ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ჯერ საკმაო დრო რჩება, მაგრამ მარათონი უკვე დაიწყო. მაშინ როდესაც არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერის არჩევნებისთვის სერიოზულ მზადებას იწყებს, მმართველი უმრავლესობა თბილისის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანისა და თბილისის გუბერნატორის პოსტის შემოღებისთვის ემზადება. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამით თავს დაიზღვევს. ვინ დანიშნავს დედაქალაქის გუბერნატორს, რა უფლებები ექნება მას და ვინ იქნება თბილისის მმართველი, თუკი მერის არჩევნებს ოპოზიციის კანდიდატი მოიგებს - დეტალები ნახეთ თამუნა კვარაცხელიას სიუჟეტში...
[წყარო itv]