ზუგდიდის საკნების აქციის დასრულების შემდეგ ”პროტესტანტებისთვის“ პოლიციის მხრიდან დევნა-თვალთვალის გაგრძელება მოულოდნელი ”ღონისძიება“ არ ყოფილა. ექვსთვიანი შანტაჟის, ფიზიკური ძალადობისა თუ ზეწოლის გამოხატვის ”ნაირსახეობებს“ აქციის მონაწილეებმა მედგრად გაუძლეს, მაგრამ, ის რაც საკნების ”შეჩერებას“ და ზუგდიდის რაიონის სოფლებში პირველ გასვლას მოჰყვა, მათ ახალი ”თავგანწირვისთვის“ უდავოდ ამზადებს.
”დაიცავი საქართველოს“ ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძისა და აქციის მონაწილეების ერთობლივ გადაწყვეტილებას საკნების აქციის თუნდაც დროებით შეჩერების შესახებ, რეგიონში მხარდამჭერების გააქტიურება და საზოგადოებრივ მოძრაობაში გაწევრიანება უნდა მოჰყოლოდა.
ასე მოხდა კიდეც. ”დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენლებს სოფელ ტყაიაში, სადაც პირველი შეხვედრა დაიგეგმა, სოფლის კლუბში 40-მდე მხარდამჭერი, ორღობეებში დამალული პოლიციის ჯგუფები და მათ მიერ დაშინებული, სახლებში შეყუჟული მოსახლეობა დახვდა.
ის, რომელმაც გაბედა და ხელისუფლებისა თუ ძალოვანების მუქარას არ შეუშინდა, ”დაიცავი საქართველოსთან“ სოფლისა და მისი მაცხოვრებლების პრობლემებზე დაუფარავად საუბრობდა.
ტყაიელი ედემ კეკუტია საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებთან იმ გასაჭირზე საუბრობდა, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს და რომელიც ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება. ახსენდება, პირობასაც დებს ხალხის წინაშე, მაგრამ მუდმივ დაპირებად რჩება.
არარსებული სოფლის ამბულატორია, გაუვალი გზები, შემოუღობავი სასაფლაო, დანგრეული სკოლის შენობა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული პრობლემები- ეს არის ის, რითიც სოფელი ცხოვრობს.
ედემ კვირტია: - ”არჩევნების წინ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ფრიდონ თოდუა დაგვპირდა, რომ სოფელს სამედიცინო ამბულატორია და სასწრაფო დახმარების მანქანა ექნებოდა, ექიმიც ეყოლებოდა... გზის საფარსაც ასფალტი დაეგებოდა, ბავშვები თბილ ოთახებში ისწავლიდნენ და ჩვენი წინაპრების საფლავებს არაფერი წაბილწავდა, მაგრამ თოდუა პარლამენტში წამოიჭიმა, გუბერნატორი გოროზია და გამგებელი ქობალია კი სავარძლებში ღრმა ძილს მიეცნენ და საზღვრისპირა სოფლის პრობლემები ძილბურანშიც აღარ ახსენდებათ“.
გულად მიქავა: - ”შეუძლებელი გახდა ”ენერგოპროჯორჯიასთან“ პრობლემის მოგვარება. ჯერ კიდევ კომუნალური მრიცხველები გვაქვს, როგორც სხვა ყველა დანარჩენ სოფელში. ამიტომაც, გახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადახდისას მუდმივ დაპირისპირებას ვაწყდებით. თუ სოფელში 4-მა ოჯახმა ვერ გადაიხადა, დანარჩენებმა რა ქნან? ამის გამო ყველა ბნელში უნდა ვიყოთ.
თან ვიღაც იპარავს დენს, საერთო მრიცხველზე კი ფიქსირდება და ყოველთვიურად ოჯახები თითქმის 12 ლარს ვამატებთ გადასახადს, იმას რაც არ მოგვიხმარია. ერთი დღითაც რომ გადაგიცდეს გადახდა, ჩაგიჭრიან და მერე ჯარიმის ფულიც უნდა იხადო. სხვა თუ არაფერი მეზობელი მეზობელს გადაკიდეს“.
”დაიცავი საქართველოს“ წევრებმა მოსახლეობას, ხელისუფლებასა და ”ენერგოპროჯორჯიას“ შორის შუამავლის როლი იკისრეს. იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური მიმართვის შემდეგ ცნობილი არ გახდება ის ვალდებულებები, რაც სახელმწიფოსგან მიყიდვის დროს ”ენერგოპროჯორჯიამ“ საკუთარ თავზე აიღო და სოფლებში ინდივიდუალური მრიცხველები არ დამონტაჟდება, არ არის გამორიცხული, რომ ტყაიას მცხოვრებლების მოთხოვნებს სხვა სოფლების მოსახლეობაც შეუერთდეს და საპროტესტო აქციების ტალღა აგორდეს.
მძიმე სოციალურ პრობლემებთან ერთად ტყაიელები უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშეც დგანან. რუსულ ბლოკპოსტთან მათ მხოლოდ 800 მეტრი აშორებს. სიცოცხლის დაცვაზე ფიქრი სოფლის მაცხოვრებლების მთავარი საზრუნავია.
- ”მიხეილ სააკაშვილს ჰგონია, რომ საფრთხე მხოლოდ განმუხურში არსებობს და მდინარე ენგურის სანაპირო სხვაგან დაცულია. გზის გაყვანაზე მხოლოდ იქ იზრუნა, თუმცა ალბათ შავი ზღვის სივრცით უფრო მოიხიბლა, რადგან გვეუბნებიან, რომ იქ შესანიშნავად ერთობა. იქნებ ჩვენსკენაც გამოისეირნოს თავისი ამალით და ცივ ენგურში ჩაყვინთოს...“- ამბობენ ტყაიელები.
მოსახლეობის აქტიურობისა და შიშის დაძლევის იმედი აქვს საკნის ყოფილ ”პატიმარს“, კახა მიქაიას.
- ”თუ ადრე ხალხი ერიდებოდა ასეთ შეხვედრებს, ახლა მოდის, უყურებს აკრძალულ ვიდეოებს და გაკვირვებულია იმით რაც აქამდე არცერთი ქართული ტელევიზიით არ უნახავს. უკვე ხალხის განწყობის შეცვლა შეინიშნება, შიში ტყდება და ისინი გამოდიან იმ ბურანიდან, რომელიც მათ ხელისუფლებამ შეუქმნა.
ჩვენი მიზანია დავანახოთ საკუთარ თანამოქალაქეებს ის რეალური სურათი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და განსაკუთრებით სამეგრელოში, სადაც ყველაზე ძლიერია პოლიციური რეჟიმი. დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელო გახდება ფუნდამენტი იმ მოძრაობისა, რომელსაც დღეს ”დაიცავი საქართველო“ იწყებს და რომელიც სააკაშვილის რეჟიმის კრახით დასრულდება“,- აცხადებს მიქაია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ”დაიცავი საქართველოს“ რიგებში 28 ტყაიელი გაერთიანდა. ერთ-ერთი, ედემ კვირტია ”პრესა. გე“-ს გამოუტყდა იმაში, რომ ლევან გაჩეჩილაძის ზუგდიდში ბოლო ვიზიტის დროს საკნებთან მისულ ადამიანებს შს სამინისტროს თანამშრომლებმა ფოტოები მალულად გადაუღეს და შემდეგ მათი შანტაჟი დაიწყეს.
როგორც შევიტყვეთ, კვირტია პირველი ”ობიექტი“ მის მეუღლესთან ერთად გამხდარა. ფოტოების არსებობის შესახებ ედემ კვირტიამ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ზედაეწერის ქვეგანყოფილებაში მაშინ გაიგო, როცა მის უფროსს, მალხაზ ღვინჯილიას პოლიციის მანქანიდან მისი მისამართით მუშტის მოღერების მიზეზებზე პასუხი მოსთხოვა.
ჰოდა, ღვინჯილიამაც მაგიდაზე ის ფოტოები გაუშალა, რომელიც საკნის ”პატიმრებთან“ და ლევან გაჩეჩილაძესთან ახლოს იყო გადაღებული და რომელიც კვირტიას ”დანაშაულს“ სხვადასხვა ”რაკურსით“ ასახავდა...
”პრესა.გე“-მ ისიც შეიტყო, რომ პოლიციის უფროსი, ოროსანი ღვინჯილია ”დაიცავი საქართველოს“ წევრების, ხუთოსანი კახა მიქაიასა და ალიკა გეთიას კლასელი იყო...

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]