26 ივლისს, საღამოს, ზუგდიდის ცენტრში განთავსებულ საკნებთან ხალხმრავლობა იყო. ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ქალაქში დიდი ეკრანი დაამონტაჟეს, სადაც შეკრებილებს სხვადასხვა დოკუმენტური ფილმები წარუგდინეს, აგრეთვე მოსახლეობამ იხილა სწორედ ის კადრები, რომლებიც ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის კახა მიქაიას თქმით, ცენტრალური არხებით არასოდეს გადაიცემა. მოგვიანებით მონიტორზე ინტერნეტის საშუალებით ტელეკომპანია „მაესტროს“ და „კავკასიას“ საინფორმაციო გამოშვებები ჩაირთო, რომელსაც შეკრებილი საზოგადოება დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს.
აღნიშნულ აქციას, რომელიც ოპოზიციის თქმით პერმამენტულ ხასიათს მიიღებს, სამართალდამცავი უწყებების გაღიზიანება მოჰყვა. კახა მიქაია და მისი თანამოაზრეები სიტყვიერი შეურაცყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებს, მათი თქმით განსაკუთრებით აქტიურობდა პოლიციის უფროსის მოადგილე ზაზა ხასაია, ეს უკანასკნელი კი ჩვენთან საუბრისას ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ გუშინ ზუგდიდში საერთოდ არ იმყოფებოდა.