01:54 18.11.2011
გუშინ, საკუთარ რეზიდენციაში, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიას უმასპინძლა.
მიწვეულ ჟურნალისტებს შორის იყო სამეგრელო-ზემო სავანეთის მხარის წარმომადგენელი ილია ჩაჩიბაია, რომელმაც პოლიტიკაში ახლადგამოჩენილ ბიზნემენს შეკითხვით მიმართა:
ილია ჩაჩიბაია: - ბატონო ბიძინა, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური ტელეარხები ყველა საინფორმაციო გამოშვებაში, საზოგადოებას დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან, რეგიონში მაინც გაჩნდა იმედი იმისა რომ თქვენი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ სიტუაცა შეიცვლება და ის უკანონობა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთშია გამეფებული, თუნდაც: დაკავებულების წამება, ციხეებში მკვლელობა, სოციალური პრობლემები და სხვა, მრავალი _ აღმოიფხვრება. მინდა გკითხოთ, როგორ აპირებთ მიაწვდინოთ ხმა ტელევიზიების მიერ მოტყუებულ მოსახლეობას. თუ გეგმავთ ჩახვიდეთ რეგიონში და პირადად შეხვდეთ ამომრჩეველს. კიდევ ერთ საკითხზე მაინტერესებს თქვენი აზრი, სააკაშვილის მთავრობა გვარწმუნებდა, რომ პენსია 100 დოლარი იქნებოდა, მაგრამ დაპირება-დაპირებად დარჩა. როდესაც ხელისუფლებაში მოხვალთ რა ოდენობის პენსიას გასცემთ?
რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, პენსიებთან დაკავშირებით: რათქმაუნდა დღეს ვერ მოგახსენებთ, პენსიის ოდენობას. ვიცი, რომ ასეთი მწირი არ უნდა იყოს. კარგად ვაცნობიერებ, ქვეყნის სათავეში მოსულებს როგორი ბიუჯეტი დაგვხვდება. ბიუჯეტის შესაძლებლობები კარგად უნდა გავაცნობიეროთ. საოცრებები ვერ მოხდება მყისიერად. გვესმის, რომ პენსია უნდა იყოს სულ ცოტა საარსებო მინიმუმის ოდენობის. საკმაოდ რთულია ეს კითხვა და მე ძალიან განვიცდი დღევანდელ მდგომარეობას, ამავდროულად ვერ გავაკეთებ ცრუ დაპირებებს და ვერ მოვატყუებ მოსახლეობას. ჩვენ დაგვხვდება ძალიან ცუდი, დანგრეული ბიუჯეტი, ამ ფულს ტაშ-ფანდურებში ხარჯავენ და იყენებენ გაურკვეველ საქმეებში. ვაანალიზებ თუ როგორაა არეული ეკონომიკური საკითხები, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთი არ მაქვს. მე ვიცი, რამდენი უნდა იყოს პენსია, მაგრამ კონკრეტულად ვერ მოგახსენებთ. პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ იმდენი, რომ თავისი ელემენტარული მოთხოვნები დაიკმაყოფილონ.