ქვეყანაში თავისუფალი სამუშაო ადგიბეის კატასტროფული დეფიციტია. ვაკანსიების რაოდენობა დღითი დღე მცირდება, სანაცვლოდ იზრდება საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის მსურველთა რაოდენობა. არაფოციალური მონაცემებით ქვეყნიდან უკვე 1,5 მლნ ადამიანია გასული.
დღესდღეობით მოთხოვნა ბიზნესის სფეროში უცვლელია. დასაქმების მეტი შანსი იმ ადამიანს აქვს, ვინც მზადაა აღზარდოს ბავშვები ან იმუშავოს გამყიდველად.
ბოლო პერიოდში მხოლოდ ორ პროფესიაზე გაიზარდა მოთხოვნა - ძიძებზე და კონსულტანტებზე. “ბოლო პერიოდში ითხოვენ ძიძებს და ტანსაცმლის მაღაზიებში კონსულტანტებს. ყველას სჭირდება კონსულტანტი, ავადმყოფის მომვლელი, ბავშვის მომვლელი და ოჯახში დამხმარე. სხვა პროფესიებზე მოთხოვნა არ გაზრდილა”, - აცხადებენ ამ კომპანიაში.
ძიძებზე მოთხოვნის გაზრდას შესაბამისი კომპანიებიც ადასტურებენ. ძიძების შერჩევა-დასაქმების მიმართულებით მომუშავე კომპანია “მერი პოპინსის” კოორდინატრის თქმით, სექტემბრიდან ძიძებზე მოთხოვნა გაიზარდა. ორგანიზაციაში ყოველდღიურად 3-4 სატელეფონო ზარი შედის. შემდეგ კი კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად არჩევენ ბავშის მომვლელს.
საინტერესოა, დღეს მაღაზიების სფეროში არსებული კრიზისის ფონზე გაგრძელდება თუ არა მოთხოვნის ზრდა კონსულტანტებზე. ბოლო პერიოდში თბილისის და მთელი საქართველოს მასშტაბით საკმაოდ ბევრი მაღაზია. ჯერჯერობით სავაჭრო ობიექტები კონსულტანტებს ითხოვენ, თუმცა თუკი მაღაზიების დახურვა ასეთი ტემპით გაგრძლედა, გამორიცხული არ არის კონსულტანტებზე მოთხოვნა საერთოდ აღარც აღინიშნოს.
სხვადასხვა ინფორმაციით, გაზრდილია მოთხოვნა ბუღალტრებზეც. ამ პროფესიის ადამიანებს სხვა პროფესიის ადამიანებთან შედარებით ყოველთვის დასაქმების გაცილებით მეტი შანსი აქვს. დღესდღეობით ქვეყანაში ბევრი მცირე კომპანია იხსნება. ყველა მათგანს სჭირდება ბუღალტერი და, შესაბამისად, მათზე მოთხოვნა გაზრდილია.
რაც შეეხება სხვა პროფესიებზე მოთხოვნას, თითქმის არც შეინიშნება. კრიზისის ფონზე დასაქმების მსურველთა რიცხვი თვალშისაცემად გაიზარდა, მაგრამ ბოლო პერიოდში კომპანიების მიერ გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა ასევე მკვეთრად შემცირდა.
დასაქმების სააგენტო “ეიჩ არშის” ინფორმაციით, თითო ვაკანტურ ადგილზე, საშუალოდ, 150 მსურველი მოდის. ვაკანსიების რაოდენობა კი მკვეთრად შემცირებულია. ბოლო 3 წლის განმავლობაში, დასაქმების მხრივ, ამჟამად ყველაზე რთული ვითარებაა და ამ ბაზარზე მოთხოვნა მიწოდებას დიდად აღემატება.
ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ საქართველოდან ემიგრაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ქვეყნიდან კი მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით მიდიან, რომ უცხოეთში სამსახური იშოვნონ და სამშობლოში ოჯახები არჩინონ.
არაოფიციალური მონაცემებით, ქართველ ემიგრანტთა რაოდენობა უკვე 1,5 მილიონს აღწევს. ოფიციალური სტატისტიკის დადგენა იმიტომ მარტივი მიზეზით ვერ ხერხდება, რომ ემიგრანტთა ძირითადი ნაწილი - დაახლოებით, 80% - საზღვარგარეთ არალეგალური სტატუსით იმყოფება. ამ სტატუსის მქონე ემიგრანტთა უმეტესობა ამერიკასა და საბერძნეთში ცხოვრობს.
არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში წასულთა სავარაუდო რაოდენობა 30 000-დან 100 000-მდე მერყეობს, კვიპროსზე 5 000 - 6 000 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, მოსკოვის ქართველობა 2005 წლისათვის, დაახლოებით, 300 ათასს შედგენდა, ხოლო მთლიანად რუსეთისა - 800-900 ათასს, საბერძნეთში კი 150-300 ათასი ჩვენი თანამემამულეა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ შრომით ემიგრანტთა თითქმის ნახევარი (47,3 პროცენტი) ახალგაზრდობაა, რომელიც ყველაზე აქტიურ შრომისუნარიან ასაკში იმყოფება. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, საზღვარგარეთ თავისი პროფესიით მხოლოდ 5,1% მუშაობს. ემიგრანტთა 67,5% ფიზიკურად მუშაობს.