
როგორც Media.Ge-ს კორესპომნდენტი ქუთაისიდან იტყობინება, წინასწარი ვერსიით, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე, ქუთაისში, ნინოშვილი-აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე შუქნიშანთან მდგარ „ფოლქსვაგენის“ მარკის ავტომანქანას, რომელშიც „რიონის“ 6 თანამშრომელი იჯდა, უკნიდან „ჯიპის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ავარიის შედეგად დაიღუპნენ „რიონის“ჟურნალისტები: ჯონი კუბლაშვილი, ნინო გოგაშვილი, გიორგი მგალობლიშვილი და დავით ავალიანი. ოპერატორი ლევან მშვენიერაძე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როენა კახიძე, რომელიც „ფოლქსვაგენს“ მართავდა უვნებლად გადარჩა.
Media.Ge -ს კორესპონდენტის ცნობით, ქუთაისის პოლიცია „ჯიპის“ მარკის ავტომანქანას ეძებს, რომელიც ტელეჟურნალისტების მანქანას დაეჯახა.
"ღია ბოქლომი" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, მეგობრებს და ტელეკომპანია „რიონის“ მთელს კოლექტივს.