად დააგვირგვინა შევარდნაძის დაწყებული საქმე.
15. საქართველოში კონფლიქტის ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის (ტალიავინის კომისიის) დასკვნის თანახმად: „პრეზიდენტ სააკაშვილის 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათზე და 35 წუთზე ცხინვალზე სამხედრო შეტევის შესახებ გაცემულმა ბრძანებამ მცირე ინტენსიობის სამხედრო კონფლიქტი გადააქცია ფართო მაშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტად. ამიტომ სააკაშვილის ეს ქმედება კონფლიქტის სამართლებრივი ანალიზის ამოსავალი წერტილია.“
2009 წლის 2 ოქტომბრის ნ/1683 რეზოლუციის შესაბამისად „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორს მიმართა, რათა სასამართლოს პალატამ ფორმალურად გახსნილად გამოაცხადოს გამოძიება 2008 წლის აგვისტოს და მას შემდეგ საქართველოს და რუსეთი მხრიდან ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების გამო“.
ამრიგად, სააკაშვილმა დე-იურე და დე-ფაქტო პრეზიდენტობის პერიოდში დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 71 ანუ დაარღვია ღვთისა და ერის წინაშე დადებული ფიცი, რომ დაიცავდა „საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას, იზრუნებდა ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ხალხის და მამულის აღორძიებისათვის და ძლევამოსილებისთვის”.
შედეგად, ხელისუფლების უკანონო მითვისების გზით სააკაშვილმა და მისმა ანტიეროვნულმა, ანტიქრისტიანულმა და კრიმინალურმა ჯგუფმა ქვეყანაში ტირანული, მჩაგვრელი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის და ერის არსებობის აშკარად ხელმყოფი დანაშაულებრივი რეჟიმი დაამყარა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა:
აცნობიერებს რა არჩევნების გაყალბების გზით ქვეყნის სათავეში მოსული სააკაშვილის და მისი გუნდის ღმერთისმგმობელი, ანტიეროვნული, ანტიადამიანური და კრიმინალური რეჟიმის მიერ შექმნილ ღრმა სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ კრიზისს, რის გამოც ქართველი ერის არსებობა და მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა საფრთხეშია, მათ შორის იმას, რომ ძალოვანების მხრიდან 5 წლის განმავლობაში ადგილი აქვს საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების სასტიკ, სისტემატურ, აღვირახსნილ, ქუჩურ და დანაშაულებრივ დარღვევებს, რამაც უახლოეს პერიოდში სამართლებრივად გამართლებული სახალხო აჯანყება შეიძლება გამოიწვიოს, ხოლო მთლიანად კავკასიაში – სრული ქაოსი;
ხელმძღვანელობს რა საქართვლოს კონსტიტუციის პრეამბულით და მეორე თავით, აგრეთვე 5, 6, 7, 9, 39 მუხლებით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილით, საქართველოში და კავკასიაში მშვიდობის, უშიშროების და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად,
ადგე ს:
1. 2007 წლის 7 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153, 154 და 161 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, კერძოდ, მოშიმშილეების ხელკეტებით, მშვიდობიანი მომიტინგეების დუმ-დუმის ტიპის ტყვიების გამოყენებით და “იმედის” თანამშრომელთა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით დარბევის და ტელეაპარატურის დამტვრევის გამო, საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის, როგორც იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის ძალის მქონე აქტის საფუძველზე, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ იურიდიული ძალის არმქონედ აცხადებს.
2. სისხლის სამართლის კოდექსის 164-1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების, კერძოდ, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების ეუთოს და სახალხო დამცველის მიერ დადასტურებული მასობრივი გაყალბების გამო, საქართველოს 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს იურიდიული ძალის არმქონედ აცხადებს.
3. საქართველოს სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სტაგნაციიდან გამოყვანის და მოსალოდნელი ფართომაშტაბიანი რეპრესიების აღკვეთის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი ხუთის პირველი პუნქტის შესაბამისად, რომლის ძალით: “საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი”; საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ხუთი მესამე პუნქტის შესაბამისად, რომლის ძალით: “ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს უშუალო დემოკრატიის სხვადასხვა ფორმით”; და საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 9-ის მეორე პუნქტის საფუძველზეUსაქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წლის 5-18 ნოემბერს დადებული კონსტიტუციური შეთანხმების პირველი მუხლის პუნქტი სამის შესაბამისად, რომლის ძალით: “საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს“, (ჩვენ დავამატებდით: ისტორიულად საქართველოს მუდმივად გამაერთიანებელ საჯარო სამართლის სუბიექტს ანუ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს), და გამოხატავს რა თავის ურყევ და თავისუფალ ნებას _ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს - ილია მეორეს - გარდამავალ პერიოდში დროებით საქართველოს სახელმწიფოს მეთაურად სცნობს.
4. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს - ილია მეორეს - საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის რანგში, სთხოვს შექმნას დროებითი კოალიციური მთავრობა, დანიშნოს და გაერო-ეუთოს უშუალო ხელმძღვანელობით უზრუნველყოს გაუყალბებელი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, და იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა ბილთან სრულ შესაბამისობაში.
5. ახლად არჩეულ პარლამენტს სთხოვს გააუქმოს ევროპის საპარლამენტო ასაბლეის მიერ 2005 წლის 20 იანვარს დაგმობილი რეაქციული საკონსტიტუციო ცვლილებები, დაამტკიცოს მთავრობა, მოქმედი კანონმდებლობა კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს, დანიშნოს რეფერენდუმი პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმება-არგაუქმების თაობაზე და მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო მართველობის ფორმის შესახებ. პრეზიდენტის ინსტიტუტის შენარჩუნების შემთხვევაში, არჩეულ პარლამენტს სთხოვს დანიშნოს და გაერო-ეუთოსთან ერთად უზრუნველყოს გაუყალბებელი, თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები.
დღეს თვითეული ქართველი და არაქართველი ოჯახის არსებობა საფრთხეშია, ამიტომ უნდა ავამოქმედოდ პრინციპი:
ხმა ერისა, ხმა ღვთისა!
ერისა და ღვთის ხმას ყველა და თითოეული ჩვენთაგანი ემორჩილება!
ჩვენთან არს ღმერთი!
2007 წლის 7-12 ნოემბერი.
2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამო
ბოლო შესწორების თარიღია:
2009 წლის 24 ოქტომბერი
[თუ გსურთ ხელი მოაწეროთ ამ დოკუმენტს დაუკავშირდით პროფესორ ბიძინა სავანელს: savaneli555@yahoo.com]