ახლადშექმნილი პარტიის „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“-ს ლიდერი ირაკლი ალასანია 29 ივლისს ზუგდიდს ეწვია, მან ქალაქის ცენტრში არსებული საკნები მოინახულა და იქ შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა. მოგვიანებით ალასანია საკნის პატიმარს კახა მიქაიას გაესაუბრა, პოლიტიკოსებმა აღნისნეს, რომ ზუგდიდში არსებული ტერორი უკვე გაუსაძლისი ხდება და აუცილებელია შიშის სინდრომის გატეხვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ალასანიამ და მიქაიამ პრესისთვის კომენტარი გააკეთეს.
კადრები გადაღებულია "პრესა.ჯი"–ს კორესპონდენტის ნანა ფაჟავას მიერ.