რამოდენიმე წუთის წინ თავს დაესხნენ ოპოზიციიც წევრს ნიკა პაჭკორიას, რომელიც უკვე 3 თვეა ზუგდიდის ცენტრში განთავსებული საკნებიდან ერთ–ერთში ზის. პაჭკორია, "კუდ"–ის შენობასთან ხუთმა გაურკვეველი ვინაობის პიროვნებამ სასტიკად სცემა. ადგილზე საპატრულო პოლიცია ნახევარი საათის დაგვიანებით გამოცხადდა, დაშავებული გადაყვანილია ზუგდიდის "წმინდა ლუკას" სახელობის საავადმყოფოში. ჟურნალისტებისთვის ამ დრომდე უცნობია ნიკა პაჭკორიას ჯანმრთელობის მდგომარეობა...
შემთხვევის ადგილთან ახლოს "ღია ბოქლომის" და "პრესა.ჯი"–ს ჟურნალისტებმა, თავდამსხმელთა სახის გადაღება მოახერხეს, თუმცა აღნიშნული კადრებით საპატრულო პოლიცია არ დაინტერესდა.