"ჩემი ოჯახის წევრი თანამდებობაზე ვერ დაინიშნება"- ამგვარი განცხადება დედოფლისწყაროს გამგებელმა ლევან ბაღაშვილმა ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილთან საუბრისას მეორედ გააკეთა ამგვარი მიდგომა მისასალმებელია, თუმცა კარგი იქნებოდა გამგებელს მეგობრებთან დაკავშირებითაც იგივე პოზიცია ჰქონდეს ამ ფონზე რატომღაც არავინ საუბრობს იმაზე, რომ თენგიზ გონაშვილის კლანი განსაკუთრებით საგანგაშო მასშტაბებს აღწევს თავად ბაღაშვილი ამაში უცნაურს ვერაფერს ხედავს, თუმცა რაიონში ბევრს საუბრობენ იმაზეც, რომ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა, გონაშვილის კლანი იმდენად გაძლიერდეს, რომ ბაღაშვილი საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდე გამორიცხული არაფერია, რადგან პოლიტიკაში ყველაფერი ხდება და ერთგული თანაგუნდელების მწარედ გაწირვის მომსწრეც ხშირად გავმხდარვართ। წესით, შინაგანად გამგებელი ამგვარი კლანების გაძლიერების წინააღმდეგი უნდა იყოს და მასში საფრთხეს ხედავდეს. სხვა თუ არაფერი, დედოფლისწყაროში არსებულ კლანურ მმართველობაზე მთელი ქვეყანა ქირქილებს და საწყენია, რომ ზოგიერთების ამბიციების გამო დედოფლისწყაროს ტალახში სვრით. მერე სინდისის ქენჯნასაც არ გრძნობთ და ჟურნალისტებს გვაბრალებთ - რაიონს ცუდად წარმოაჩენთო... ის კი გავიწყდებათ, რომ პრესა სარკეში გახედებთ, სადაც თქვენს ბინძურ ხელებს ხედავთ. შერცხვენით კი ნამდვილად გონაშვილები, თეთრაულები, ჯამალაშვილები, ჯიბღაშვილები და მისთანანი - დაუფიქრებელი ნაბიჯებით და ბრიყვული საქციელით სწორედ რომ დედოფლისწყაროს რეპუტაციას ფეხქვეშ თელავენ... მომკითხავი კი არავინაა. მადლობა ღმერთს, თავისუფალი მედია არსებობს და ყველაფერს ახმაურებს, თორე აბა გაჯეჯილება მერე გენახათ... თუმცა, ხალხი ყველაფერს მშვენივრად ხედავს...